“დინამო თბილისის” თავდამსხმელმა, ზორან მარუშიჩმა სერბულ მედიასაშუალება HotSport-თან საუბრისას საქართველოში გატარებული 2021 წლის სეზონი გაიხსენა, რომელიც მის კარიერაში ინდივიდუალური შედეგიანობის თვალსაზრისით საუკეთესო იყო და ასევე საქართველოსა და მის მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა. “2021 წელი ჩემს კარიერაში ყველაზე წარმატებული იყო. რომ მეთქვა – ამ ყველაფერს ველოდი, – მოვიტყუები. მჯეროდა, რომ ბევრი გოლის გატანა შემეძლო, მაგრამ ამდენ ჯილდოს […]