საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქვეყნის პრეზიდენტს უპასუხა
იანვარი 17, 2020
3.23K
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას უპასუხა, რომელმაც ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია ქალთა ფეხბურთის მიმართ გამოჩენილი უყურადღებობის გამო გააკრიტიკა. “გვსურს, გამოვეხმაუროთ, საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას და კრიტიკას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიმართ, ქალთა ფეხბურთის მიმართულებით გამოჩენილი უყურადღებობის გამო. დარწმუნებული ვართ, რომ მოხდა ქალბატონი პრეზიდენტის არასწორი ინფორმირება და მისი შეცდომაში შეყვანა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. […]