საქართველოს რაგბის კავშირს ირაკლი აბუსერიძე უხელმძღვანელებს
30 დეკემბერს, რაგბის კლუბ “ლოკომოტივის” სავარჯიშო ბაზაზე, საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად საჭირო დელეგატების შეკრების შემდეგ, კვორუმი შედგა და ხმის მიცემის პროცედურა გაიმართა. საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა. ვეტერანმა ქართველმა მორაგბებ 31 ხმა დააგროვა – მისმა მოწინააღმდეგე გოჩა სვანიძემ კი 10 ხმის დაგროვება შეძლო. საპრეზიდენტო არჩევნებში მოპოვებული გამარჯვების […]
რაგბის კავშირი კვლავ უპრეზიდენტოდ | რეესტრმა სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა
საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი არ ცხრება. 2021 წლის 10 მარტს, საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას მხოლოდ ერთი კანდიდატი – იოსებ ტყემალაძე იღებდა. საარჩევნო ყრილობაზე ტყემალაძემ 42 ხმა მიიღო და რაგბის კავშირის პრეზიდენტად იქნა არჩეული. საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ გოჩა მაჭავარიანმა იუსტიციის სამინისტროს საჯარო […]
ლევან ღვაბერიძე | ფრანგული კლუბების 80%-ს გამოცდილი მენეჯერები მართავენ
მორაგბე ლევან ღვაბერიძე მისი სარაგბო კარიერის პერიოდში ტოპ 14-ში, საქართველოს ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებებში თამაშობდა; 2009 წლიდან სპორტული აგენტია; 2018 წლიდან კი საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენელია ევროპაში. “რაგბში არსებული დღევანდელი მდგომარეობა ძალიან გულდასაწყვეტია და მიუღებელია ის განწყობა და ურთიერთობის ფორმები, რაც ბოლო დროს ჩამოყალიბდა. ეს არ არის დაპირისპირება, უბრალოდ მხარეები სხვადასხვაგვარად ხედავენ განვითარების გზებს და […]
დახარვეზებული დოკუმენტების შესახებ იოსებ ტყემალაძე პირველ კომენტარს აკეთებს
2021 წლის 10 მარტს, საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას მხოლოდ ერთი კანდიდატი – იოსებ ტყემალაძე იღებდა. საარჩევნო ყრილობაზე ტყემალაძემ 42 ხმა მიიღო და რაგბის კავშირის პრეზიდენტად იქნა არჩეული. იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ პრეზიდენტის და გამგეობის წევრების რეგისტრაციის მოთხოვნა დაახარვეზა – უარის მიზეზად რაგბის კავშირის წესდების დარღვევა დასახელდა. “ყრილობაზე დამტკიცებული წესდების […]
7-კაცა | ორი მსაჯი ალაფაზე
პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, ორი ქართველი რეფერი რაგბი ევროპის მიერ ორგანიზებულ რაგბი 7-ის ტურნირს იმსაჯებს. სულხან ჩიხლაძე და ანა პოღოსიანი ივნისში ხორვატიაში ჩავლენ და ზაგრებში გასამართ კაცთა და ქალთა “ალაფას” (19-20 ივნისი) იმსაჯებენ. 7-კაცას რაგბი ევროპის “ალაფაზე” 12 გუნდი ითამაშებს – რუმინეთი, უკრაინა, ბელგია, შვედეთი, ჩეხეთი, ხორვატია, ისრაელი, ლუქსემბურგი, დანია, თურქეთი, უნგრეთი და ლატვია. ჩიხლაძეს […]
დავით კაჭარავას გამორჩეული მომენტები ბორჯღალოსანთა შემადგენლობაში (ვიდეო)
საქართველოს რაგბის კავშირმა გამორჩეულ ქართველ მორაგბე – დავით კაჭარავას სპეციალური ვიდეო მიუძღვნა. წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი
საფრანგეთში მყოფი ვეტერანი ბორჯღალოსნების მიმართვა და მხარდაჭერა (ვიდეო)
საფრანგეთში მყოფი ვეტერანი ბორჯღალოსნები შეიკრიბნენ და ირაკლი აბუსერიძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს. ვეტერანმა მორაგბეებმა სპეციალური მიმართვა გაავრცელეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. “ჩვენ იმ თაობის მორაგბეები ვართ, რომლებმაც რაგბი საკუთარ ენთუზიაზმზე დავიწყეთ. აეროპორტშიც კი გვეძინა ხოლმე და თამაშებზე საკუთარი სახსრებითაც წავსულვართ, აბუსერიძე მაშინ იყო საქართველოს ნაკრების კაპიტანი და ლიდერი, როდესაც ქართულმა რაგბიმ დიდი პროგრესი განიცადა და დიდ წარმატებას მიაღწია. […]
ნონო ანდღულაძე | “წინსვლისთვის სიმშვიდე და ძლიერი მენეჯერი გვჭირდება”
ყოფილი ბორჯღალოსანი, ნოდარ ანდღულაძე საქართველოს რაგბის კავშირის სოციალური პროექტების მენეჯერია, რომელსაც კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით არა ერთი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული. “ქართულ რაგბს განვითარებისთვის პირველ რიგში სიმშვიდე, ხოლო მმართველ გუნდს მეტი პროფესიონალი სჭირდება. მენეჯმენტი მოითხოვს სპეციფიურ უნარებს და შესაბამის ცოდნას, რომელსაც მოედანზე ვერ შეიძენ. მიმაჩნია, რომ ქართულ რაგბს დღეს სწორედ გამოცდილი, პროფესიონალი მენეჯერი სჭირდება, რომელსაც […]
რაგბი ევროპა | ბორჯღალოსნების შემადგენლობა რუმინეთთან
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის პირველი საშინაო მატჩისთვის 23-კაციანი რაზმი გამოაცხადა. შეგახსენებთ, 28 მარტს, 15 საათზე, “მიხეილ მესხზე” რუმინეთს ვმასპინძლობთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტრიბუნებზე ქომაგთა ტევადობის 30% დაიშვება. წინა თამაშთან შედარებით, რომელშიც ბორჯღალოსნებმა 20 მარტს რუსეთს, კალინინგრადში ბონუსით – 23:6 სძლიეს, სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილებაა. ხმალაძე ნინიაშვილის ნაცვლად ერთი, იძულებითი ხასიათის […]
რაგბის კავშირის განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ცნობილია
საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საერთო კრება (ყრილობა) განმეორებით მოწვეულ იქნება 2021 წლის 10 მარტს. 2021 წლის 27 თებერვალს ZOOM-ის მეშვეობით გაიმართა საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა, რომელზეც მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება: 2021 წლის 24 თებერვალს ჩანიშნული ა(ა)იპ “საქართველოს რაგბის კავშირის” საერთო კრება (ყრილობა) განმეორებით მოწვეულ იქნეს 2021 წლის 10 მარტს, 13:00 […]
პირველი ინტერვიუ შავი ლომის მთავარ მწვრთნელთან | VIDEO
საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ Facebook გვერდზე, “შავი ლომის” მთავარი მწვრთნელის – ლევან მაისაშვილის პირველი ინტერვიუ გამოქვეყნდა. წყარო: facebook.com/GeorgianRugby
რაგბი ევროპა | საქართველო Vs. რუსეთი – ყველაფერი პრინციპული მატჩის შესახებ
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება. “ბორჯღალოსნებისა” და “დათვების” დაპირისპირება 27 თებერვალს, “დინამო არენაზე”, 18:00 საათზე გაიმართება. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 27 თებერვალს 250-ე ტესტ-მატჩს გამართავს. აღსანიშნავია, რომ “ბორჯღალოსნებს” “დათვებთან” ზედიზედ 24 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ. 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, რუსეთის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების […]