საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, ივნისის თვეში გასამართი სანაკრებო შეხვედრებისთვის შერჩეული შემადგენლობის შესახებ, გუნდის სათამაშო ფორმისა და სხვა საინტერესო თემების შესახებ სასტუმრო შერატონში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. “რაც შეეხება სერგო კუხიანიძის ეროვნულ გუნდში მოხვედრას, ის განსხვავებული სათამაშო სტილის მქონე ფორვარდია. ის მოწადინებულია გოლის გატანისთვის და ვფიქრობ მისთვისაც და ჩვენთვისაც ამ დონეზე მისი გამოცდა საინტერესო იქნება. […]