საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების გარშემო არსებულ მწვავე დაპირისპირებას კიდევ ერთი ვეტერანი “ბოჯღალოსანი” – გიორგი შკინინი ეხმაურება. შკინინი, რომელსაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კვართი 38 შეხვედრაში აქვს მორგებული და ირლანდიას გასაოცარი ლელო დაუდო, მიიჩნევს, რომ ქართული რაგბის მომავალი სხვების ჩარევის გარეშე უნდა გადაწყდეს. “ქართულ რაგბის ცვლილებები სჭირდება. მე იმ თაობის მორაგბე ვარ და მახსოვს რაგბის […]
7-კაცა | ორი მსაჯი ალაფაზე
პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, ორი ქართველი რეფერი რაგბი ევროპის მიერ ორგანიზებულ რაგბი 7-ის ტურნირს იმსაჯებს. სულხან ჩიხლაძე და ანა პოღოსიანი ივნისში ხორვატიაში ჩავლენ და ზაგრებში გასამართ კაცთა და ქალთა “ალაფას” (19-20 ივნისი) იმსაჯებენ. 7-კაცას რაგბი ევროპის “ალაფაზე” 12 გუნდი ითამაშებს – რუმინეთი, უკრაინა, ბელგია, შვედეთი, ჩეხეთი, ხორვატია, ისრაელი, ლუქსემბურგი, დანია, თურქეთი, უნგრეთი და ლატვია. ჩიხლაძეს […]
20 წ. | უმცროსი ბორჯღალოსნების პირველი გამარჯვება
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ურუგვაისთან 10 დღის წინ განცდილი მარცხისთვის (15:20) რევანში აიღეს და მე-3 ადგილისთვის მატჩში 20:8 გაიმარჯვეს. ეს იყო 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის დასკვნითი, მეოთხე თამაში. ორივე გუნდმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. ურუგვაი დისციპლინაში მოიკოჭლებდა, რის გამოც მოედანზე დაახლოებით 50 წუთით კაცნაკლული დარჩა. საქართველო მეტოქეს ძალისმიერ თამაშში ჯაბნიდა და პირველი გამარჯვებაც მოიპოვა. შეხვედრა მეტოქის შეტევებით დაიწყო […]
18 წ. | ეს ბიჭები არაერთ გამარჯვებას გვაჩუქებენ – იოსებ ტყემალაძე
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ, 18-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონობა მიულოცა და მონიჭებული სიხარულისთვის, თითოეულ მათგანს, აღმზრდელ კლუბებს და ოჯახებს მადლობა გადაუხადა. კალინინგრადში გამართულ ტურნირზე საქართველომ მეოთხედფინალში ჩეხეთი 76:0 დაამარცხა, ნახევარფინალში ბელგიას 37:3 სძლია, ხოლო ფინალში პორტუგალიას 27:0 და თასი ზედიზედ მესამედ შემართა. “მინდა მივესალმო ჩვანს მომავალ თაობას და თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო თავდადებისთვის, თამაშით […]
ბორჯღალოსნები ერთ თვეში იწყებენ
2022 წლის პირველ მატჩამდე ბორჯღალოსნებს ზუსტად ერთი თვე დარჩათ. რაგბი ევროპის ჩემპიონატი, რომელიც ამავდროულად 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა, 5 თებერვალს ორი თამაშით იხსნება – რუმინეთი რუსეთს ბუქარესტში მასპინძლობს, ესპანეთი კი ნიდერლანდებს მადრიდში დაუხვდება. ტურის დასკვნით მატჩში 6 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პორტუგალიას “ავჭალაზე” 15 საათზე მიიღებს და მისი მიჯრით მეათედ დამარცხებით, საფრანგეთისკენ […]
7-კაცა | მსოფლიო სერიის შესარჩევ ტურნირზე ჩილეში
საქართველოს 7-კაცა 12-14 აგვისტოს მსოფლიო სერიის შესარჩევ ტურნირში ითამაშებს, რომელსაც ჩილე, სანტიაგო უმასპინძლებს. თამაშები „სანტა ლაურას“ სტადიონზე გაიმართება. მსოფლიო სერიის საგზურისთვის მსოფლიოს ექვსივე რეგიონის 12 გუნდი იბრძოლებს, რომლებიც სამ 4-გუნდიან ჯგუფში არიან განაწილებული. თითოეული ჯგუფის ორ-ორი მოწინავე და ორიც საუკეთესო მეორეადგილოსანი თასის მეოთხედფინალში გადის. ჩილეში ყველა ადგილი გათამაშდება, თუმცა სანუკვარ საგზურს მხოლოდ გამარჯვებული მიიღებს. საქართველო […]
დიდი 10 | 2022/2023 წლების სეზონის ფინალი „ავჭალაზე“ გაიმართება
საქართველოს რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, 2022/2023 წლების დიდი 10-ის ფინალი „ავჭალის“ რაგბის სტადიონზე გაიმართება. დიდი 10-ის მიმდინარე სეზონის მეორე წრე ხვალ, ბათუმში დაიწყება. რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ, 6 მოწინავე ფლეი ოფში გავა და ის ოთხ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე მესამეადგილოსანი მეექვსეს, ხოლო მეოთხეადგილოსანი მეხუთეს მასპინძლობს, ორი მოწინავე კი ისვენებს. მეორე წრეში პირველ ეტაპზე გამარჯვებული გუნდები წინასწარი […]
7-კაცა და 7-ქალა | ორ-ორი ეტაპი ევროპაში
რაგბი ევროპამ 7-კაცა და 7-ქალა რაგბში 2023 წლის ჩემპიონატის, ალაფისა და კონფერენც დივიზიონის მასპინძელი ქალაქები და ეტაპების ვადები განსაზღვრა. 7-კაცა ჩემპიონატი ორ ეტაპად გაიმართება. პირველ ეტაპს 9-11 ივნისს ალგარვე (პორტუგალია), ხოლო მეორეს ჰამბურგი (გერმანია) 7-9 ივლისს უმასპინძლებს. კაცთა ჩემპიონატში ტრადიციულად 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას: ესპანეთი, საფრანგეთი, ირლანდია, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, იტალია, პორტუგალია, გერმანია საქართველო, რუმინეთი, […]
მსოფლიო რაგბის და რაგბი ევროპის მოლოცვა
მსოფლიო რაგბმა და რაგბი ევროპამ იოსებ ტყემალაძეს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს და ქართულ რაგბს წარმატებები უსურვეს: „ბატონო იოსებ, გილოცავთ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩევას. მივესალმები ყველა თვენს განზრახვას საქართველოს რაგბის კავშირის ეფექტური მმართველობის უზრუნველყოფის კუთხით, რომელიც თქვენ დააფიქსირეთ! მსოფლიო რაგბი მხარს დაგიჭერთ ამ წამოწყებაში! გვსურს, რომ უახლოეს დროში დავგეგმოთ შეხვედრა თქვენთან და გუნდთან, […]
საქართველო – ნიდერლანდები | ბილეთების გაყიდვა დაიწყო
ამსტერდამიდან თელავში! 26 ივნისს, ბორჯღალოსნები თელავში, “კავკასიონი არენაზე” ნიდერლანდებს დაუხვდებიან და ზაფხულის სანაკრებო სეზონს მათთან შეხვედრით გახსნიან. ესაა 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩი, რის შემდეგაც საქართველო მე-13-ედ ჩაიბარებს მთავარ ჯილდოს. ბილლეთები მატჩის ბილეთების ნახევარი გაიყიდება დღეიდან ონლაინ: WWW.TKT.GE/RUGBY ხოლო ბილეთების მეორე ნაწილი გაიყიდება თელავში (ფიზიკურ სალაროში). თელავში ბილეთების გაყიდვის დაწყების თარიღს უახლოეს დღეებში შეგატყობინებთ. […]
ახალი მოედნები 45 ლოკაციაზე
რაგბის კავშირის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით, ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის 100-მდე მოედანი მოეწყობა. საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა – იოსებ ტყემალაძემ აღნიშნა, რომ ამ საშვილიშვილო საქმეში ბიზნეს სექტორი, სპორტულ ორგანიზაციები და ყველა უნდა გაერთიანდნენ. “რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩევის დღიდან, გუნდთან ერთად რაგბის განვითარების გეგმის შემუშავებაზე დავიწყეთ ზრუნვა, რომლის განუყოფელი ნაწილიცაა, რომ ყველა მუნიციპალიტეტში იყოს […]
ირაკლი ჭყონია – ნოემბრის ტესტებს იდეალურ ფიზიკურ ფორმაში ვხვდებით
რაგბის კავშირის ფიზმომზადების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ჭყონია ამბობს, რომ “შავი ლომის” შექმნამ მწვრთნელებს ნაკრების კანდიდატებთან ხანგრძლივად მუშაობის საშუალება მისცა, რაც გუნდის ფიზიკურ და ტექნიკურ მომზადებაზე დადებითად აისახა. ის ასევე ბედნიერია, რომ ლეგიონერთა უმრავლესობა მიმდინარე სეზონში ტოპ 14-სა და პრო დე2-ში რეგულარულად ვარჯიშობს: “დიდი 10-ის კლუბებში გაფანტული ნაკრების კანდიდატების ‘შავ ლომში’ თავმოყრამ ძალიან კარგი შედეგი მოგვცა. […]