ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “ფილადელფიისა” და “შარლოტის” დაპირისპირება შედგა. ფილადელფიაში გამართულ მატჩში ფავორიტის სტატუსით მასპინძლები სარგებლობდნენ და შეიძლება ითქვას, რომ დაპირისპირება ლოგიკური შედეგით, 131:113 დასრულდა. “ფილადელფიას” გამარჯვებაში ლომის წილი გუნდის ლიდერმა – ჯოელ ემბიდმა დაიდო, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 34:19 წუთში, ბრწყინვალე სტატისტიკა დააფიქსირა. ემბიდმა 53 ქულა, 12 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა […]