საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები უახლოეს პერიოდში საწვრთნელ შეკრებას გამართავს. ქვეყნის ახალგაზრდული გუნდი 26 მაისს სასტუმრო მოხალისეში შეიკრიბება. 8-დღიანი შეკრება, 4 ივნისს დასრულდება. საწვრთნელ პროცესში მონაწილეობის მისაღებად, ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ – 23 ფეხბურთელი გამოიძახა. საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა მოახლოებული შეკრებისთვის ასეთია: მეკარეები: თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლუკა ნანავა (კოლხეთი 1913) მცველები: ცოტნე კაპანაძე (თელავი), ბექა ბუიღლიშვილი (ლოკომოტივი თბილისი), ზურაბ ერაძე […]
საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა 2021 წელს პირველი მატჩი ჩაატარა და გამარჯვებით დაასრულა. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების მეტოქეები ბელარუსი თანატოლები იყვნენ. ამ გუნდების დაპირისპირება გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შედგა და მასში ქართველებმა – 4:1 იმარჯვა. შეხვედრაში, რომელიც 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე სადებიუტო იყო რამაზ სვანაძისთვის, გოლები გიორგი გულიაშვილმა და შოთა შეყილაძემ გაიტანეს. ანგარიში მატჩის დასაწყისში […]
ეროვნული ლიგა: I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონი “დინამო არენაზე” ჩატარებული შეხვედრით გაიხსნა – მოქმედმა ჩემპიონმა “დინამო თბილისმა” ქვეყნის უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში 18-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ წყალტუბოს “სამგურალთან” ფრე – 1:1 ითამაშა. იმავე სათამაშო დღეს ბათუმის “დინამომ” ქუთაისის “ტორპედოს” სტუმრად – 1:0 აჯობა და სეზონში პირველი სამი ქულა ჩაიწერა. ასეთივე ანგარიშით იმარჯვა წინა სეზონის აღმოჩენამ, საფეხბურთო კლუბმა […]
თელავმა სამტრედიას შეყილაძის სადებიუტო გოლით მოუგო და სეზონი 3 ქულით დაიწყო
28 მარტს, საქართველოს ეროვნული ლიგის პირველი ტურის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს “თელავი” და “სამტრედია” დაუპირისპირდნენ. მატჩი რუსთავში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში გაიმართა, რადგან თოვლის გამო, “კავკასიონი არენას” მოედნის საფარი, შეხვედრის მიღებისთვის იდეალურ გარემოში არ იმყოფებოდა და კახურმა კლუბმა ნომინალური მასპინძლის როლი ქვემო ქართლში მოირგო. შეხვედრა, რომელიც ძლიერი ქარის ფონზე შედგა, “თელავის” უპირატესობით […]