სუმოს სამყარო ყოველწლიურად 6 სუპერტურნირის ხილვის შესაძლებლობას იძლევა, თუმცა 2020 წელს პანდემიიდან გამომდინარე მაისის ბაშო გაუქმდა, შესაბამისად ჯამში 5 ბაშო ჩატარდება. წლის ბოლოს წინა ბაშო გახლავთ სექტემბრის, აკი ბაშო, რომელიც 27 სექტემბერს დასრულდა და მისი გამარჯვებული შოდაი ნაოია გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ სუმოში ოძეკობა საკმაოდ რთულად მისაღწევი რანგია და ამისათვის სპეციალური წესებია შემუშავებული, შოდაის სუმოს […]