თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი საქართველოს რაგბის კავშირთან თანამშრომლობაზე მოლაპარაკებებს მართავს: ,,პარტნიორობის ბრწყინვალე შესაძლებლობა საქართველოს რაგბის კავშირთან! მოხარული ვარ, გაცნობოთ თურქეთის ავიახაზებისა და საქართველოს რაგბის კავშირის პოტენციური თანამშრომლობის შესახებ. სასიამოვნო საუბარი შედგა იმაზე თუ როგორ შეიძლება დაეხმაროს Turkish Airlines-ი საქართველოს საერთაშორისო მატჩებზე გამგზავრებაში. ჩვენ ვგეგმავთ, რომ საქართველოს შევთავაზოთ წარმოუდგენელი პირობები, რათა მსოფლიოს მასშტაბით სარაგბო ერებს დაუკავშირდეს,” […]
საქართველოს ჩემპიონები ევროპულ ტურნირზე ითამაშებენ
საქართველოს ჩემპიონი “ბათუმი” რაგბი ევროპის სუპერ თასის 2022/2023 წლების ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას. ქართული რაგბი ევროტურნირზე მეორე ქვოტის მოპოვებას თავიდანვე ცდილობდა და დიდხანს ლოდინი არ დასჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე სეზონში მონაწილე გუნდების რაოდენობა არ გაზრდილა, ორ ახალ მონაწილეს შორის ერთი ადგილი საქართველოს ჩემპიონსაც შეხვდა. 8-გუნდიანი ტურნირის ფორმატი უცვლელი დარჩა. აღმოსავლეთ კონფერენციაში სუპერ თასის პირველ გამარჯვებულ […]
საშეჯიბრო კომიტეტის განცხადება
საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, საშეჯიბრო კომიტეტის განცხადება გავრცელდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. საშეჯიბრო კომიტეტის განცხადება განცხადება: “რეგიონალური ლიგის“ საქართველოს 2021-22წ. ჩემპიონატში მონაწილე გუნდების საყურადღებოდ: გთხოვთ, დაგვიდასტუროთ თქვენი მზაობა ზემოაღნიშნულ ლიგაში მონაწილეობის შესახებ განცხადების სახით, ა/წ. 7 ივნისიდან 5 ივლისამდე. 5 ივლისის შემდეგ განცხადებები აღარ მიიღება. 01.06.21 საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე ნიაზ მამრიკიშვილი წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი
საჯარო რეესტრმა იოსებ ტყემალაძე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დაარეგისტრირა. ის მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგება. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 24 თებერვალს ქვორუმის არარსებობის გამო გადაიდო. განმეორებითი არჩევნები 10 მარტს ჩატარდა და მასზე რეგისტრირებულმა 25-მა სუბიექტმა, ჯამში 42-მა (74-იდან) პრეზიდენტად ერთადერთი კანდიდატი, იოსებ ტყემალაძე აირჩია. რა პრობლემები ხვდება ახალ […]
სკოლებში რაგბის გაკვეთილები 1 ნოემბრიდან იწყება
საქართველოს 11 რეგიონის 150 სკოლაში რაგბის გაკვეთილები 1 ნოემბრიდან ჩატარდება. 60 ინსტრუქტორი და 300 გადამზადებული მასწავლებელი გაკვეთილებს ჯამში 15 000 გოგონასა და ბიჭს ჩაუტარებს. უკონტაქტო და სრულიად უსაფრთხო ვარჯიშები მსოფლიო რაგბის პროექტის – „ჩაერთე რაგბიში“-ს მიხედვით ჩატარდება. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, განათლების და მეცნიერების სამინისტროს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუსა“ და საქართველოს რაგბის კავშირს შორის […]
სუპერ თასი 2022 | ახალი სეზონი ბათუმში ქართული დერბით იწყება
რაგბი ევროპის სუპერ თასის მეორე გათამაშება 11 სექტემბერს ბათუმში, ქართული დერბით იწყება. თასის მოქმედი გამარჯვებული “შავი ლომი” პირველ ტურში დებიუტანტს, საქართველოს ჩემპიონ “ბათუმს” ეწვევა. პირველი გათამაშების მსგავსად, ტურნირში ამჯერადაც 8 გუნდი იღებს მონაწილეობას, რომლებიც ჯგუფურ ეტაპზე დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციაში არიან გადანაწილებული. დასავლეთ კონფერენციაში კვლავინდებურად პორტუგალიური “ლუზიტანუში”, ესპანური “იბერიანსი”, ბელგიური “დევილსი” და ნიდერლანდური “დელტა” ითამაშებენ. […]
სუპერ თასი | 7 ლელო და ბონუსი ‘ვულვზთან’
‘შავმა ლომმა’ რაგბი ევროპის სუპერ თასის მესამე ტურში რუმინულ ‘ვულვზს’ ორის წილ 7 ლელო გაუტანა, ბონუსით, 43:21 დაამარცხა და აღმოსავლეთ კონფერენციის სათავეში კომფორტული სხვაობით მოკალათდა. მიმდინარე სეზონში ქართული ფრენჩაიზისთვის ეს მეორე გამარჯვება იყო, ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. ტრავმებთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, რუმინელებთან ‘შავმა ლომმა’ საუკეთესო თამაში აჩვენა, თუმცა იყო შეცდომებიც და სტუმრებმა ქულები სწორედ […]
სუპერ თასი | გამარჯვება რუსეთის ჩემპიონთან!
“შავმა ლომმა” რუსეთის ჩემპიონი “ენისეი” 27:20 დაამარცხა და ოთხი თამაშის შემდეგ, აღმოსავლეთ კონფერენციის სათავეში მოექცა. ჩვენს გუნდს 15 ქულა აქვს და ორით უსწრებს “თელავივ ჰითს”, ხოლო სამით “ენისეის” და სუპერ თასის აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერია. 15 დეკემბერს “ჰითი” კრასნოიარსკელებს თბილისში, “ავჭალაზე” მასპინძლობს, 18 დეკემბერს კი ებრაელებს სტუმრად “შავი ლომი” ერკინება, რის შემდეგაც ნახევარფინალში გამსვლელი გუნდების ვინაობა […]
სუპერ თასი | თელავივი ქართულ გუნდებს არ სწყალობს
რაგბი ევროპის სუპერ თასის ბოლოსწინა ტურში, ‘ჰითმა’ ‘ბათუმს’ თელავივში 25:8 სძლია და საქართველოს ჩემპიონს მეორე ადგილზე აღზევების შესაძლებლობა არ მისცა. ისევე, როგორც ერთი კვირის წინ ‘შავ ლომსა’ და ‘ჰითს’ შორის, ისრაელში გამართული შეხვედრა არასანახაობრივი გამოდგა. ორივე გუნდი მრავლად უშვებდა შეცდომებს და ხშირი იყო გაჩერებები, შერკინება კი პირველივე ცდაზე ფაქტობრივად ვერცერთხელ ვერ მოეწყო. მთლიანობაში, მასპინძლები ბურთს […]
სუპერ თასი | ლადო კილასონია – თამაშის მართვა უნდა გამოვასწოროთ
“შავმა ლომმა” რაგბი ევროპის სუპერ თასის მეექვსე ტურის წინ ღია ვარჯიში გამართა. გუნდი ჯგუფური ეტაპის მეოთხე თამაშს (ორი გადადებულია) “ავჭალაზე”, 17 საათზე “ენისეი-სტმ”-ის წინააღმდეგ გამართავს. ამ მომენტისთვის გუნდები 11-11 ქულით პირველ-მეორე ადგილზე იმყოფებიან. მათ შორის მესამე ტურში, სოჭში გასამართი შეხვედრა გადაიდო. გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელი ლადო კილასონია ამბობს, რომ მზადება კარგად მიმდინარეობს: “მზადებით კმაყოფილი ვართ და მომავალ თამაშს […]
სუპერ თასი | მზადება ენისეისთვის
პენზიდან შინ მობრუნებული “შავი ლომი” “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე ჩაიკეტა და რაგბი ევროპის სუპერ თასის მესამე მატჩისთვის მზადებას შეუდგა. ტურნირის მეოთხე ტურში ის აღმოსავლეთ კონფერენციის ამჟამინდელ ლიდერს, კრასნოიარსკის “ენისეის” 30 ოქტომბერს სოჭში, ჩვენი დროით 13 საათზე ეთამაშება. 1975 წელს დაარსებული კლუბი რუსეთის ჩემპიონი 11-ჯერ გახდა და 2015 წლიდან ევროტურნირებში ჩაერთო. კონტინენტის ფარის ორჯერ მოგებით ის რამდენჯერმე […]
სუპერ თასი | მოუთმენლობით ლოკომოტივთან
“შავმა ლომმა” რაგბი ევროპის სუპერ თასის მეხუთე ტურის მატჩში ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, რითაც მეტოქემ ისარგებლა და ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა – 19:16. “ლოკომოტივი-პენზას” სასტარტო შემადგენლობაში ტარიელ დონაძემ, ილია სპანდერაშვილმა, რეზი ბროძელმა და ნიკა ცირეკიძემ ითამაშეს, გიორგი ჭყოიძე კი შეცვლაზე მეორე ტაიმში შევიდა. “ავჭალაზე” გამართულ შეხვედრას 1000-მდე გულშემატკივარი დაესწრო. “შავი ლომი” ცდილობდა, როგორც კი ბურთს […]