დავით კაჭარავას გამორჩეული მომენტები ბორჯღალოსანთა შემადგენლობაში (ვიდეო)
საქართველოს რაგბის კავშირმა გამორჩეულ ქართველ მორაგბე – დავით კაჭარავას სპეციალური ვიდეო მიუძღვნა. წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი
დახარვეზებული დოკუმენტების შესახებ იოსებ ტყემალაძე პირველ კომენტარს აკეთებს
2021 წლის 10 მარტს, საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას მხოლოდ ერთი კანდიდატი – იოსებ ტყემალაძე იღებდა. საარჩევნო ყრილობაზე ტყემალაძემ 42 ხმა მიიღო და რაგბის კავშირის პრეზიდენტად იქნა არჩეული. იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ პრეზიდენტის და გამგეობის წევრების რეგისტრაციის მოთხოვნა დაახარვეზა – უარის მიზეზად რაგბის კავშირის წესდების დარღვევა დასახელდა. “ყრილობაზე დამტკიცებული წესდების […]
დიდი 10 | 2022/2023 წლების სეზონის ფინალი „ავჭალაზე“ გაიმართება
საქართველოს რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, 2022/2023 წლების დიდი 10-ის ფინალი „ავჭალის“ რაგბის სტადიონზე გაიმართება. დიდი 10-ის მიმდინარე სეზონის მეორე წრე ხვალ, ბათუმში დაიწყება. რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ, 6 მოწინავე ფლეი ოფში გავა და ის ოთხ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე მესამეადგილოსანი მეექვსეს, ხოლო მეოთხეადგილოსანი მეხუთეს მასპინძლობს, ორი მოწინავე კი ისვენებს. მეორე წრეში პირველ ეტაპზე გამარჯვებული გუნდები წინასწარი […]
დიდი 10 | ახალი სეზონი 24 სექტემბერს დაიწყება
2021/2022 წლების დიდი 10-ის სეზონი წინასწარ დაანონსებულზე ორი კვირით გვიან, 24 სექტემბერს დაიწყება. მიზეზი რა თქმა უნდა კვლავ კოვიდ-პანდემიაა, რომელმაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოში, სარაგბო კალენდარი არაერთხელ შეცვალა. “მიზეზი კოვიდ-პანდემიაა, რომელთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ჩემპიონატის დაწყებამ ორი კვირით გადაიწია. დღემდე არ გვქონდა ინფორმაცია როდემდე გაგრძელდებოდა ეს შეზღუდვები და მოგვიწია კალენდარში ცვლილებების შეტანა” […]
დიდი 10 | დიდი ფინალის ბილეთები
30 წლის შემდეგ საქართველოს ჩემპიონი ქუთაისში გამოვლინდება. 5 ივნისს, 17 საათზე “აია არენაზე” დიდი 10-ის დიდი ფინალი იმართება ბილეთები დიდი ფინალის ბილეთების შეძენა ტრადიციულად ონლაინ და სტადიონის სალაროებში იქნება შესაძლებელი. ონლაინ: www.tkt.ge/rugby აია არენას სალაროში: 1 ივნისიდან ყოველდღე (11:00-19:00 სთ) ბილეთის ფასი – 5 ლარი. შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში არსებული კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე, სტადიონზე გულშემატკივრის მხოლოდ 30% დაიშვება! […]
დიდი 10-ის 2020/2021 წლების გარდამავალი ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. დარჩენილია ორი გადადებული მატჩი, რეგულარული გათამაშების დასკვნითი ტური და პლეი-ოფები. იმისათვის, რომ შიდა ჩემპიონატის დონე და ხარისხი ამაღლდეს, საქართველოს რაგბის კავშირი გარკვეული ღონისძიებების გატარებას გეგმავს. ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია მუშაობა, როგორც კლუბების სტრუქტურის გაუმჯობესების, ასევე დისციპლინის კუთხით. “ზედა ექვსეულში დიდი კონკურენციაა და იმედი გვაქვს, რომ პლეი-ოფებში ხარისხიან […]
დიდი 10 | ნახევარფინალებმა და ფინალმა ერთი კვირით გადაიწია
დიდი 10-ის ნახევარფინალურმა შეხვედრებმა და დიდმა ფინალმა ერთი კვირით გადაიწია. მატჩების გადადების მიზეზი სამსაჯო კორპუსის პროტესტია, რომელმაც ბოლო წლებში მსაჯებზე გახშირებული ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართა. რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ უკვე გამართა მოლაპარაკებები სამსაჯო კორპუსთან და მიღწეულია შეთანხმება, რომ ამიერიდან, ამოქმედდება ახალი სადისციპლინო კოდექსი, რომელიც სრულ თანხვედრაშია მსოფლიო რაგბის ანალოგიურ დოკუმენტთან. ამ […]
დიდი 10 | ‘აკადემია’ 5 ქულით დაწინაურდა
დიდი 10-ის მომავალი სეზონის დასკვნით მონაწილეს ‘აკადემია’-‘არმიას’ ორრაუნდიანი დედაქალაქური დერბი არკვევს. ‘აკადემიამ’ დიდი 10-ის სეზონი ბოლოსწინა, მე-9 ადგილზე ჩაამთავრა, ‘არმიამ’ კი დიდ 10-ში ასვლა/დარჩენაზე თამაშის უფლება პირველი ლიგის ფინალში განცდილი მარცხის შედეგად მიიღო. მეტოქეთა 2-მატჩა დაპირისპირების პირველი რკენა, მატჩის ნომინალურ მასპინძელ ‘არმიას’ შერჩეულ სტადიონზე, „ავჭალა არენაზე“ გაიმართა. ბოლო პერიოდში სხვადასხვა ლიგებში ასპარეზობის მიუხედავად, მეტოქეებს ზურგს […]
ვეტერან მორაგბეთა განცხადება
24 თებერვალს, ავჭალის სარაგბო სტადიონზე ჩანიშნული ყრილობა კვლავ ჩაიშალა. საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელი ქვორუმი არ შედგა, რაც იმას ნიშნავს, რომ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები კიდევ ერთხელ გადაიდო. მოქმედი წესდების თანახმად, განმეორებითი ყრილობა და რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები მომდევნო 10-30 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს. ავჭალის სარაგბო სტადიონზე ჩანიშნული ყრილობა დაპირისპირების ფონზე დაიწყო. ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები 24 […]
ზაფხულის სანაკრებო სეზონი თელავში გაიხსნება
26 ივნისს, “ბორჯღალოსნები”, თელავში და ზოგადად კახეთში პირველად ითამაშებენ. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც კახეთის რეგიონში სანაკრებო (სათამაშო სპორტის სახეობაში) მატჩი გაიმართება. ეს იქნება 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩი და მისი დასრულების შემდეგ, “ბორჯღალოსნები” მე-13-ედ ჩაიბარებენ მთავარ ჯილდოს. ვინ ეწვევა თელავს – ბელგია თუ ნიდერლანდები, 29 მაისს გაირკვევა. თელავში თანამედროვე რაგბის სტადიონი “კავკასიონი […]
ზაფხულის სატრანსფერო ვადები
საშეჯიბრო კომიტეტის განცხადება საქართველოს 2021-2022 წლის ჩემპიონატებში მონაწილე ყველა ლიგების (“დიდი-10”, I, რეგიონალური, ჭაბუკთა “ა” და “ბ”) კლუბების საყურადღებოდ: ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ლიგებში ზაფხულის სატრანსფერო ვადები განისაზღვროს 2021 წლის 8 ივლისიდან – 16 აგვისტომდე. ჭაბუკთა “ა” ლიგის მორაგბეები 2021 წლის აგვისტოში გასამართ პლეი-ოფის მატჩებს ჩაატარებენ 2020-21 წლის ჩემპიონატის განაცხადების შესაბამისად. 16 აგვისტოს შემდეგ ტრანსფერი არ დაიშვება. საშეჯიბრო კომიტეტის […]
თაგ რაგბის 2022-2023 სასკოლო ლიგის გამარჯვებული 192-ე სკოლა გახდა
თუმცა, ჯილდო ჩემპიონატში მონაწილე 12-ვე გუნდის ყველა მოთამაშეს გადაეცა. თაგ რაგბის 2022-2023 სასკოლო ლიგის გამარჯვებული თბილისის 192-ე სკოლის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალურ ოთაბრძოლაში წმინდა გიორგის სახელობის სკოლის გუნდს დაძაბულ ბრძოლაში სძლია; ფინალური მატჩი 15 დეკემბერს „რაგბი პლატოზე“ გაიმართა; რაგბის სასკოლო ლიგაში მონაწილე ყველა, 12-ვე სკოლის საბავშვო გუნდის ყველა მოთამაშეს რაგბი ევროპის სუპერ თასის ფინალურ მატჩზე […]