სუპერ თასი | თელავივი ქართულ გუნდებს არ სწყალობს
რაგბი ევროპის სუპერ თასის ბოლოსწინა ტურში, ‘ჰითმა’ ‘ბათუმს’ თელავივში 25:8 სძლია და საქართველოს ჩემპიონს მეორე ადგილზე აღზევების შესაძლებლობა არ მისცა. ისევე, როგორც ერთი კვირის წინ ‘შავ ლომსა’ და ‘ჰითს’ შორის, ისრაელში გამართული შეხვედრა არასანახაობრივი გამოდგა. ორივე გუნდი მრავლად უშვებდა შეცდომებს და ხშირი იყო გაჩერებები, შერკინება კი პირველივე ცდაზე ფაქტობრივად ვერცერთხელ ვერ მოეწყო. მთლიანობაში, მასპინძლები ბურთს […]
სკოლებში რაგბის გაკვეთილები 1 ნოემბრიდან იწყება
საქართველოს 11 რეგიონის 150 სკოლაში რაგბის გაკვეთილები 1 ნოემბრიდან ჩატარდება. 60 ინსტრუქტორი და 300 გადამზადებული მასწავლებელი გაკვეთილებს ჯამში 15 000 გოგონასა და ბიჭს ჩაუტარებს. უკონტაქტო და სრულიად უსაფრთხო ვარჯიშები მსოფლიო რაგბის პროექტის – „ჩაერთე რაგბიში“-ს მიხედვით ჩატარდება. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, განათლების და მეცნიერების სამინისტროს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუსა“ და საქართველოს რაგბის კავშირს შორის […]
ნინო ელოშვილის ახალი გამოწვევა
ნინო ელოშვილი პირველი ქართველი ქალი მსაჯია, რომელმაც საერთაშორისო ასპარეზზე ჯერ 15-კაცა რაგბი იმსაჯა, ახლა კი 15-ქალას თამაშზე მთავარი მსაჯი იქნება. ბოლო წლებში ქართველ ქალ მსაჯებს – ანა პოღოსიანს და ნინო ელოშვილს რაგბი ევროპა რეგულარულად იწვევდა 7-ქალა ტურნირების სამსაჯოდ და მათ ფინალურ შეხვედრებსაც ანდობდა, რაგბი XV კი მათი განვითარების ახალი ეტაპია. ელოშვილმა მსაჯობა 2009 წელს, მორაგბის […]
‘შავ ლომს’ თელავივში ფეხი დაუცდა
რაგბი ევროპის სუპერ თასის მეოთხე ტურში, სამხრეთ აფრიკელი და ფიჯელი მორაგბეებით დაკომპლექტებულმა ‘ჰითმა’ ‘შავ ლომს’ თელავივში 24:18 სძლია. ისრაელის გუნდი ქართული ფრენჩაიზისთვის კერკეტ კაკალად იქცა. მეტოქემ გამარჯვება არც პირველ წრეში, ქუთაისში დაგვანება (25:25), განმეორებით შეხვედრაში კი სულაც ნუგეშ-ქულას დაგვაჯერა. თამაში ხისტი გამოდგა. ხშირი იყო ტრავმები და გუნდებს ტონუსში შესვლა გაუჭირდათ. გარდა ამისა, ორივე გუნდი უშვებდა […]
სუპერ თასი | ‘ბათუმმა’ ფლეი ოფისკენ გაიწია
რაგბი ევროპის სუპერ თასზე ‘ბათუმმა’ ზედიზედ მეორე საშინაო შეხვედრა მოიგო. 3 კვირის წინ ისრაელის ‘ჰითის’ 19:11 ძლევის შემდეგ, ზღვისპირელებმა რუმინული ‘ვულვზი’ 23:3 დაამაცხეს და სამი უპასუხო ლელოს გატანისთვის ბონუს-ქულაც აიღეს. შედეგად, საქართველოს ჩემპიონს 9 საცხრილო ქულა დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა. ის 3 ქულით ჩამორჩება ლიდერ ‘შავ ლომს’ და ამდენივეთი უსწრებს ‘ჰითს’. ხვალ თელავივში […]
შავი ლომი | 30-კაციანი რაზმით ისრაელსა და რუმინეთში
სამკვირიანი შესვენების შემდეგ, რაგბი ევროპის საკლუბო ტურნირის, სუპერ თასის ჯგუფური ეტაპის მეორე წრე ამ უქმეებზე დაიწყება. აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციის 4-4 გუნდი, მიჯრით სამი კვირა ითამაშებენ და ნახევარფინალისტების ვინაობას გაარკვევენ. საქართველოს ჩემპიონი ‘ბათუმი’ 15 ოქტომბერს, 14:30 საათზე რუმინულ ‘ვულვზს’ მასპინძლობს, ხოლო 22-ში ‘ჰითს’ ისრაელში ეთამაშება. თასის მფლობელს და აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერ ‘შავ ლომს’ ორკვირიანი ტურნე […]
ლეგიონერები | ხუთი ლელო საფრანგეთის მე-6 ტურში
საფრანგეთის ტოპ 14-ისა და პრო დე2-ის მე-6 ტური წარმატებული აღმოჩნდა ქართველი ლეგიონერებისთვის. გასულ კვირაში ოთხმა მათგანმა ჯამში 5 ლელო გაიტანა. ტოპ 14-ის მე-6 ტურში ‘სტად ფრანსემ’ ‘პერპინიანი’ მიიღო, 8 ლელო გაუტანა და ბონუსით დაამარცხა – 52:3. გიორგი მელიქიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-19 წუთამდე დუბლი შეასრულა. მე-10 წუთზე ის რამდენჯერმე მიეძალა მეტოქის დაცვას, ბოლოს კარის […]
ბორჯღალოსნები | ნაცნობი მსაჯები ნოემბერში
2022 წლის ნოემბერში ბორჯღალოსნები სამ ერთმანეთზე მაგარ ტესტ-მატჩს გამართავენ – ორს შინ და ერთს კარდიფში. მსოფლიო რაგბმა მომავალი შეხვედრებისთვის მსაჯთა ბრიგადები დანიშნა. აღსანიშნავია, რომ სამივე მოედნის მსაჯს საქართველოსთან შეხება აქამდეც ჰქონია. 6 ნოემბერს ბორჯღალოსნები ურუგვაის დაუხვდებიან, რომელიც 2023 წლის მსოფლიო თასზე ამერიკა1-ის სტატუსით გავიდა. შეხვედრის მთავარი მსაჯი ახალ ზელანდიელი პოლ ვილიამსია, რომელმაც 2019 წლის მსოფლიო […]
ამაშუკელის ზღაპრული ნოემბერი
ნიკა ამაშუკელს დახუნძლული ნოემბერი ელის. საქართველოს საუკეთესო მსაჯი ნოემბერში ტიერ1 გუნდების სამ ტესტ-მატჩს და მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ერთ შეხვედრას იმსაჯებს. ნოემბრის ტესტები 29 ოქტომბერს ტოკიოში, იაპონიისა და „ოლ ბლექსის“ შეხვედრით იხსნება და თამაშს 28 წლის ქართველი რეფერი განსჯის. მომდევნო კვირაში ის ევროპაში დაბრუნდება და 5 ნოემბერს დუბლინში, ირლანდიისა და სამხრეთ აფრიკის მატჩის მთავარი მსაჯი […]
U18 ევროპის ჩემპიონატი | 12 ლელო ჩეხეთთან
საქართველოში მიმდინარე 2022 წლის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ფავორიტების გამარჯვებებით დაიწყო. საქართველომ, ესპანეთმა და პორტუგალიამ 1/4-ფინალურ ეტაპზე დიდი სხვაობებით გაიმარჯვეს. თასის ნახევარფინალშია ბელგიაც, რომელიც 5 ოქტომბერს უმცროს ბორჯღალოსნებს „რაგბი პლატოზე“, 16:15 საათზე შეხვდება. 1/4-ფინალში ბელგიამ ნიდერლანდები 23:13 დაამარცხა. ეს იყო ყველაზე თანაბარი შეხვედრა ევროპის ჩემპიონატის პირველ სათამაშო დღეს. მანამდე პორტუგალიამ გერმანიას „რაგბი პლატოზე“ 52:3, ხოლო ესპანეთმა […]
ჩაერთე რაგბიში – ოთხმხრივი მემორანდუმი მსოფლიო რაგბის მაღალჩინოსნებთან ერთად
დიდ დიღომში, „ლელო არენაზე“, ქართული რაგბისა და ახალგაზრდობისთვის უმნიშვნელოვანესი დღე იყო. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, განათლების სამინისტროს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუსა“ და საქართველოს რაგბის კავშირს შორის ოთხმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. მსოფლიო რაგბის პროექტი – „ჩაერთე რაგბიში“, ამიერიდან ქართულ სკოლებში ამოქმედდება და ქართულ რაგბის მნიშვნელოვან ბენეფიტებს მოუტანს. აღსანიშნავია, რომ მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდა მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი […]
საქართველოს მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ეწვია | VIDEO
საქართველოს მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი – სერ ბილ ბომონტი და მსოფლიო რაგბის აღამსრულებელი დირექტორი ალან გიპლინი ესტუმრა.