სუპერ თასი | ფრე ‘ჰითთან’
რაგბი ევროპის სუპერ თასის მეორე ტურში ‘შავი ლომი’ ისრაელის ‘თელავივ ჰითს’ 25:25 დაუზავდა. ეს პირველი თამაშია, რომელიც ქართულმა ფრენჩაიზმა აღნიშნულ ტურნირში ფრედ დაასრულა. ბათუმში ბონუსით, 29:3 მოგების შემდეგ, მწვრთნელებმა სასტარტო შემადგენლობაში 6 მოთამაშე შეცვალეს – სამი ხაზში და სამი შერკინებაში, მარქაფაში კი ასევე სამი დებიუტანტი იყო. ეს იყო თამაში, რომლის მოგება როგორც ‘შავ ლომს’, ასევე […]
სუპერ თასი | შავი ლომი – ნახევარფინალი ისრაელიდან
“შავმა ლომმა” წლის ბოლო მატჩში “თელავივ ჰითი” ლამაზ სტილში, 52:28 დაამარცხა და სამით მეტი ლელოს გატანისთვის დამატებითი ბონუსიც წამოიღო. გამარჯვებამ ჩვენს გუნდს სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაუბრუნა და ნახევარფინალის საგზურიც დაუბევა. ახლა “ენისეისთან” გადადებულმა შეხვედრამ უნდა გაარკვიოს, ვინ უმასპინძლებს ნახევარფინალში ესპანურ “იბერიანზს” და ვინ გაემგზავრება პორტუგალიაში “ლუზიტანუშთან” სათამაშოდ. აღმოსავლეთ კონფერენციის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრის წინ, […]
სუპერ თასი | შავი ლომი – ორი დებიუტანტით სოჭში
სოჭში, რუსეთის ჩემპიონ “ენისეისთან” გასამართ თამაშში “შავი ლომის” შემადგენლობაში ორი დებიუტანტია – ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი ძირითადშია, მესამეხაზელი იოსებ გუშარაშვილი კი თამაშში მარქაფიდან ჩაერთვება. რაგბი ევროპის სუპერ თასის მეოთხე ტურში “შავი ლომი” სოჭში, აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერს პირველობისთვის ერკინება. შეხვედრა 30 ოქტომბერს, ჩვენი დროით 13 საათზე დაიწყება. “ენისეის” სამი თამაშიდან 11 ქულა აქვს. “შავ ლომს” ორი […]
სუპერ თასი | შავი ლომი დეკემბრის კამპანიისთვის მზადებას შეუდგა
“შავი ლომი” გუშინ საღამოს “შევარდენის ბაზაზე” შეკრებაზე შევიდა და რაგბი ევროპის სუპერ თასის დეკემბრის კამპანიისთვის მზადებას შეუდგა. ქართულ ფრენჩაიზს თამაშების გაწერილი გეგმა კოვიდ-პანდემიამ აურია და ახლადდაარსებულ ტურნირში ყველაზე ცოტა, ორი თამაში აქვს ჩატარებული. “შავმა ლომმა” ოქტომბერში ჯერ თბილისში, ისრაელის “თელავივ ჰითს” პირველი ტურის გამოტოვებულ მატჩში სძლია 33:10, მერე მესამე ტურის მატჩში “ლოკომოტივი” პენზაში დაამარცხა – […]
სუპერ თასი | შავი ლომი იბერიანსისთვის ემზადება
სანაკრებო მატჩებით გამოწვეული ერთთვიანი შესვენების შემდეგ, რაგბი ევროპის სუპერ თასი ნახევარფინალური შეხვედრებით გვიბრუნდება. სუპერ თასის პირველი გათამაშების გამარჯვებული ‘შავი ლომი’ კვირას, 4 დეკემბერს ესპანურ ‘იბერიანსს’ 16 საათზე „ავჭალაზე“ ეთამაშება. ამავე დღეს მეორე ფინალისტი ლისაბონში გაირკვევა, სადაც ადგილობრივი ‘ლუზიტანუში’ ისრაელის ‘ჰითსს’ ჩვენი დროით 19 საათზე უმასპინძლებს. შეგახსენებთ, ნახევარფინალური ეტაპი ერთი მატჩისგან შედგება, სუპერ თასის მფლობელი კი […]
სუპერ თასი | შავი ლომი ფინალშია
“შავმა ლომმა” რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანური “იბერიანსი” 43:40 დაამარცხა და 8 მაისს ლისაბონში, პორტუგალიურ “ლუზიტანუშთან” მთავარ პრიზს გაითამაშებს. ჩვენი გუნდი ხელდახელ, კომბინაციურ სტილში ცდილობდა ქულების მოპოვებას და რამდენიმე ლამაზი ლელოც გაიტანა, თუმცა მეტოქე კერკეტი კაკალი გამოდგა, ბოლომდე იბრძოლა და რამდენჯერმე შეძლო თამაშში დაბრუნება. ქართული ფრენჩაიზის გეგმები ტრავმებმა არია, მაგრამ “შავმა ლომმა” შეძლო მობილიზება და […]
სუპერ თასი | შავი ლომის 5 ცვლილება მეორე თამაშისთვის
“შავი ლომის” სამწვრთნელო შტაბმა პენზაში “ლოკომოტივთან” გასამართი რაგბი ევროპის სუპერ თასის მეორე მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. გასულ შაბათს “შავმა ლომმა” თავის სადებიუტო თამაშში ისრაეილის “თელავივ ჰითი” 33:10 დაამარცხა და სამით მეტი ლელოს გატანისთვის ბონუსიც აიღო. იმ თამაშის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ხუთი ცვლილებაა. ტრავმირებული სოსო მათიაშვილის ნაცვლად, ფულბეკად თამაშს ლაშა ხმალაძე იწყებს. ფრთაზე სანდრო თოდუას მარქაფიდან ადგილი […]
სუპერ თასი | შავი ლომის თამაში კვლავ კოვიდმა გადადო
რაგბი ევროპის სუპერ თასის მეოთხე ტურში “ენისეი-სტმსა” და “შავ ლომს” შორის 30 ოქტომბერს გასამართი მატჩი გადაიდო. მიზეზი ისევ Covid 19-ია… რუსეთში პანდემიამ მდგომარეობა უკიდურესად დაამძიმა და ქვეყანამ საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ‘შავი ლომი’ სოჭში ჩარტერული რეისით დღეს დილით უნდა გაფრენილიყო და შეჩერებული ნებართვა მხოლოდ დღის ბოლოს მიიღო. იყო შანსი, რომ თამაში კვირისთვის გადადებულიყო, მაგრამ მასპინძლებმა […]
სუპერ თასი | წლის ბოლო საერთაშორისო მატჩში ტიტულს თბილისში დავიცავთ
რაგბი ევროპის სუპერ თასის მფლობელი ‘შავი ლომი’ ტიტულს 17 დეკემბერს თბილისში, „ავჭალაზე“ ისრაელის ‘თელავივ ჰითთან’ დაიცავს. ფინალური შეხვედრა 16 საათზე დაიწყება. პირველმა პროფესიულმა ქართულმა ფრენჩაიზმა სუპერ თასის პირველი გათამაშება მოიგო. მაშინ ‘შავმა ლომმა’ გადამწყვეტ შეხვედრაში პორტუგალიური ‘ლუზიტანუში’ ლისაბონში 17:14 დაამარცხა. ‘შავმა ლომმა’ აღმოსავლეთ კონფერენცია წელსაც პირველ ადგილზე დაასრულა, ნახევარფინალში კი ესპანური ‘იბერიანსი’ უშანსოდ, 41:9 დაამარცხა. […]
სუპერ თასი | ‘ბათუმის’ ისტორიული გამარჯვება
რაგბი ევროპის სუპერ თასის მესამე ტურში, წვიმიან ამინდში, ‘ბათუმმა’ „ბათუმი არენაზე“ ისრაელის ‘ჰითს’ 19:11 სძლია და ტურნირში პირველი, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. მასპინძლებმა მეტოქეს მეორე ტაიმში სამი ლელო გაუტანეს, თავად ერთი გაუშვეს და ბონუსი ვერ აიღეს. ‘ბათუმი’ 4 ქულით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე რჩება, თუმცა ამ გამარჯვებით მოწინავე ორეულში შესვლის შანსი შეინარჩუნა. წვიმამ და სველმა მოედანმა […]
სუპერ თასი | ‘ბათუმმა’ ფლეი ოფისკენ გაიწია
რაგბი ევროპის სუპერ თასზე ‘ბათუმმა’ ზედიზედ მეორე საშინაო შეხვედრა მოიგო. 3 კვირის წინ ისრაელის ‘ჰითის’ 19:11 ძლევის შემდეგ, ზღვისპირელებმა რუმინული ‘ვულვზი’ 23:3 დაამაცხეს და სამი უპასუხო ლელოს გატანისთვის ბონუს-ქულაც აიღეს. შედეგად, საქართველოს ჩემპიონს 9 საცხრილო ქულა დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა. ის 3 ქულით ჩამორჩება ლიდერ ‘შავ ლომს’ და ამდენივეთი უსწრებს ‘ჰითს’. ხვალ თელავივში […]
სუპერ თასი | ‘შავი ლომი’ უცვლელი ჩემპიონია!
‘შავმა ლომმა’ რაგბი ევროპის სუპერ თასის ფინალში, ისრაელის ‘თელავივ ჰითი’ 29:17 დაამარცხა და თასი ზედიზედ მეორედ ჩაიბარა. ევროპის რანგით მესამე საკლუბო ტურნირი შარშან დაარსდა და პირველ ფინალს ლისაბონმა უმასპინძლა. მაშინ ქართულმა ფრენჩაიზმა პორტუგალიური ‘ლუზიტანუში’ 17:14 დაამარცხა. ამჯერად ფინალს საქართველომ უმასპინძლა და ჩვენმა გუნდმა ტიტული კიდევ ერთი წლით შეინარჩუნა. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკელი და ფიჯელი მორაგბეებით […]