ქართული ფრენჩაიზი სამხრეთ აფრიკულ ტურნირზე იასპარეზებს
ქართული რაგბის გულშემატკივართა ოცნება ახდა და პირველი ქართული ფრენჩაიზი “შავი ლომი” ვიხილეთ, რომელიც რაგბი ევროპის მიერ ორგანიზებულ ტურნირზე წარმატებით ასპარეზობს. “რაგბი ევროპის სუპერთასსზე”, ქართულმა ფრენჩაიზმა ქვეჯგუფში გამართული ორივე შეხვედრა მოიგო და ტურნირის ფავორიტთა შორისაა. ქართული რაგბის გულშემატკივრისათვის მორიგი სასიხარულო სიახლე გავრცელდა. სამხრეთ აფრიკული მედია საშუალებების მტკიცებით, ქართული ფრენჩაიზი “ქარი ქაფის” პირველ დივიზიონში იასპარეზებს. წყაროს მტკიცებით, […]
ქარი ქაფზე შავი ლომის მეტოქეები ცნობილია
პირველი ქართული ფრენჩაიზი – “შავი ლომი” “ქარი ქაფის” პირველ დივიზიონში იასპარეზებს. ტურნირი 2022 წლის 26 მარტს დაიწყება. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, “ქარი ქაფის” პირველ დივიზიონში, ქართულ ფრენჩაიზთან ერთად სამხრეთ აფრიკული და სამხრეთ ამერიკული (არგენტინა, ჩილე, ურუგვაი, პარაგვაი) კლუბები იასპარეზებდნენ, თუცმა უკანასკნელი ცნობების თანახმად, “შავი ლომი” მხოლოდ აფრიკულ კლუბებს დაუპირისპირდება. rugger.info-ს მტკიცებით, “შავი ლომის” მეტოქეები ზიმბაბვეს, ნამიბიისა […]
ქარის თასი | შავი ლომი დაუმარცხებელი გრიფონსის წინააღმდეგ
ხვალ ვილკომში, საქართველოს დროით 17 საათზე “შავი ლომი” ქარის თასის ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდ “გრიფონსს” ეთამაშება. მოცემულობა შესაძლოა სხვაგვარი ყოფილიყო, მაგრამ რაგბი ევროპის სუპერ თასის ნახევარფინალსა და ფინალში თამაშის გამო, “შავი ლომი” აპრილის მიწურულს სამხრეთ აფრიკაში ვერ ჩავიდა და მეტოქეს მოგება ჩაეთვალა. ნებისმიერ შემთხვევაში “გრიფონსი” ტურნირის უძლიერესი გუნდია. მან 8-იდან 7 თამაში ბონუსით მოიგო და 4 […]
შავი ლომი – მონატრებულ გულშემატკივრებთან ერთად
“შავმა ლომმა” “ლოკომოტივ-პენზასთან” 4 დეკემბერს გასამართი მატჩის წინ ღია ვარჯიში გამართა. რაგბი ევროპის სუპერ თასის მეხუთე ტურის შეხვედრა “ავჭალაზე” 16 საათზე დაიწყება. მნიშვნელოვანია, რომ კოვიდ-პანდემიით გამოწვეული თითქმის ერთწლიანი შესვენების შემდეგ, თამაშს გულშემატკივარიც დაესწრება. კოვიდ-რეგულაციების გამო, ტრიბუნებზე მაყურებელთა მხოლოდ მესამედი (დაახლოებით 2000) დაიშვება, ბილეთები კი ონლაინ იყიდება. “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მატჩს გულშემატკივარი დაესწრება. მაყურებელი ალამაზებს, უფრო […]
შავი ლომი 41:9 იბერიანსი | დიდი უპირატესობით სუპერ თასის ფინალში!
‘შავმა ლომმა’ რაგბი ევროპის სუპერ თასის ნახევარფინალში ესპანური ‘იბერიანსი’ დიდი უპირატესობით, 41:9 დაამარცხა და ტიტულს ფინალში, პორტუგალიურ ‘ლუზიტანუშთან’, ან ისრაელის ‘თელავივ ჰითთან’ დაიცავს. სუპერ თასის პირველი გათამაშების ნახევარფინალშიც ქართული ფრენჩაიზი ესპანურ გუნდს დაუხვდა და მაშინ, უხვქულიან შეხვედრაში 43:40 დაამარცხა. ‘შავმა ლომმა’ ამჯერად 6 ლელო გაიტანა და 41 ქულა მოაგროვა, საკუთარი ლელო კი ხელუხლებლად დაიცვა და […]
შავი ლომი | 30-კაციანი რაზმით ისრაელსა და რუმინეთში
სამკვირიანი შესვენების შემდეგ, რაგბი ევროპის საკლუბო ტურნირის, სუპერ თასის ჯგუფური ეტაპის მეორე წრე ამ უქმეებზე დაიწყება. აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციის 4-4 გუნდი, მიჯრით სამი კვირა ითამაშებენ და ნახევარფინალისტების ვინაობას გაარკვევენ. საქართველოს ჩემპიონი ‘ბათუმი’ 15 ოქტომბერს, 14:30 საათზე რუმინულ ‘ვულვზს’ მასპინძლობს, ხოლო 22-ში ‘ჰითს’ ისრაელში ეთამაშება. თასის მფლობელს და აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერ ‘შავ ლომს’ ორკვირიანი ტურნე […]
შავი ლომი | ბუენოს აირესში არგენტინულ ‘პამპასთან’
პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზი ‘შავი ლომი’, სამხრეთ ამერიკული ტურნეს ფარგლებში თავის მესამე თამაშს საქართველოს დროით 21 აპრილს, 22:00 საათზე ბუენოს აირესში, ადგილობრივ ‘პამპასთან’ გამართავს. ეს ერთადერთი თამაშია, რომელსაც ‘შავი ლომი’ ურუგვაის ფარგლებს გარეთ ჩაატარებს. გუნდი მონტევიდეოდან არგენტინაში გემით გადავიდა და მასპინძლებს „დეპორტივა ფრანცესას“ სტადიონზე ერკინება. სამი თასი ხუთ წელიწადში ჩვენი მომავალი მეტოქე, არგენტინული ფრენჩაიზი 2010 […]
შავი ლომი | ბუქარესტიდან ფლეი ოფში
‘შავმა ლომმა’ რაგბი ევროპის სუპერ თასის ბოლოსწინა ტურში, ბუქარესტში რუმინული ‘ვულვზი’ ბონუსით – 49:6 დაამარცხა და ფლეი ოფის საგზური ვადაზე ადრე მოიპოვა. 5 ტურის შემდეგ ქართულ ფრენჩაიზს 18 საცხრილო ქულა დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზეა. 29 ოქტომბერს ის ‘ბათუმს’ ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში ნახევარფინალურ მატჩს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს. განვლილ შეხვედრაში სტუმრები სრულ სათამაშო უპირატესობას […]
შავი ლომი | დანიშნულების ადგილი პენზა
პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი “შავი ლომი” პირველი გასვლითი მატჩისთვის “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე ემზადება. გუნდი პენზაში (რუსეთი) ხვალ დილით მიფრინავს და “ლოკომოტივს” 23 ოქტომბერს, საქართველოს დროით 13:30 საათზე ეთამაშება. მეტოქემ სექტემბერში “ენისეისთან” ორი მატჩი გამართა და ორივე ბონუსით დათმო – 6:22 კრასნოიარსკში და 21:44 პენზაში. “შავმა ლომმა” პირველი ტურის გადადებულ მატჩში “თელავივი ჰითს” 16 ოქტომბერს, “ავჭალაზე” […]
შავი ლომის, პროფესიული ფრენჩაიზის აუცილებლობა
სუპერ თასის დასრულების შემდეგ და ქარის თასზე “შავი ლომის” თამაშების განახლებამდე, გთავაზობთ სპეციალისტის, რაგბის კავშირის სასწავლო ცენტრის დირექტორის, მსოფლიო რაგბისა და რაგბი ევროპის ტრეინერის, გიორგი ჭუმბურიძის ანალიტიკურ სტატიას, პროფესიული ფრენჩაიზის აუცილებლობის შესახებ: დასრულდა “რაგბი ევროპის” სუპერთასის პირველი გათამაშება. ჩვენდა სასიხარულოდ ამ ტურნირის პირველი გამარჯვებული ქართული ფრენჩაიზი, “შავი ლომი” გახდა. ამ გამარჯვებით ნაწილობრივ მაინც გაეცა პასუხი […]
შეხვედრა მსოფლიო რაგბის მაღალი დონის დელეგაციასთან
მნიშვნელოვანი და სასაგებლო სამუშაო შეხვედრა შედგა დღეს, თბილისში. რაგბის კავშირმა მსოფლიო რაგბის მაღალი მიღწევების მიმართულების ხელმძღვანელს პიტერ ჰორნს (ავსტრალია) და საშეჯიბრებო მიმართულებების ხელმძღვანელს ნაიჯელ კასს (ახალი ზელანდია) უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრას გამგეობის თავმჯდომარე დავით კაჭარავა, აღმასრულებელი დირექრტორი თორნიკე გოგებაშვილი, საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენელი მსოფლიო რაგბის საბჭოში გიორგი ნიჟარაძე და კავშირის მენეჯმენტის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე სტუმრებმა […]
შოთა თევზაძე – ერთი საფეხურით მაღლა
ქართველ რეფერის შოთა თევზაძეს კარიერაში საინტერესო პერიოდი უდგას – 12 დეკემბერს მას კასტრში ჩემპიონთა თასზე დებიუტი ჰქონდა, 15-ში კი “ავჭალაში”, რაგბი ევროპის სუპერ თასის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრას განსჯის. წელს ჩემპიონთა თასზე ქართველი მსაჯების დებიუტი შედგა. ფრანგული “კასტრისა” და ინგლისური “ჰარლიქუინსის” დაპირისპირებაში რეფერი ნიკა ამაშუკელი იყო, შოთა თევზაძე კი კიდიდან ეხმარებოდა. საგულისხმოა, რომ საბა აბულაშვილი მეორე […]