იტალიური მედიის ინფორმაციით, ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელის, გიორგი კვერნაძის სერია A-ში გადასვლის ამბავი მალე ოფიციალურ სახეს მიიღებს. კონკრეტულად, ინფორმაცია, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად ვრცელდება, მალე დადასტურდება და “დინამო ბათუმის” 20 წლის მარცხენა გარემარბი კარიერას “ფროსინონეში” გააგრძელებს. “აქტიური სკაუტური სამუშაოს შედეგად, ნელ-ნელა “დინამო ბათუმთან” მოლაპარაკების პროცესის დასრულებას და ტრანსფერის დახურვას ვუახლოვდებით. გიორგი კვერნაძე 2003 წელს დაბადებული, წარმოშობით […]
ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს მე-10 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს მე-10 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. Whoscored.com-ის ვერსიით, ხვიჩა კვარაცხელიამ 8.9 კოეფიციენტი დაიმსახურა და ამ მაჩვენებლით საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის ყველაზე მაღალი შეფასება ჰქონდა. კვარაცხელიასთან ერთად გუნდში დუშან ვლაჰოვიჩი, ლაუტარო მარტინესი, ჰაკან ჩალჰანოღლუ, ნიკოლო ბარელა და სხვა ვარსკვლავები მოხვდნენ. მე-10 ტურში კვარაცხელია “ნაპოლის” შემადგენლობაში “ბოლონიას” დაუპირისპირდა და 3:2 […]
იტალიის სერია A-ს 25-ე ტურის შეხვედრაში “ლაციოს” წინააღმდეგ განცდილი მარცხის (0:1) შემდეგ, ვეტერანმა იტალიელმა მცველმა, ჯუზეპე ბერგომიმ, კომენტარი გააკეთა და როგორც ნეაპოლური გუნდის, ისე მისი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “ნაპოლი არის და რჩება სკუდეტოს ფავორიტად. ლაციოსთან” დამარცხება, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ლუჩიანო სპალეტის გუნდის შანსები საეჭვო გახდეს. ერთი მატჩის წაგების უფლება […]
ლუკა ლოჩოშვილი: “გუნდის პროგრესი სახეზეა, მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ”
საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა სერია A-ში საწყისი 2 ქულის მოპოვების და “ატალატნასთან” სტუმრად ნათამაშები ფრეს შემდეგ, გუნდში არსებულ მდგომარეობაზე კომენტარი იტალიურ მედიასთან გააკეთა. “ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი წერტილია, რადგან საშინაო კედლებში პირველი ქულების მოპოვება მნიშვნელოვანია, თანაც ასეთ ძლიერ გუნდთან. ასევე, მნიშვნელოვანი ქულა მოვიპოვეთ “ატალანტასთან”, რომელიც სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციაზეა და ეს სიამაყის საშუალებას გვაძლევს. თანაც ეს […]
“ახალგაზრდა ფენომენი” – ნაპოლი კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელს აკვირდება
იტალიური მედიის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას გაბრწყინების შემდეგ, “ნაპოლი” კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელს აკვირდება. როგორც ირკვევა, იტალიური გრანდის სკაუტები საქართველოს 19 და 21-წლამდე ნაკრებების მარცხენა შემტევს, გიორგი კვერნაძეს აკვირდებიან. “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი, რომელიც 2022 წლის ეროვნული ლიგის სეზონში “თელავის” შემადგენლობაში გამოდიოდა, სერია A-ს მიმდინარე გათამაშების ლიდერის ინტერესების სფეროში მოექცა. უფრო უკეთ რომ გაგაცნოთ, გიორგი კვერნაძე […]
“პიზას”, “ტორინოს” და “რომას” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ჯანლუკა პეტრაჩიმ საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “კვარაცხელია? ჩვენ ვიცნობდით მას, მე ის ჩემს დავთარში ჩავინიშნე და დავაწერე – “წავიყვანოთ”. თუმცა, მისი გავლენა იტალიის სერია A-ზე ამჟამად იმდენად ძლიერია, რომ მის შესაძლებლობებში უკვე არამხოლოდ ჩვენ, არამედ ყველა დარწმუნდა. ძალიან ძლიერია – ვულოცავ “ნაპოლის”. კიმმაც გამაკვირვა: […]
ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი საგოლე პასი და ვიქტორ ოსიმენის გოლი | VIDEO
ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს აღმოჩენა გახდა
საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს აღმოჩენად დასახელდა. გამოცემა italpress-მა იტალიის სერია A-ს 20 მწვრთნელს შორის გამოკითხვა ჩაატარა და მათ 3 სხვადასხვა ნომინაციის გამოვლენა სთხოვა, ესენია: ჩემპიონატის აღმოჩენა – გუნდი და ფეხბურთელი და რომელი კლუბი მოიგებს ჩემპიონატს. ჩემპიონატის აღმოჩენა ფეხბურთელებს შორის სწორედ 21 წლის ქართველი ტალანტი გახდა. გამოკითხვაში 20-დან 17-მა მწვრთნელმა მიიღო მონაწილეობა, […]
ოფიციალურად: სანდრო ტონალი ნიუკასლის ფეხბურთელია
ინფორმაცია, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ევროპული მედია აქტიურად ავრცელებდა, ოფიციალურად დადასტურდა – სანდრო ტონალი “ნიუკასლის” ფეხბურთელი გახდა. 23 წლის იტალიელმა ნახევარმცველმა, რომელმაც “მილანი” დატოვა, ახალ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა. არაოფიციალური ინფორმაციით, ტონალის ტრანსფერში “კაჭკაჭებმა” “როსონერის” იტალიის ნაკრების ფეხბურთელის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო გადაუხადეს. სანდრო ტონალი “მილანმა” 2020 წლის 9 სექტემბერს, “ბრეშადან” შეუერთდა და 1 სეზონის განმავლობაში […]
ნაპოლის ლეგენდარული პრეზიდენტი: “კვარაცხელია წარმოუდგენელი ფეხბურთელია”
“ნაპოლის” ლეგენდარულმა პრეზიდენტმა და ადამიანმა, რომელმაც, დიეგო მარადონა თავის კლუბში სათამაშოდ მიიწვია, კლუბის ამჟამინდელ წარმატებულ პერიოდსა და ქართველ ლიდერზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. კორადო ფერლაინომ თქვა, რომ ამჟამინდელი “ნაპოლი” კიდევ უფრო ძლიერი გუნდია, ვიდრე მარადონას ფორმაციის გუნდი იყო და ხვიჩა კვარაცხელია წარმოუდგენელი შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელია. “თამაშობს თუ არა ეს “ნაპოლი” 80-იანი წლების გუნდზე უფრო კარგ ფეხბურთს? […]
საქართველოს ნაკრების და იტალიის სერია A-ს წარმომადგენელი “კრემონეზეს” ცენტრალურმა მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა ფიფას მიერ დაწესებული სამართლიანი თამაშის ჯილდოს მოგება მოახერხა. 2022 წლის შემაჯამებელ დაჯილდოებაზე 24 წლის ქართველი ფეხბურთელი გმირული საქციელისთვის გამოარჩიეს, რომელიც მან ზუსტად 1 წლით ადრე, ავსტრიის ბუნდესლიგაში “ვოლფსბერგერის” შემადგენლობაში თამაშის დროს ჩაიდინა და ვენის “აუსტრიას” ავსტრიელ მარჯვენა მცველს, ჯორჯ ტიგლს პირველადი დახმარება აღმოუჩინა, რომელმაც შეჯახების […]
ისტორიული რეკორდი: ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 20 მილიონით გაიზარდა
საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 20 მილიონით გაიზარდა და ახლა ის 35 მილიონ ევროს შეადგენს. 21 წლის ფეხბურთელის განახლებული ფასი Transfermarkt-მა გამოაქვეყნა და ახლა ის 15 მილიონის ნაცვლად 35 მილიონ ევროს შეადგენს. ცხადია, ეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია. სექტემბრის თვემდე რეკორდსმენი სწორედ “კვარა” გახლდათ, რომლის ფასიც “რუბინის” შემადგენლობაში თამაშის დროს […]