ტელესტუდია Amazon Prime, რომელიც ფეხბურთის გულშემატკივარს ინგლისური და მთლიანად, ევროპული საფეხბურთო გრანდების შიდა სამზარეულოზე გადაღებული დოკუმენტური ფილმების სერიით ანებივრებს, ქომაგებს მალე სერ ალექს ფერგიუსონის შესახებ მომზადებულ მასალას წარუდგენს. დოკუმენტური სერიალი ლეგენდარული შოტლანდიელი სპეციალისტის ცხოვრებისა და კარიერის აქამდე არნახულ მომენტებს ასახავს. ფილმი, სახელწოდებით – “სერ ალექს ფერგიუსონი: არასოდეს დანებდე”, გვაჩვენებს ფერგის კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს ფეხბურთში […]