საქართველოს U21 ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
5 და 10 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ორ ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს, შესაბამისად, ლიხტენშტაინისა და აზერბაიჯანის 21-წლამდელების წინააღმდეგ. სწორედ ამ შეხვედრებით იწყებს გია ცეცაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის ახალ შესარჩევ ციკლს. ლიხტენშტაინთან პირველი მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება, ხოლო აზერბაიჯანს საქართველოს ნაკრები ბაქოში ესტუმრება. მთავარმა მწვრთნელმა უკვე შეარჩია იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც ევროშესარჩევი შეხვედრებისთვის მოემზადებიან: […]
საქართველო-საფრანგეთი U21: ძირითადი შემადგენლობები ცნობილია
4 სექტემბერს, საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეექვსე შეხვედრას გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, საფრანგეთის ახალგაზრდულ ეროვნულ გუნდთან გამართავს. მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე, გუნდების ძირითადი შემადგენლობები ცნობილია. საქართველო: გუგეშაშვილი – ტაბატაძე, ბერიაშვილი, ასათიანი, ანდრონიკაშვილი – სამურკასოვი (კ) – დარცმელია, კუცია, სპანდერაშვილი, აზაროვი – არდაზიშვილი. საფრანგეთი: ლაფონტი, დაგბა, კუნდე, კამარა, […]
როგორ შეასრულეს ქართველმა ფეხბურთელებმა ჰიმნი ესტონეთთან მატჩამდე | VIDEO
პრევიუ: დინამო ბათუმი Vs. დინამო თბილისი
საქართველოს ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონის ერთ-ერთი მთავარი დაპირისპირება 12 სექტემბერს გაიმართება. კორონავირუსის პანდემიამ, ისევე როგორც სხვა ყველაფერს, ქართულ ფეხბურთს და ეროვნულ ლიგასაც არაერთი პრობლემა შეუქმნა. ჯერ იყო და კარანტინის გამო სეზონი შეწყდა და ოთხის ნაცვლად ორი წრით განახლდა, ახლა კი ახალი სტადიონის გრანდიოზული გახსნა გადაიდო. ბათუმის ცენტრალური არენა, რომელიც საზეიმო ვითარებაში უნდა გახსნილიყო, სავარაუდოდ […]
21-წლამდელთა შემადგენლობა – რამაზ სვანაძის ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები, 26 მაისს სასტუმრო მოხალისეში შეკრებას იწყებს. 8-დღიანი შეკრება, 4 ივნისს დასრულდება. საწვრთნელ პროცესში მონაწილეობის მისაღებად, ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ – 23 ფეხბურთელი გამოიძახა. U21 | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მეკარეები: თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლუკა ნანავა (კოლხეთი 1913) მცველები: ცოტნე კაპანაძე (თელავი), ბექა ბუიღლიშვილი (ლოკომოტივი თბილისი), ზურაბ ერაძე (სამტრედია), თორნიკე ჯანგიძე (დინამო თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), ლევან ხარაბაძე (დინამო […]
საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა 2021 წელს პირველი მატჩი ჩაატარა და გამარჯვებით დაასრულა. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების მეტოქეები ბელარუსი თანატოლები იყვნენ. ამ გუნდების დაპირისპირება გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შედგა და მასში ქართველებმა – 4:1 იმარჯვა. შეხვედრაში, რომელიც 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე სადებიუტო იყო რამაზ სვანაძისთვის, გოლები გიორგი გულიაშვილმა და შოთა შეყილაძემ გაიტანეს. ანგარიში მატჩის დასაწყისში […]
მოისწრაფიშვილმა ესტონეთის ნაკრებს ჯარიმიდან გაუტანა | VIDEO
მამარდაშვილი: “არ იგრძნობოდა, რომ ამხანაგური მატჩი იყო”
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, ამხანაგურ მატჩში, ბათუმის აჭარაბეთ არენაზე ინგლისის ახალგაზრდული გუნდი – 3:2 დაამარცხა და კალენდარული წელი გამარჯვებით დაასრულა. ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ, მატჩის შესახებ გუნდის მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ისაუბრა. “კარგი და დაძაბული მატჩი გამოდგა, როგორც ჩვენთვის, ალბათ ასევე ინგლისელებისთვისაც. მატჩი ამხანაგური იყო, მაგრამ საერთოდ არ იგრძნობოდა, რომ ამხანაგურ მატჩს ვთამაშობდით. სტადიონზე კარგი ატმოსფერო […]
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას 12 ნოემბერს, თბილისში გამართავს. მიხეილ მესხის სახელობის არენაზე 21-წლამდელები სლოვაკ თანატოლებს დაუპირისპირდებიან. ვასილ მაისურაძემ აღნიშნული შეხვედრისთვის გუნდში 23 ფეხბურთელს უხმო. რჩეული ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელებისგან შემდგარი გუნდის შემადგენლობა ასეთია: მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (თბილისის “ლოკომოტივი”), დავით კერესელიძე (“გაგრა”), ლუკა სანიკიძე (“თელავი”). მცველები: დავით კობოური (“დინამო თბილისი”), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (თბილისის […]
ახალგაზრდულმა ნაკრებმა შეკრება დაიწყო – U21 23 ფეხბურთელით ემზადება
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადება დაიწყო. 21-წლამდე ფეხბურთელთა გუნდი ვარჯიშს ტექნიკურ ცენტრ ბასაზე, 23 მოთამაშით შეუდგა. გუნდს ჯერჯერობით არ შეერთებია უკრაინაში მოთამაშე რატი არდაზიშვილი, რაც შეეხება ლუკა ლაკვეხელიანს და ლუკა ლოჩოშვილს, მათი მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია. ლოჩოშვილს გაფრთხილების გამო დისკვალიფიკაცია აქვს და გუნდს სავარაუდოდ ლიხტენშტეინში შეუერთდება. 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შემდეგნაირია: მეკარეები: […]
ინგლისელ თანატოლებთან: საქართველოს U21 ნაკრები 2021 წელს სამ ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების 2021 წელს სამ ამხანაგურ დაპირისპირებას გამართავს. ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში, რომელიც რუმინეთსა და საქართველოში უნდა ჩატარდეს, ქართველი 21-წლამდელები ინგლისელ, რუმინელ და ბელარუს მეტოქეებს დაუპირისპირდება. 29 მარტს რამაზ სვანაძის გუნდი გორის თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე ბელარუსს დაუპირისპირდება. რუმინეთი საკუთარ მოედანზე საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მასპინძელი 7 სექტემბერს იქნება, […]