რაგბი ევროპის სუპერ თასის ფინალის წინ, რომელიც 7 მაისს, თბილისის დროით 18:00 საათზე, ლისაბონში გაიმართება – რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებგვერდზე, “შავი ლომის” ჰუკერის შალვა მამუკაშვილის ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა. 31 წლის შალვა მამუკაშვილმა, პროფესიონალური კარიერის განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყნის სარაგბო კლუბების ღირსება დაიცვა და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კვართით უამრავ მნიშვნელოვან შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა რაგბი ევროპის […]