დღეს, ფილიპინების დედაქალაქ მანილაში, მსოფლიოს 2023 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს, F ჯგუფში, სლოვენიის, ვენესუელასა და კაბო ვერდეს ნაკრებებთან ერთად მოხვდა. რა ვიცით ჩვენი მეტოქეების შესახებ? სლოვენიის ნაკრები ჯგუფის აშკარა ფავორიტია, რომელსაც თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული კალათბურთელი, ,,დალას მავერიქსის” სუპერვარსკვლავი, ლუკა დონჩიჩი ულიდერებს. სლოვენიელებს მსოფლიო ჩემპიონატზე აქამდე […]