7-კაცას მეორე დონის საერთაშორისო ონლაინ კურსი
“მსოფლიო რაგბი” და “რაგბი ევროპა” ამა წლის 17-19 მაისს ატარებს 7 კაცას მეორე დონის საერთაშორისო ონლაინ კურსს. კურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მწვრთნელებს, რომლებსაც გავლილი აქვთ 7 კაცას პირველი დონე, იციან ინგლისური ან ფრანგული ენები და აქვთ: მზაობა რაგბისათვის (Rugby ready), სამწვრთნელო საქმის შესავალი (Introduction to coaching), ძირითადი ფაქტორების ანალიზი (Key factor analysis), ფუნქციონალური როლების ანალიზი […]
7-ქალა | ელიტაში! – ჯერჯერობით მხოლოდ მსაჯით
ნინო ელოშვილი პირველი ქართველი ქალბატონია, რომლისთვისაც 7-ქალას რაგბი ევროპის ჩემპიონატის კარი გაიხსნა. ის ჩემპიონატის პირველ, ალგარვეს ეტაპზეა მიწვეული. 36 წლის რეფერი, რომელიც 8 წლის განმავლობაში იცავდა საქართველოს 7-ქალას სახელს, 2014 წელს მიზანთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა მაშინ გოგონებმა „ალაფაზე“ მე-4 ადგილი დაიკავეს და ევროპულ ელიტამდე ორი ნაბიჯი დააკლდათ. ჯერჯერობით ეს არის საუკეთესო შედეგი, რისთვისაც საქართველოს […]
7-ქალა | ტრადიციულად პარიზისა და ტურის ტურნირზე
საქართველოს 7-ქალა ნაკრები დღეს გამთენიისას საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც რაგბი ევროპის „ალაფის“ ოფიციალურ თამაშებამდე, ორ მოსამზადებელ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. პარიზის „ცენტრალ 7“ 17-18 მაისს გაიმართება, რის შემდეგაც გოგონები საფრანგეთში დარჩებიან და 26-28 მაისს ტურის 7-ქალას ითამაშებენ. შეგახსენებთ, რომ წელს ამ ორივე ტურნირში 7-ქალას გარდა ჩვენი 7-კაცაც ითამაშებს. „ტრადიციულად, პარიზის „ცენტრალ 7“-ზე ძლიერი გუნდები იყრიან თავს. აქ […]
Macron საქართველოს რაგბის კავშირის სპონსორი გახდა
საქართველოს რაგბის კავშირსა და ეკიპირების მწარმოებელ ფირმა Macron-ს შორის სასპონსორო ხელშეკრულება გაფორმდა. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, Macron-ი საქართველოს რაგბის კავშირის ახალი სპონსორია. Macron-თან გაფორმებული სასპონსორო ხელშეკრულების დეტალები, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
Rugby World Georgia – საქართველოში გამოვა
საქართველოს რაგბის კავშირსა და ბრიტანულ მედია-გიგანტ Future plc-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. ინგლისი რაგბის სამშობლოა. აქ გაგორდა პირველად ოვალური ბურთი. ეს ქვეყანა მსოფლიოს ლიდერთა შორისაა პოლიტიკური, კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ლონდონი მსოფლიოს ფინანსური დედაქალაქიცაა. ამიტომ, ცხადია, საქართველოს რაგბის კავშირისთვის, ამ ქვეყანასთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობა პრიორიტეტულია. ასევე დიდი პატივია ისეთი დონის გიგანტ კომპანიასთან თანამშრომლობა, […]
U 15 | ლელო საქართველოს ჩემპიონია!
15-16 მაისს “ხვამლი არენაზე” საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპი გაიმართა 15-წლამდე მორაგბეთა შორის 12-კაცა რაგბში. დასავლეთ საქართველოდან თბილისში 5 გუნდი ჩამოვიდა – ქუთაისიდან “აია” და “არესი”, აჭარიდან “ბათუმი”, სამეგრელოდან “ფოთი” და “გურია”. შედეგად, აღმოსავლეთ საქართველოდან 11 გუნდი წარსდგა: 8 თბილისური – “ლელო”, “ხვამლი”, “აკადემია”, “ლოკომოტივი”, ‘ყოჩები”, “ხულიგანა”, “არმაზი” და “წიქარა”, რომელიც ტურნირში იმის გამო მოხვდა, რომ […]
U15 | აღმოსავლეთში დასკვნით ტურნირზე გამსვლელები გაირკვა
გასულ შაბათ-კვირას “რაგბი ჭალამ” 15-წლამდე მორაგბეთა საქართველოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს უმასპინძლა აღმოსავლეთ ზონაში. 12-კაცა რაგბში დასკვნითი ტურნირი 15-16 მაისს გაიმართება. მასში აღმოსავლეთიდან 10 და დასავლეთიდან 6 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. აღმოსავლეთ საქართველოში შესარჩევი ტურნირი უკვე გაიმართა და ერთი ჯგუფი “ლელომ”, ხოლო მეორე “ხვამლმა” მოიგო. დასკვნით ტურნირზე თბილისიდან ითამაშებენ (7 გუნდი): “ლელო”, “ხვამლი”, “აკადემია”, “ლოკომოტივი”, “ყოჩები”, “ხულიგანა” […]
U18 | 12 ლელო ჩეხეთთან
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა დებიუტანტ ჩეხეთს 12 უპასუხო ლელო გაუტანეს და იოლად, 76:0 დაამარცხეს. ამ გამარჯვებით მათ ევროპის ჩემპიონის ტიტულის დაცვისკენ პირველი ნაბიჯი გადადგეს და ნახევარფინალში ბელგიას შეხვდებიან, რომელმაც თავის მხრივ ტურნირის მასპინძელი რუსეთი 21:10 დაამარცხა. ჩვენმა 18-წლამდელებმა ჩეხეთთან ანგარიში პირველსავე წუთზე გახსნეს. მეტოქე მოლში არ შემოვიდა და ლელო ნიკოლოზ ბაბუნაშვილმა გაიტანა. მე-5 წუთზე ნიკოლოზ კინწურაშვილმა ხაზი […]
U18 | მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის
უმცროსი ბორჯღალოსნების გაფართოებული, 43-კაციანი შემადგენლობა, მარტყოფის ბაზაზე ორკვირიან შეკრებაზე შევიდა. გუნდი კალინინგრადში 2-9 ოქტომბერს გასამართი 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც კოვიდ-პანდემიით გამოწვეული ერთწლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. შეგახსენებთ, 8-გუნდიანი ტურნირი ფლეი-ოფის სისტემით იმართება და ბოლო ორი ტურნირის გამარჯვებული საქართველო გახდა – 2018 წელს ფინალში საფრანგეთის 8:3 და 2019 წელს ესპანეთის 20:10 დამარცხებით. ახალი სამწვრთნელო შტაბით 18-წლამდელები […]
U18 | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის
უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, ორკვირიანი შეკრების შემდეგ ის 26 მოთამაშე შეარჩია, რომლებიც 2-9 ოქტომბერს კალინინგრადში ევროპის ჩემპიონის ტიტულის შესანარჩუნებლად იბრძოლებენ. გაფართოებულმა, 43-კაციანმა ჯგუფმა შეკრება მარტყოფის ბაზაზე გაიარა და ‘იუნკერების’ ესპუართა გუნდთან მართვადი თამაშიც გამართა, რითაც უთამაშებლობის ნაწილობრივ კომპენსირება მოხდა. მზადებით კმაყოფილია 18-წლამდელთა მთავარი მწვრთნელი ზურაბ ამონაშვილი, რომლის შეგირდები 1/4-ფინალში ქვედა დივიზიონიდან დაწინაურებულ ჩეხეთს შეხვდებიან, გამარჯვების შემთხვევაში […]
U18 | ხუთი ცვლილება ბელგიის წინააღმდეგ
უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, კალინინგრადში მიმდინარე 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გასამართი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. 3 ოქტომბერს, 1/4-ფინალში საქართველომ ჩეხეთს 76:0 სძლია და ნახევარფინალში ბელგიას 6 ოქტომბერს, საქართველოს დროით 21 საათზე ეთამაშება. თავის მხრივ, ბელგიამ მეოთხედფინალში მასპინძელი რუსეთი 21:10 დაამარცხა. მეტოქის თამაშს უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბიც დაესწრო. შეტევის მწვრთნელი პაატა მაისურაძე ამბობს, რომ ბელგიას ინდივიდუალურად კარგი […]
U18 ევროპის ჩემპიონატი | 12 ლელო ჩეხეთთან
საქართველოში მიმდინარე 2022 წლის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ფავორიტების გამარჯვებებით დაიწყო. საქართველომ, ესპანეთმა და პორტუგალიამ 1/4-ფინალურ ეტაპზე დიდი სხვაობებით გაიმარჯვეს. თასის ნახევარფინალშია ბელგიაც, რომელიც 5 ოქტომბერს უმცროს ბორჯღალოსნებს „რაგბი პლატოზე“, 16:15 საათზე შეხვდება. 1/4-ფინალში ბელგიამ ნიდერლანდები 23:13 დაამარცხა. ეს იყო ყველაზე თანაბარი შეხვედრა ევროპის ჩემპიონატის პირველ სათამაშო დღეს. მანამდე პორტუგალიამ გერმანიას „რაგბი პლატოზე“ 52:3, ხოლო ესპანეთმა […]