საქართველოს რაგბის კავშირი 60 წლისაა!
თბილისში, კონსტიტუციისა და ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე, იქ, სადაც 1961 წლის 1 დეკემბერს საქართველოს რაგბის კავშირის წინამორბედი ორგანიზაცია დაარსდა, დღეს უჩვეულო ხალხმრავლობა იყო. რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა – პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, გამგეობის წევრები, ვეტერანი თუ მოქმედი მორაგბეები, იქ ამ ორგანიზაციის 60 წლის იუბილეს აღსანიშნავად შეიკრიბნენ. იქვე იყო 60 წლის წინანდელი მოვლენების მთავარი გმირი – გივი მრელაშვილი, რომლის ინიციატივით […]
უმცროსი ბორჯღალოსნები U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ
უმცროსი ბორჯღალოსნები ექვსი ერის 20-წლამდელთა ზაფხულის სერიებზე იტალიაში გაემგზავრნენ. მარტყოფის 5-კვირიანი შეკრების შემდეგ, მწვრთნელებმა სატურნიროდ 31 მორაგბე შეარჩიეს, რომელთაგან 17 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშეა. ექვსი ერის 20-წლამდელთა ზაფხულის სერიაზე 8 გუნდი ორ ჯგუფშია განაწილებული: ა ჯგუფში ინგლისი, სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი და ირლანდია მოხვდნენ; ბ ჯგუფში შოტლანდია, უელსი, საქართველო და მასპინძელი იტალია ითამაშებენ. სამი ტურის […]
შავი ლომი | ბუქარესტიდან ფლეი ოფში
‘შავმა ლომმა’ რაგბი ევროპის სუპერ თასის ბოლოსწინა ტურში, ბუქარესტში რუმინული ‘ვულვზი’ ბონუსით – 49:6 დაამარცხა და ფლეი ოფის საგზური ვადაზე ადრე მოიპოვა. 5 ტურის შემდეგ ქართულ ფრენჩაიზს 18 საცხრილო ქულა დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზეა. 29 ოქტომბერს ის ‘ბათუმს’ ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში ნახევარფინალურ მატჩს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს. განვლილ შეხვედრაში სტუმრები სრულ სათამაშო უპირატესობას […]
რეგიონული ლიგა | ‘წიქარა’ პლეი ოფს მიუახლოვდა
რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტს დიდთოვლობისა და უამინდობის გამო დასავლეთის მე-9 ტურის გადავადება 1 კვირით მოუხდა. აღმოსავლეთ ჯგუფის ზედა ექვსეულში კი მეორე ტურის (სულ 5 ტურია ჩასატარებელი) შეხვედრები გაიმართა, სადაც პლეი ოფის ორი ვაკანტური საგზურისათვის მებრძოლმა სამეულმა ბონუსით იმარჯვა და შესაბამისად, ლიდერთა შორის სტატუს-კვო უცვლელი დარჩა. 54 ქულით ცხრილის სათავეში ‘წიქარა’ იმყოფება და გიორგი ბარნოვის ბიჭებს […]
რეზო ბელქანია | “შუღლი უნდა დასრულდეს”
ვეტერანი ბორჯღალოსანი რეზო ბელქანია, რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატს, სოსო ტყემალაძეს დადებითად ახასიათებს და არსებული მდგომარეობიდან საუკეთესო გამასავალს, მის გარშემო გაერთიანებაში ხედავს. “სოსო ტყემალაძეს 20 წელზე მეტია ვიცნობ და რაგბისთვის კარგის მეტი არაფერი უკეთებია. თამაში რომ დავიწყე, არანაირი სავარჯიშო პირობები არ გვქონდა, ელემენტარულად გზის ფულიც არ იყო. ამ დროს გამოჩნდა კლუბ „ლელოში“ სოსო ტყემალაძე, რომელიც უანგაროდ […]
დიდი 10 | დიდი ფინალის ბილეთები
30 წლის შემდეგ საქართველოს ჩემპიონი ქუთაისში გამოვლინდება. 5 ივნისს, 17 საათზე “აია არენაზე” დიდი 10-ის დიდი ფინალი იმართება ბილეთები დიდი ფინალის ბილეთების შეძენა ტრადიციულად ონლაინ და სტადიონის სალაროებში იქნება შესაძლებელი. ონლაინ: www.tkt.ge/rugby აია არენას სალაროში: 1 ივნისიდან ყოველდღე (11:00-19:00 სთ) ბილეთის ფასი – 5 ლარი. შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში არსებული კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე, სტადიონზე გულშემატკივრის მხოლოდ 30% დაიშვება! […]
საქართველოს რაგბის კავშირი | ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლევან მაისაშვილს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. “ბორჯღალოსნების” თავკაცს COVID19-ით ინფიცირება სამხრეთ აფრიკაში დაუდასტურდა და დაუყოვნებლივ, იოჰანესბურგის საავადმყოფოში მოათავსეს. მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა თავდაპირველად კრიტიკული იყო, ახლა კი სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე სტატია გამოქვეყნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “ძვირფასო გულშემატკივრებო, გვინდა დავადასტუროთ დღეს გავრცელებული ინფორმაცია […]
შავი ლომი | დანიშნულების ადგილი პენზა
პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი “შავი ლომი” პირველი გასვლითი მატჩისთვის “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე ემზადება. გუნდი პენზაში (რუსეთი) ხვალ დილით მიფრინავს და “ლოკომოტივს” 23 ოქტომბერს, საქართველოს დროით 13:30 საათზე ეთამაშება. მეტოქემ სექტემბერში “ენისეისთან” ორი მატჩი გამართა და ორივე ბონუსით დათმო – 6:22 კრასნოიარსკში და 21:44 პენზაში. “შავმა ლომმა” პირველი ტურის გადადებულ მატჩში “თელავივი ჰითს” 16 ოქტომბერს, “ავჭალაზე” […]
მოედანზე არასდროს არაფერს ვერიდები! დავით ნინიაშვილი
2021 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბემ, გულშემატკივართა რჩეულმა დავით ნინიაშვილმა, 8 იანვარს ტოპ 14-ში სადებიუტო ლელო გაიტანა. 19 წლის ბორჯღალოსანი “ლიონს” ზაფხულში შეუერთდა და მიუხედავად ასაკისა, საკუთარი თამაშით სწრაფად დაიმკვიდრა ადგილი გუნდის შემადგენლობაში. საფრანგეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში მან “პოს” ლამაზი ლელო გაუტანა და გუნდს ბონუსით გამარჯვებაში დაეხმარა: პირველი ლელოს ტოპ 14-ში! მოედანზე საკმაოდ მშვიდად აღნიშნე, გუნდში […]
7-კაცა | შემადგენლობა მსოფლიო სერიის შესარჩევი ეტაპისთვის
საქართველოს 7-კაცა 12-14 აგვისტოს მსოფლიო სერიის შესარჩევ ტურნირში ითამაშებს, რომელსაც ჩილე, სანტიაგო უმასპინძლებს. თამაშები „სანტა ლაურას“ სტადიონზე გაიმართება. მსოფლიო სერიის საგზურისთვის მსოფლიოს ექვსივე რეგიონის 12 გუნდი იბრძოლებს, რომლებიც სამ 4-გუნდიან ჯგუფში არიან განაწილებული. თითოეული ჯგუფის ორ-ორი მოწინავე და ორიც საუკეთესო მეორეადგილოსანი თასის მეოთხედფინალში გადის. ჩილეში ყველა ადგილი გათამაშდება, თუმცა სანუკვარ საგზურს მხოლოდ გამარჯვებული მიიღებს. საქართველო […]
აკა მორჩილაძე – #რაგბიჩვენითამაშია
რა თქმა უნდა, ქართველი მორაგბეები არ არიან ადამიანები ძველი ფრესკებიდან – ჩვენი საერთო მეხსიერების ხილული სურათებიდან – ლამის უხორცონი, მდუმარედ მშფოთვარენი, დიდ გადაწვეტილებათა ფიქრით სავსე თვალებით რომ გვიყურებენ სამუდამოდ დაკარგული დროებიდან. მგონი, მორაგბენი არიან პირდაპირ უბრალონი და მოდიან უხილავი, ეგებ ბოლომდე და კრიალად არც არსებული, ადრიდანვე ჩვენგან წარმოსახული, ჩვენთვის რაღაცნაირად საჭირო იერიდან და ხასიათიდან, რომელიც […]
ბაჩო ხურციძე მსოფლიო რაგბის კონსულტანტი გახდა
ბაჩო ხურციძე მსოფლიო რაგბის კონსულტანტი გახდა. ის მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა. ეს მსოფლიო რაგბის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ასეთ მაღალ პოზიციაზე ქართველი იმუშავებს და ევროპაში – საქართველოს, ჰოლანდიას, ესპანეთს, პორტუგალიას, რუმინეთს და ბელგიას – მაღალი მიღწევების მიმართულებით გაუწევს კონსულტაციას, რათა მათი განვითარებამსოფლიო რაგბის სტანდარტების შესაბამისად მოხდეს. ბაჩო ხურციძე საქართველოს რაგბის კავშირში 2008 – 2022 წლების […]