“ტოტენჰემმა” სერხიო რეგილონი დაიმატა
“ტოტენჰემმა” მაღალრეიტინგული მარცხენა მცველი სერხიო რეგილონი დაიმატა. ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერი ჟოზე მოურინიოს 28 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუჯდა “მანჩესტერ იუნაიტედის” მხრიდან მეტოქეობის ფონზე. რეგილონი “მადრიდის რეალს” სევილიაში ჰყავდა განათხოვრებული, “სევილია” იმედოვნებდა, რომ შეძლებდა “რეალთან” შეთანხმების მიღწევას და რეგილონის საკუთარ რიგებში დატოვებას. თუმცა “რეალმა” “ტოტენჰემთან” მიაღწია შეთანხმებას და ახლა რეგილონი უკვე მოურინიოს თავდაცვითი რაზმის წევრია. რეგილონი მარცხენა […]
FIFA-ს ტურნირში ჩაკვეტაძე რეგილონთან დამარცხდა
იმ დროს, როდესაც მსოფლიოს მასშტაბით საფეხბურთო ჩემპიონატები შეჩერებულია და ფეხბურთელები თვითიზოლაციაში იმყოფებიან, სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა ცნობილმა გვერდმა, სახელწოდებით “433,” FIFA 20-ში ტურნირი ჩაატარა. ტურნირში 32 ქვეყანა მონაწილეობს, სადაც მონაწილეობას გიორგი ჩაკვეტაძეც იღებდა. ქართველი ფეხბურთელი “სევილიას” მარცხენა მცველს, სერხიო რეგილონს დაუპირისპირდა. პირველი ტაიმის შემდეგ, გიორგი დიდი ანგარიშით 3:0-ს იგებდა, თუმცა მეორე ტაიმში, ესპანელმა აშკარად მოუმატა და […]
მოურინიო რეალის ფეხბურთელს 30 მილიონად ყიდულობს
მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ნაკრების მარცხენა მცველი, სერხიო რეგილონი, ლონდონის “ტოტენჰემში” გადადის – ექსკლუზიურ ინფორმაციას Sky Sports-ის ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს. რომანოს თანახმად, ტრანსფერის დასრულებისთვის მხოლოდ ფორმალური ნაწილის მოგვარებაა დარჩენილი. ლონდონური კლუბი მის სანაცვლოდ €30 მილიონს გადაიხდის. აღსანიშნავია, რომ რეგილონის შეძენა “მანჩესტერ იუნაიტედსაც” სურდა, თუმცა “ტოტენჰემმა” მას უკეთესი პირობები შესთავაზა. მარცხენა მცველის პოზიციაზე “ტოტენჰემში” დიდი […]
ოფიციალურად: სერხიო რეგილონი სევილიას შეუერთდა
სერხიო რეგილონი 1 წლიანი იჯარის წესით “სევილიას” შეუერთდა. აღნიშნული ინფორმაცია უკვე დაადასტურეს მადრიდის “რეალისა” და “სევილიას” წარმომადგენლებმა. წყაროს მტკიცებით, რეგილონი 2019/20 წლების სეზონს ანდალუსიური კლუბის რიგებში გაატარებს. შეგახსენებთ, ლა ლიგის გასულ სეზონში, მარცხენა მცველმა “რეალის” მაისური 21 შეხვედრაში მოირგო.
რამოსმა აიაქსთან მარცხის შემდეგ საინტერესო განცხადება გაავრცელა
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩში ერთმანეთს “რეალი” და “აიაქსი” დაუპირისპირდნენ. ამსტერდამულმა კლუბმა სტუმრად მადრიდული გრანდი 1:4 დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში (3:5) შემდეგ ეტაპზე გავიდა. შეხვედრის შემდეგ, “ბლანკოსის” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა, რომელიც თამაშს დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდა, საინტერესო განცხადება გაავრცელა: “მეტოქის დაუფასებლობა არა, მაგრამ ზოგჯერ ასე მოქცევა გიწევს,” – თქვა რამოსმა.
რეგილონმა კლასიკოს შემდეგ იტირა (ვიდეო)
გუშინ კოპა დელ რეის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი გაიმართა. კატალონიის “ბარსელონამ” სტუმრად “რეალი” 3:0 დაამარცხა, რითაც ორთამაშიან დუელში 4:1 გაიმარჯვა და ესპანეთის თასის ფინალში გავიდა. განცდილი მარცხი მადრიდელთა მარცხენა მცველმა, სერხიო რეგილონმა ძალიან განიცადა. ესპანელმა ცრემლების შეკავება ვერ მოახერხა. A esto le llamo yo sentir los colores. @sergio_regui pic.twitter.com/LzRv8kOB85 — Madridismo Real™ (@MadridismoreaI) February 27, […]