7-კაცა | ორი მოსამზადებელი ტურნირი საფრანგეთში
საქართველოს 7-კაცა ნაკრები, ზაფხულში გასამართ ოფიციალურ ჩემპიონატამდე საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც ორ მოსამზადებელ ტურნირს ითამაშებს. გუნდი პარიზში 15 მაისს გაფრინდა, სადაც 17-18-ში პარიზის „ცენტრალ 7“-ს ითამაშებს, რის შემდეგაც ტურში გადაინაცვლებს და 26-28 მაისს ტურის 7-კაცაში მოსინჯავს ძალებს. საფრანგეთში გუნდი 13 მოთამაშით გაემგზავრა. პარიზის ტურნირის შემდეგ, 23 მაისს მათ ‘შავი ლომიდან’ ლაშა ლომიძე და სოსო მათიაშვილი შეუერთდება. […]
“ოცნება ასრულდა” – ნიკა ამაშუკელი
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, საუკეთესო ქართველი არბიტრი – ნიკა ამაშუკელი, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე იმსაჯებს. მსოფლიო რაგბის ოფიციალურ ვებგვერდზე იმ არბიტრების ვინაობა დასახელდა, რომლებიც მსოფლიო პირველობას გაუძღვებიან. აღსანიშნავია, რომ ამაშუკელი არის Tier 2 ქვეყნის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელიც მსოფლიო თასზე იმუშავებს. ქართველი არბიტრი უმაღლეს დონეზე სულ უფრო ცნობადი სახე ხდება და მისი მზარდი რეპუტაცია სრულიად […]
ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | ‘ლელომ’ ჯგუფურ ეტაპზე ვადამდე იპირველა
ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის რეგულარულ სეზონში ‘ლელომ’ პირველი ადგილი დასკვნით ტურამდე დაიბევა. პაატა მაისურაძის ბიჭებმა მე-11 გამარჯვება მოიპოვეს, რომელთა შორის 9 მატჩი პრემიალური ქულით მოიგეს და მის მიერ ძლეულ ‘ხვამლს’ 14 ქულით დაშორდნენ. წარმატებული თამაშის შემდეგ ‘ბათუმმა’ და ‘აიამ’ მუხიანელებთან ცხრილში ჩამორჩენა შესაბამისად 1 და 2 ქულამდე შეამცირეს. ‘აკადემია’ ჯგუფურ ეტაპს მეხუთე პოზიციაზე ასრულებს. […]
რეგიონული ლიგა | ფინალში იმერლები და კოლხები ითამაშებენ
რეგიონული ლიგის ფინალში ერთმანეთს წყალტუბოს ‘დინოზავრი’ და ფოთის ‘კოლხი რაინდები’ დაუპირისპირდებიან. მატჩი ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება, რომლის ლოკაცია და ზუსტი თარიღი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ჯგუფურ ეტაპზე იმერლებმა კოლხებს ორივე შეხვედრა დამაჯერებლად (შინ-24:7, სტუმრად-26:0) მოუგეს. ფინალში გამარჯვებული გუნდი მომავალ სეზონში პირველ ლიგაში იასპარეზებს, დამარცხებული კი კლასში ანაცვლებას, პირველი ლიგის ბოლოსწინა ადგილოსან თეთრიწყაროს ‘იუნკერებთან’ 2-მატჩა […]
ბაჩო ხურციძე მსოფლიო რაგბის კონსულტანტი გახდა
ბაჩო ხურციძე მსოფლიო რაგბის კონსულტანტი გახდა. ის მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა. ეს მსოფლიო რაგბის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ასეთ მაღალ პოზიციაზე ქართველი იმუშავებს და ევროპაში – საქართველოს, ჰოლანდიას, ესპანეთს, პორტუგალიას, რუმინეთს და ბელგიას – მაღალი მიღწევების მიმართულებით გაუწევს კონსულტაციას, რათა მათი განვითარებამსოფლიო რაგბის სტანდარტების შესაბამისად მოხდეს. ბაჩო ხურციძე საქართველოს რაგბის კავშირში 2008 – 2022 წლების […]
ნატა კურტანიძე | მსოფლიო რაგბის პირველი ქართველი სტიპენდიანტი
საქართველოს რაგბის კავშირის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელის მოადგილე, ნატა კურტანიძე პირველი ქართველი ქალია, რომელიც მსოფლიო რაგბისა და Capgemini-ს სტიპენდიანტი გახდა. მსოფლიო რაგბისა და Capgemini-ს პროგრამა 2018 წელს დაიწყო და მისი მიზანი ქალი-ლიდერების წარმოჩენა და განვითარებაა. ის მათ ეხმარება პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში, საკუთარი პოტენციალის სრულად წარმოჩინებაში, რის შემდეგაც სულ უფრო მეტი ქალი უნდა გამოჩნდეს საკვანძო პოზიციებზე. […]
7-კაცა და 7-ქალა | ორ-ორი ეტაპი ევროპაში
რაგბი ევროპამ 7-კაცა და 7-ქალა რაგბში 2023 წლის ჩემპიონატის, ალაფისა და კონფერენც დივიზიონის მასპინძელი ქალაქები და ეტაპების ვადები განსაზღვრა. 7-კაცა ჩემპიონატი ორ ეტაპად გაიმართება. პირველ ეტაპს 9-11 ივნისს ალგარვე (პორტუგალია), ხოლო მეორეს ჰამბურგი (გერმანია) 7-9 ივლისს უმასპინძლებს. კაცთა ჩემპიონატში ტრადიციულად 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას: ესპანეთი, საფრანგეთი, ირლანდია, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, იტალია, პორტუგალია, გერმანია საქართველო, რუმინეთი, […]
შავი ლომი | ბუენოს აირესში არგენტინულ ‘პამპასთან’
პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზი ‘შავი ლომი’, სამხრეთ ამერიკული ტურნეს ფარგლებში თავის მესამე თამაშს საქართველოს დროით 21 აპრილს, 22:00 საათზე ბუენოს აირესში, ადგილობრივ ‘პამპასთან’ გამართავს. ეს ერთადერთი თამაშია, რომელსაც ‘შავი ლომი’ ურუგვაის ფარგლებს გარეთ ჩაატარებს. გუნდი მონტევიდეოდან არგენტინაში გემით გადავიდა და მასპინძლებს „დეპორტივა ფრანცესას“ სტადიონზე ერკინება. სამი თასი ხუთ წელიწადში ჩვენი მომავალი მეტოქე, არგენტინული ფრენჩაიზი 2010 […]
გამგეობამ და სპორტულმა კომიტეტმა ბორჯღალოსნების ანგარიში მოისმინა
საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის წევრები პარასკევს ბორჯღალოსნების მწვრთნელებს შეხვდნენ და გასული ერთი წლის ანგარიში მოისმინეს. რადგან გამგეობის სხდომა სრულად დაეთმო მაღალ სპორტულ მიღწევებს, მას რაგბის კავშირის ხელმძღვანელობისა და გამგეობის წევრების გარდა მაღალი მიღწევების კომიტეტის ხელმძღვანელი რიჩი დიქსონი, ამავე კომიტეტის წევრი და მსოფლიო რაგბის კონსულტანტი საქართველოში ბაჩო ხურციძე, ასევე რაგბის კავშირის განვითარების დირექტორი რამა ჩანდი ესწრებოდნენ. […]
მაისაშვილი და ამაშუკელი მსოფლიო რაგბის სამუშაო შეხვედრაზე
ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი და საქართველოს საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი, ორი დღის განმავლობაში მსოფლიო რაგბის მწვრთნელთა და მსაჯთა სამუშაო შეხვედრაზე იმყოფებოდნენ. მსოფლიო თასის ყველა მონაწილე გუნდის მთავარი მწვრთნელი და ელიტური პანელის მსაჯები ლონდონში შეიკრიბნენ. ახალი წამოწყების ინიციატორი მსოფლიო რაგბის მსაჯთა ხელმძღვანელი ჟოელ ჟუშია. მისი მიზანია, რომ თამაში უფრო სანახაობრივი გახდეს და მსაჯებს ნაკლებად მოუწიოთ […]
რეგიონული ლიგა | პლეი ოფის მონაწილენი დასავლეთშიც გაირკვა
რეგიონული ლიგის რეგულარულ სეზონში გასარკვევი მხოლოდ აღმოსავლეთისა და დასავლეთის გამარჯვებულთა ვინაობა რჩება. მართალია, დასავლეთში ‘დინოზავრსა’ და ‘კოლხი რაინდებს’ ჯგუფური ეტაპის დამთავრებამდე 3-3 შეხვედრა რჩებათ ჩასატარებელი, თუმცა იმერლებიც და კოლხებიც მდევართათვის განვლილი ტურის შემდეგ მიუწვდომელნი ოფიციალურად შეიქნენ. პირველობაზე ყველა შეხვედრის ბონუსით მომგები და ცხრილის სათავეში მყოფი წყალტუბოელები ფოთელებს კვლავ 5 ქულით უსწრებენ და დასავლეთის გამარჯვებული დიდი […]
ბორჯღალოსნების მზადება რაგბი ევროპის ფინალისთვის | VIDEO
პირველად რაგბი ევროპის ჩემპიონატის (და მისი წინამორბედი ევროპის ერთა თასის) 23-წლიან ისტორიაში, გამარჯვებულის გამოსავლენად ფინალური შეხვედრა გაიმართება. 19 მარტს, პორტუგალიის საზღვართან მდებარე ესპანურ ქალაქ ბადახოსში ბორჯღალოსნები პორტუგალიას ერკინებიან. თამაში საქართველოს დროით 23 საათზე დაიწყება და გამარჯვების შემთხვევაში ბორჯღალოსნები მე-15-ედ შემართავენ თასს. სიმბოლურია, რომ საქართველოს ტურნირზე აქამდე ჩატარებული 117 თამაშიდან 99 აქვს მოგებული და ფინალში გამარჯვება […]