მეოთხე ცენტურიონი ბორჯღალოსნებში – სანდრო თოდუა
პორტუგალიასთან ქუთაისში, „აია არენზე“ გამართული ტესტ-მატჩი მე-100 იყო 34 წლის ფრთის მოთამაშე სანდრო თოდუასთვის. მერაბ კვირიკაშვილის, დავით კაჭარავასა და გიორგი ჩხაიძის შემდეგ, ის მეოთხე ქართველი ცენტურიონია. თოდუას სანაკრებო დებიუტი 20 წლის ასაკში, 2008 წელს ჩეხეთთან 22:3 მოგებულ შეხვედრაში შედგა. ეს ბორჯღალოსნების საიუბილეო, მე-100 მატჩი იყო, 254-ე ტესტში კი უკვე თავად უწია 100-იან ზღვარს, რაც მსოფლიო […]
7-კაცა | მსოფლიომდე ერთ ნაბიჯში
საქართველოს 7-კაცა ნაკრებს 2022 წლის მსოფლიო თასის საგზურამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. რუმინეთში, ბუქარესტში გამართული შესარჩევი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს მსოფლიო თასის მომავალ მონაწილეებთან – გერმანიასთან და უელსთან მოუწია შეხვედრა და ორივე შემთხვევაში გამარჯვება მეტოქეს დარჩა, შესაბამისად, 26:7 და 33:14. მეორე დღეს, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ჩვენმა გუნდმა მასპინძელ რუმინეთს 15:7 მოუგო და 8 საუკეთესოს შორის […]
საქართველოს ჩემპიონები ევროპულ ტურნირზე ითამაშებენ
საქართველოს ჩემპიონი “ბათუმი” რაგბი ევროპის სუპერ თასის 2022/2023 წლების ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას. ქართული რაგბი ევროტურნირზე მეორე ქვოტის მოპოვებას თავიდანვე ცდილობდა და დიდხანს ლოდინი არ დასჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე სეზონში მონაწილე გუნდების რაოდენობა არ გაზრდილა, ორ ახალ მონაწილეს შორის ერთი ადგილი საქართველოს ჩემპიონსაც შეხვდა. 8-გუნდიანი ტურნირის ფორმატი უცვლელი დარჩა. აღმოსავლეთ კონფერენციაში სუპერ თასის პირველ გამარჯვებულ […]
ბორჯღალოსნები | ორი განსხვავებული ტაიმი არგენტინასთან
ბორჯღალოსნებმა არგენტინა XV-ს პირველ ტაიმში ორი ლამაზი ლელო გაუტანეს და 8-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება სამხრეთელ სტუმრებს დარჩათ – 30:24. ეს იყო ორი განსხვავებული ტაიმის მატჩი. პირველ ნახევარში მასპინძლები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და მაღალ ტემპში, ხელდახელ უტევდნენ, რაც ორჯერ ლელოთი დასრულდა, მეორე ნახევარში კი არგენტინელებმა ბურთზე კონტროლი დაამყარეს შესვენებამდე მოპოვებულ 6 ქულას 24 შემატეს. […]
“არგენტინა XV დამოუკიდებელი გუნდი რომ იყოს, მერწმუნეთ, მსოფლიო რეიტინგის მოწინავე 15-ეულში აუცილებლად იქნებოდა” – დარწმუნებულია “ბორჯღალოსანთა” კაპიტანი მერაბ შარიქაძე. საქართველო არგენტინა XV-ს, რომელიც წელს განსაკუთრებით ძლიერი შემადგენლობითაა დაკომპლექტებული 3 ივლისს ქუთაისში, “აია არენაზე”, 18 საათზე მასპინძლობს. ეს იქნება ჩვენი გუნდის პირველი თამაში ზაფხულის სერიაში, რასაც 10 ივლისს იტალიასთან (ბათუმში) და 16 ივლისს პორტუგალიასთან (ქუთაისში) შეხვედრები […]
ბორჯღალოსნები | შეკრების მეოთხე დღე ქუთაისში
მეოთხე დღეა “ბორჯღალოსნები” ქუთაისში, “აიას” ბაზაზე ზაფხულის ტესტ-მატჩებისთვის მზადებას გადიან. გუნდმა შეკრება 26 ივნისს, 33-კაციანი შემადგენლობით დაიწყო. გამოძახებულთაგან ერთი – გელა აფრასიძე გუნდს დღეს შეუერთდა. 24 ივნისს მისმა “მონპელიემ” ტოპ 14-ის ფინალში “კასტრი” დაამარცხა და ჩემპიონი გახდა, რის გამოც სამშობლოში დაბრუნება დაუგვიანდა. საქართველო 3 ივლისს “აია არენაზე” არგენტინა XV-ს დაუხვდება (18:00); 10 ივლისს ბათუმში იტალიას […]
ბორჯღალოსნები | ხუთი დებიუტანტით ზაფხულის სერიებისთვის
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 2022 წლის ზაფხულის ტესტებისთვის გაფართოებული, 34-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. პირველად 2015 წლის თბილისის თასის შემდეგ, ზაფხულის კამპანიას ბორჯღალოსნები სამშობლოში გაატარებენ და სამ შეხვედრას გამართავენ – ორს ქუთაისში და ერთსაც ბათუმში, ახალ სტადიონზე. 3 ივლისს საქართველო “აია არენაზე” არგენტინა XV-ს დაუხვდება (18:00); 10 ივლისს ბათუმში იტალიას უმასპინძლებს (20:00); 16-ში კი კვლავ “აია არენაზე” პორტუგალიას […]
უმცროსი ბორჯღალოსნები U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ
უმცროსი ბორჯღალოსნები ექვსი ერის 20-წლამდელთა ზაფხულის სერიებზე იტალიაში გაემგზავრნენ. მარტყოფის 5-კვირიანი შეკრების შემდეგ, მწვრთნელებმა სატურნიროდ 31 მორაგბე შეარჩიეს, რომელთაგან 17 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშეა. ექვსი ერის 20-წლამდელთა ზაფხულის სერიაზე 8 გუნდი ორ ჯგუფშია განაწილებული: ა ჯგუფში ინგლისი, სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი და ირლანდია მოხვდნენ; ბ ჯგუფში შოტლანდია, უელსი, საქართველო და მასპინძელი იტალია ითამაშებენ. სამი ტურის […]
ქარის თასი | შავი ლომი დაუმარცხებელი გრიფონსის წინააღმდეგ
ხვალ ვილკომში, საქართველოს დროით 17 საათზე “შავი ლომი” ქარის თასის ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდ “გრიფონსს” ეთამაშება. მოცემულობა შესაძლოა სხვაგვარი ყოფილიყო, მაგრამ რაგბი ევროპის სუპერ თასის ნახევარფინალსა და ფინალში თამაშის გამო, “შავი ლომი” აპრილის მიწურულს სამხრეთ აფრიკაში ვერ ჩავიდა და მეტოქეს მოგება ჩაეთვალა. ნებისმიერ შემთხვევაში “გრიფონსი” ტურნირის უძლიერესი გუნდია. მან 8-იდან 7 თამაში ბონუსით მოიგო და 4 […]
ქართველი მსაჯები საერთაშორისო ასპარეზზე დამკვიდრებას განაგრძობენ. რაგბი ევროპის 7-ქალა “ალაფის” ზაგრების ეტაპზე, თავი საუკეთესოდ ნინო ელოშვილმა წარმოაჩინა და ფინალის მსაჯობაც დაიმსახურა. ნინოს სამსაჯო კარიერა 2009 წელს მორაგბეობის პარალელურად დაიწყო, საერთაშორისო ასპარეზზე კი პირველად 2019 წელს გავიდა, როდესაც ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირში თანამსაჯად მიიწვიეს და იქაც ანდეს ფინალი, ოღონდ დამხმარე მსაჯად. შარშან 7-ქალას “ალაფაზე” მან ბუდაპეშტში მოედნის […]
შოთა თევზაძე ექვსი ერის 20-წლამდელთა სერიებს იმსაჯებს
24 ივნისიდან 12 ივლისამდე გასამართ ექვსი ერის 20-წლამდელთა ზაფხულის სერიებზე ქართველი რეფერი, შოთა თევზაძე იმსაჯებს. ის ტიერ2-ის ქვეყნებიდან ერთადერთი მსაჯია, რომელიც ამ ტურნირზე იქნება წარმოდგენილი. 20-წლამდელთა ზაფხულის სერიებზე, რომელსაც ვერონა და ტრევიზო უმასპინძლებს, ექვსი ერის ქვეყნების (საფრანგეთი, ინგლისი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, იტალია) გარდა სამხრეთ აფრიკა და საქართველო არიან წარმოდგენილი. 28 წლის მსაჯისთვის ეს მორიგი ნაბიჯია […]
ბავშვთა რაგბი | ხვამლი მონაკოდან თასებით მოდის
“ხვამლის” 8 და 12-წლამდელთა გუნდები მონაკოს საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ. 8-წლამდელებმა, რომელთაც ზურა ქებაძე ავარჯიშებს, ფინალამდე ყველა თამაში დიდი ანგარიშით მოიგეს – მონაკო2 9:0, ნიცა1 9:1, სანრემო 9:1, მონაკო1 4:0, ნიცა1 8:3, ხოლო ფინალში მონაკო1 3:1 დაამარცხეს. 12-წლამდელებმა, რომელთა მთავარი მწვრთნელი თენგიზ ჯინაშვილია, ფინალამდე 7-იდან ექვსი თამაში მოიგეს – ნიცა 7:2, გრასი 2:0, სანლორანი 5:0, […]