მაკრონი საქართველოს რაგბის კავშირის ეკიპირების სპონსორი გახდა
სპორტული ეკიპირების წამყვანი იტალიური მწარმოებელი მაკრონი (MACRON) საქართველოს რაგბის კავშირის სპონსორი გახდა. 5-წლიანი ხელშეკრულების თანახმად, მაკრონი საქართველოს რაგბის კავშირს ყოველწლიურად უფასოდ მიაწვდის სრულ სანაკრებო ეკიპირებას (ღირებულება 300 ათას ევროს შეადგენს) და ტექნიკურ საშუალებებს ეროვნული, ასაკობრივი, 7-კაცა და 7-ქალა ნაკრებებისთვის და პირველი ქართული ფრანჩაიზისთვის. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პირობები რაგბის კავშირს აქამდე არასდროს ქონია. შეთანხმებას ხელი რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა […]
Macron საქართველოს რაგბის კავშირის სპონსორი გახდა
საქართველოს რაგბის კავშირსა და ეკიპირების მწარმოებელ ფირმა Macron-ს შორის სასპონსორო ხელშეკრულება გაფორმდა. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, Macron-ი საქართველოს რაგბის კავშირის ახალი სპონსორია. Macron-თან გაფორმებული სასპონსორო ხელშეკრულების დეტალები, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
U20 | შემადგენლობა სამხრეთ აფრიკული ტურნესთვის
უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ის მორაგბეები შეარჩია, რომლებიც 13 ივნისს გამთენიისას, სამხრეთ აფრიკაში 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიაზე სათამაშოდ გაემგზავრნენ. შეგახსენებთ, კოვიდ-პანდემიის გამო, 2019 წლის შემდეგ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი არ ჩატარებულა და შესაბამისად, ორი წელიწადია ჩვენს ახალგაზრდებს არსად უთამაშიათ. ჩემპიონატი 2022 წელს უნდა აღდგეს, მანამდე კი, ის მორაგბეები, რომლებსაც გაისად შეეძლებათ ჩემპიონატში თამაში, საერთაშორისო გამოცდილებას მაღალი […]
ამაშუკელის დებიუტი თიერ ერთის მატჩებზე
საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ქართველი გულშემატკივრისათვის სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. ქართველი რეფერი ნიკა ამაშუკელი, მსოფლიო რაგბის ისტორიაში პირველი ტიერ2 ქვეყნის წარმომადგენელია, რომელიც ტიერ1 ქვეყნის ნაკრებების მატჩს იმსაჯებს. ის 3 ივლისს კარდიფში, 80-ათასიან “პრინციფალითი სთედიუმზე” უელსისა და კანადის ნაკრებების შეხვედრას განსჯის, იქიდან კი რუმინეთში ჩავა და 10 ივლისს რუმინეთისა და შოტლანდიის მატჩს გაუძღვება. შეგახსენებთ, მანამდე, 19 […]
საქართველო – ნიდერლანდები | ბილეთები თელავის თეატრის სალაროში
ამსტერდამიდან თელავში! 26 ივნისს, ბორჯღალოსნები თელავში, “კავკასიონი არენაზე” ნიდერლანდებს დაუხვდებიან და ზაფხულის სანაკრებო სეზონს მათთან შეხვედრით გახსნიან. ესაა 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩი, რის შემდეგაც საქართველო მე-13-ედ ჩაიბარებს მთავარ ჯილდოს. ბილლეთები მატჩის ფიზიკური ბილეთები 8 ივნისიდან თელავის თეატრის სალაროში გაიყიდება. სალარო მუშაობს ყოველდღე 12 საათიდან 15 საათამდე (ონლაინ ბილეთები უკვე გაიყიდა). შეგახსენებთ, რომ […]
7-კაცა | 5-6 ივნისი, Rugby Europe-ის ჩემპიონატის პირველი ეტაპი
5-6 ივნისს 7-კაცა რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ეტაპი გაიმართება. საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრები პორტუგალიის, გერმანიისა და ლიეტუვას წინააღმდეგ იასპარეზებს. საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ facebook გვერდზე, საქართველოს 7-კაცა ნაკრების შემადგენლობა და მატჩების განრიგი განთავსდა.
მსოფლიო რაგბის სადისციპლინო-კომისრები დიდი 10-ის მატჩებზე
საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის გადაწყვეტილებით, სექტემბრიდან შიდა ჩემპიონატებში ოფიციალურად ამოქმედდება მსოფლიო რაგბის სადისციპლინო წესები, მატჩებს კი სადისციპლინო-კომისრები დაესწრებიან. მანამდე, საიტინგ ოფიცრები, როგორც რაგბის კავშირის ოფიციალური წარმომადგენლები, დიდი 10-ის ნახევარფინალურ და ფინალურ მატჩებზე იქნებიან მივლენილი, რაც უდისციპლინობის გამოვლენის დამატებითი მექანიზმია! ჯგუფს ლაშა მაჭავარიანი უხელმძღვანელებს, რომელიც 2020 წლიდან ოფიციალურად გახდა მსოფლიო რაგბის სადისციპლინო კომიტეტის წევრი: “საქართველოს რაგბის […]
საქართველო – ნიდერლანდები | ბილეთების გაყიდვა დაიწყო
ამსტერდამიდან თელავში! 26 ივნისს, ბორჯღალოსნები თელავში, “კავკასიონი არენაზე” ნიდერლანდებს დაუხვდებიან და ზაფხულის სანაკრებო სეზონს მათთან შეხვედრით გახსნიან. ესაა 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩი, რის შემდეგაც საქართველო მე-13-ედ ჩაიბარებს მთავარ ჯილდოს. ბილლეთები მატჩის ბილეთების ნახევარი გაიყიდება დღეიდან ონლაინ: WWW.TKT.GE/RUGBY ხოლო ბილეთების მეორე ნაწილი გაიყიდება თელავში (ფიზიკურ სალაროში). თელავში ბილეთების გაყიდვის დაწყების თარიღს უახლოეს დღეებში შეგატყობინებთ. […]
ზაფხულის სატრანსფერო ვადები
საშეჯიბრო კომიტეტის განცხადება საქართველოს 2021-2022 წლის ჩემპიონატებში მონაწილე ყველა ლიგების (“დიდი-10”, I, რეგიონალური, ჭაბუკთა “ა” და “ბ”) კლუბების საყურადღებოდ: ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ლიგებში ზაფხულის სატრანსფერო ვადები განისაზღვროს 2021 წლის 8 ივლისიდან – 16 აგვისტომდე. ჭაბუკთა “ა” ლიგის მორაგბეები 2021 წლის აგვისტოში გასამართ პლეი-ოფის მატჩებს ჩაატარებენ 2020-21 წლის ჩემპიონატის განაცხადების შესაბამისად. 16 აგვისტოს შემდეგ ტრანსფერი არ დაიშვება. საშეჯიბრო კომიტეტის […]
ახალი სარაგბო საკლუბო ტურნირი და საქართველოს როლი
მსოფლიო რაგბისა და რაგბი ევროპის ორგანიზებით ახალი სარაგბო საკლუბო ტურნირი იწყება, რომელშიც 8 ქვეყნის კლუბები მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნულ ინფორმაციას, Rugger.info ავრცელებს. Rugger.info-ს მტკიცებით, ახალი ტურნირი 2021 წლის სექტემბერში აიღებს სტარტს. ტურნირში 8 გუნდი იასპარეზებს და ტერიტორიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, მონაწილეები ორ 4-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდებიან. პირველ ოთხეულში – ნიდერლანდების, ბელგიის, ესპანეთისა და პორტუგალიის გუნდები იასპარეზებენ. მეორე ოთხეულს […]
U20 | მზადება სამხრეთ აფრიკული ტურნესთვის
უმცროსი ბორჯღალოსნები შევარდენის სანაკრებო ბაზაზე სამხრეთ აფრიკული ტურნესთვის მზადებას განაგრძობენ. ვარჯიშის ფოტო-გალერეა 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიას სტელენბოში 18 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს და მასში ოთხი ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, თითოეულ მათგანს კი, ოთხი თამაშის გამართვა მოუწევს. ჩვენი გუნდი სამხრეთ აფრიკაში 14 ივნისს მიემგზავრება. 18-ში არგენტინელ თანატოლებს ვეთამაშებით, 23-ში ურუგვაის, 28-ში კი მასპინძელ სამხრეთ აფრიკას. მეოთხე შეხვედრა […]
7-კაცა | შემადგენლობა ლისაბონის ეტაპზე
საქართველოს 7-კაცა ნაკრები 3 ივნისს პორტუგალიაში მიემგზავრება, სადაც 5-6 ივნისს ლისაბონში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპს ითამაშებს. ევროპული რაგბი 7 კოვიდ-პანდემიით გამოწვეული ერთწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ივნისში, სახეცვლილი სტრუქტურით განახლდება და უმაღლეს დივიზიონს, ამიერიდან გრან პრის ნაცვლად ჩემპიონატი ერქმევა. რადგან წელს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები იმართება, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ნაკრებები ევროპის 7-კაცა ჩემპიონატში მონაწილეობას […]