ირაკლი ჭყონია – ნოემბრის ტესტებს იდეალურ ფიზიკურ ფორმაში ვხვდებით
რაგბის კავშირის ფიზმომზადების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ჭყონია ამბობს, რომ “შავი ლომის” შექმნამ მწვრთნელებს ნაკრების კანდიდატებთან ხანგრძლივად მუშაობის საშუალება მისცა, რაც გუნდის ფიზიკურ და ტექნიკურ მომზადებაზე დადებითად აისახა. ის ასევე ბედნიერია, რომ ლეგიონერთა უმრავლესობა მიმდინარე სეზონში ტოპ 14-სა და პრო დე2-ში რეგულარულად ვარჯიშობს: “დიდი 10-ის კლუბებში გაფანტული ნაკრების კანდიდატების ‘შავ ლომში’ თავმოყრამ ძალიან კარგი შედეგი მოგვცა. […]
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ვარჯიში მედიისათვის დაიხურა
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის უპრინციპულესი შეხვედრა, რომელშიც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების რუსეთს უნდა დაუპირისპირდეს შესაძლოა გადაიდოს. “ბორჯღალოსნებისა” და “დათვების” მატჩი, 27 თებერვალს, 18:00 საათზე, “დინამო არენაზე” უნდა გაიმართოს, თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით შესაძლოა მატჩი არ ჩატარდეს. 24 თებერვალს, 17:00 სთ-ზე “რუსთავის სარაგბო სტადიონზე” რუსეთთან მატჩამდე “ბორჯღალოსნები” ღია ვარჯიშს გამართავენ. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, საქართველოს […]
საქართველოს მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ეწვია | VIDEO
საქართველოს მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი – სერ ბილ ბომონტი და მსოფლიო რაგბის აღამსრულებელი დირექტორი ალან გიპლინი ესტუმრა.
პირველი ლიგა | ‘არწივები’ ზამთრის ჩემპიონი დაუმარცხებლად გახდა
პირველობის ლიდერმა ოზურგეთის ‘არწივებმა’ მიმდინარე სეზონის 11-ივე შეხვედრა მოიგო და ზამთრის ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ გურულებმა 53 საცხრილო ქულა დააგროვეს, მხოლოდ 2 შეხვედრაში ვერ მოახერხეს ბონუსის აღება და საშობაო არდადეგების წინ მდევარ ‘არმიასთან’ უპირატესობა 5-ქულამდე გაზარდეს. ‘არმაზი’ და ‘ტაო’ მოწინავე კვარტეტში ქულებით კვლავაც ტოლ-სწორად რჩებიან, თუმცა მესხები უკეთესი პირისპირ ბალანსის ქონის გამო ცხრილში მესამე პოზიციას […]
გიორგი ნიჟარაძე – მივმართავ საქართველოს მასშტაბით ყველა თაობის მორაგბეს
საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა – გიორგი ნიჟარაძემ, მედია საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გამოქვეყნა, რომლითაც საქართველოს მასშტაბით ყველა თაობის მორაგბეს მიმართა. შეგახსენებთ, 6 თებერვალს გავიდა სიუჟეტები, რომელიც ქართულ რაგბში შექმნილ მდგომარეობასა და ნიჟარაძის მიმართ ფინანსურ ბრალდებებს ეხებოდა. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “მივმართავ მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა თაობის მორაგბეს, მათ მწვრთნელებს, სპეციალისტებს, აკადემიებს და სარაგბო […]
მსოფლიო რაგბმა ქართული რაგბის დაფინანსება აღადგინა
საქართველოს რაგბის კავშირისა და მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელობას შორის, ზუმით საქმიანი შეხვედრა გაიმართა და ის კონკრეტული, პოზიტიური შედეგებით დასრულდა. რამდენჯერმე გადადებული რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებისა, მენეჯმენტში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზებისა და გაურკვევლობის გამო, მსოფლიო რაგბს 2020 წლის ნოემბრიდან ქართული რაგბის დაფინანსება შეჩერებული ჰქონდა. ბოლო პერიოდში მხარეებს შორის აქტიურად მიმდინარეობდა საქმიანი კომუნიკაცია. ზემოაღნიშნული შეხვედრა კი დამაგვირგვინებელი იყო, რომლის […]
სამოტივაციო შეხვედრები 7-კაცასთან და ბორჯღალოსნებთან
7-ქალა ნაკრებთან სამოტივაციო შეხვედრის შემდეგ, რაგბის კავშირის ვიცე პრეზიდენტი ნიკა ალავიძე და მოთამაშეთა კეთილდღეობის კოორდინატორი ნონო ანდღულაძე 7-კაცა ნაკრებს “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე ეწვივნენ. გუნდი რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპისთვის ემზადება, რომელიც 26-27 ივნისს მოსკოვში გაიმართება. სტუმრები ნაკრების წევრებს არასპორტული, კორპორატიული სამყაროდან მიღებული იმ უნარების შესახებ ესაუბრნენ, რაც მოთამაშეებს მოედანზეც გამოადგებათ. ალავიძემ მათ გააცნო ის დაგეგმილი […]
ლეგიონერები | გურამ პაპიძის პირველი ლელო ტოპ 14-ში
“ლა როშელის” ბურჯმა გურამ პაპიძემ, ტოპ 14-ის მეოთხე ტურში “ბიარიცს” ლელო გაუტანა. 24 წლის ქართველი “ლა როშელს” ზაფხულში შეუერთდა და ელიტურ დივიზიონში პირველ სეზონს ატარებს. მისი გუნდი მასპინძელი იყო, ორის წილ 9 ლელო გაიტანა და ბონუსიც ჩაიწერა – 59:17. პაპიძე “ლა როშელის” რიგებში 45-ე წუთზე გამოჩნდა, 63-ეზე მოლს მოწყდა და სამ მცველთან ჭიდილში გუნდის მეექვსე […]
შავი ლომი – მონატრებულ გულშემატკივრებთან ერთად
“შავმა ლომმა” “ლოკომოტივ-პენზასთან” 4 დეკემბერს გასამართი მატჩის წინ ღია ვარჯიში გამართა. რაგბი ევროპის სუპერ თასის მეხუთე ტურის შეხვედრა “ავჭალაზე” 16 საათზე დაიწყება. მნიშვნელოვანია, რომ კოვიდ-პანდემიით გამოწვეული თითქმის ერთწლიანი შესვენების შემდეგ, თამაშს გულშემატკივარიც დაესწრება. კოვიდ-რეგულაციების გამო, ტრიბუნებზე მაყურებელთა მხოლოდ მესამედი (დაახლოებით 2000) დაიშვება, ბილეთები კი ონლაინ იყიდება. “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მატჩს გულშემატკივარი დაესწრება. მაყურებელი ალამაზებს, უფრო […]
ქარის თასი | შავი ლომი დაუმარცხებელი გრიფონსის წინააღმდეგ
ხვალ ვილკომში, საქართველოს დროით 17 საათზე “შავი ლომი” ქარის თასის ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდ “გრიფონსს” ეთამაშება. მოცემულობა შესაძლოა სხვაგვარი ყოფილიყო, მაგრამ რაგბი ევროპის სუპერ თასის ნახევარფინალსა და ფინალში თამაშის გამო, “შავი ლომი” აპრილის მიწურულს სამხრეთ აფრიკაში ვერ ჩავიდა და მეტოქეს მოგება ჩაეთვალა. ნებისმიერ შემთხვევაში “გრიფონსი” ტურნირის უძლიერესი გუნდია. მან 8-იდან 7 თამაში ბონუსით მოიგო და 4 […]
სუპერ თასი | თელავივი ქართულ გუნდებს არ სწყალობს
რაგბი ევროპის სუპერ თასის ბოლოსწინა ტურში, ‘ჰითმა’ ‘ბათუმს’ თელავივში 25:8 სძლია და საქართველოს ჩემპიონს მეორე ადგილზე აღზევების შესაძლებლობა არ მისცა. ისევე, როგორც ერთი კვირის წინ ‘შავ ლომსა’ და ‘ჰითს’ შორის, ისრაელში გამართული შეხვედრა არასანახაობრივი გამოდგა. ორივე გუნდი მრავლად უშვებდა შეცდომებს და ხშირი იყო გაჩერებები, შერკინება კი პირველივე ცდაზე ფაქტობრივად ვერცერთხელ ვერ მოეწყო. მთლიანობაში, მასპინძლები ბურთს […]
გიორგი ჭყოიძე: „ეს მხოლოდ ციფრებია“
ბორჯღალოსანთა კვაჭმა გიორგი ჭყოიძემ, 11 თებერვალს ამსტერდამში, ნიდერლანდებს მეორე ტაიმის დასაწყისში, 8 წუთის ინტერვალით ორი ლელო გაუტანა. 52-ე წუთზე ის მოლს დროულად მოწყდა და დუბლი გაიფორმა. ეს მატჩში საქართველოს მე-4 ლელო იყო და მე-500-ე რაგბი ევროპის ჩემპიონატში (და მის წინამორბედ ერთა თასზე), რომელშიც საქართველო 2000 წლიდან რეგულარულად თამაშობს და დღემდე 115 შეხვედრა ჩაატარა. „რა თქმა […]