2022/23 წლების სეზონის წინ, “ვესტ ჰემ იუნაიტედმა” “სასუოლოდან” 35.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ, იტალიის ნაკრების თავდამსხმელი, ჯანლუკა სკამაკა დაიმატა. ბოლო წლებში, “ჩაქუჩები” ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე ფეხბურთელების ხშირად დამატებით გამოირჩევიან და ამის დასტურად, სტატისტიკის მოშველიება შეგვიძლია, რომელიც საკმაოდ დახუნძლულია. საქმე ისაა, რომ 23 წლის იტალიელი ფეხბურთელის დამატება ლონდონური კლუბისთვის ბოლო 12 წელიწადში ცენტრალური ფორვარდის რიგით 51-ე ტრანსფერი […]