სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა
“მილანის” ყოფილი პრეზიდენტი და იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბერლუსკონი მილანის სან რაფაელეს საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ის ბოლო კვირების განმავლობაში გამწვავებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მკურნალობდა. ბოლო წლების განმავლობაში, სილვიო ბერლუსკონის ქრონიკული მიელომონოციტური ლეიკემია აწუხებდა, რომელიც ბოლო თვეებში გაუმწვავდა და ფილტვების დაზიანებით კლინიკაში მოხვდა. სილვიო ბერლუსკონი “მილანს” 1986-2017 წლებში ხელმძღვანელობდა და მის […]
სილვიო ბერლუსკონი: “ნეაპოლმა ეს დაიმსახურა, გილოცავთ!”
იტალიელი მილიარდელი და საფეხბურთო კლუბ “მონცას” პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი “ნაპოლის” ჩემპიონობას გამოეხმაურა. 86 წლის ბიზნესმენმა გუნდს სკუდეტოს მოგება მიულოცა და ისიც დასძინა, რომ ეს სრულიად დამსახურებული იყო. “ქალაქი ზეიმობს, ქალაქი, რომელიც ამას იმსახურებდა. გილოცავთ! წარმოუდგენელი ქალაქია, ნეაპოლიტანელები ამას ნამდვილად იმსახურებენ და მათ მთელი გულით ვულოცავ. მე, როგორც მილანში დაბადებულ ნეაპოლელს, გუნდის ჩემპიონობა მთელი გულით მიხარია. […]
სილვიო ბერლუსკონი საავადმყოფოში გადაიყვანეს
იტალიური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საფეხბურთო კლუბ “მონცას” პრეზიდენტის სილვიო ბერლუსკონის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარსედა. როგორც Corriere Della Sera იტყობინება, გულის პრობლემების გამო მისი ჰოსპიტალიზაცია აუცილებელი გახდა. ამჟამად, 86 წლის ბიზნესმენი მილანის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება. შეგახსენებთ, რომ სილვიო ბერლუსკონი “მილანსაც” ედგა სათავეში. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ პერიოდში ჰქონდა “როსონერის” ისტორიაში ყველაზე წარმატებული წლები.
ბერლუსკონი: ,,ეს ნამდვილი სკანდალია, მსაჯი უდინეზეს მხარეს იყო”
,,მონცას” მფლობელმა, სილვიო ბერლუსკონიმ, ,,უდინეზესთან” მარცხის შემდეგ, მატჩის მსაჯები გააკრიტიკა: ,,წარუმატებელი თამაში გამოვიდა, მაგრამ მეტოქეს 12 მოთამაშე ჰყავდა. არბიტრი მათ მხარეს იყო, ეს ნამდვილი სკანდალია. მსაჯ დი ბელოს, დი ბრუტო უნდა ერქვას (Bello ლამაზს ნიშნავს, Brutto კი – მახინჯს). გამარჯვების გოლი თამაშგარის გამო არ უნდა ჩათვლილიყო. საკამათო ეპიზოდებში მსაჯი ყოველთვის ჩვენ წინააღმდეგ უსტვენდა,” – ბერლუსკონის […]
სილვიო ბერლუსკონი საავადმყოფოში მოათავსეს
“მილანის” ყოფილი პრეზიდენტი, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და “მონცას” ამჟამინდელი ხელმძღვანელი, სილვიო ბერლუსკონი, მონაკოს სამეფოს საავადმყოფოში გულის პრობლემების გამო მოათავსეს. ცნობას Reuters-ი მისი პირადი ექიმის ალბერტო ზანგრილოს ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. პოლიტიკოსმა და საფეხბურთო ფუნქციონერმა თავი ცუდად იგრძნო, რის მერეც, ექიმის თქმით, მან ბერლუსკონის უახლოეს საავადმყოფოში წაყვანა გადაწყვიტა, რადგან მისი იტალიაში გადაყვანა მიზანშეწონილად არ მიიჩნია. სექტემბერში ცნობილი […]
სილვიო ბერლუსკონის ჯანმრთელობის მდგომარეობა ცნობილია
“მილანის” ყოფილი პრეზიდენტი და “მონცას” ამჟამინდელი ხელმძღვანელი სილვიო ბერლუსკონი 14 სექტემბერს საავადმყოფოდან გაწერეს. თვის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ 83 წლის ფუნქციონერს კორონავირუსი დაემართა. მისი ექიმის, ალბერტო ზანგრილოს თქმით, დაავადება ასიმპტომური იყო. ბერლუსკონი იზოლირებულად იმყოფებოდა და მოგვიანებით საავადმყოფოში მოათავსეს. მარტში ბერლუსკონიმ იტალიაში კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდს 10 მილიონი ევრო შესწირა. ბერლუსკონიმ “როსონერი” 1986 წელს შეიძინა, მისი მმართველობის […]
სილვიო ბერლუსკონის კორონავირუსი დაუდგინდა
საფეხბურთო კლუბ “მილანის” ყოფილ მფლობელს და იტალიის პრემიერ-მინისტრს სილვიო ბერლუსკონის კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც იტალიური პრესა წერს, დაავადება გართულების გარეშე მიმდინარეობს და ბერლუსკონი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება. 83 წლის იტალიელმა პოლიტიკოსმა და ბიზნესმენმა, ცოტა ხნით ადრე, COVID19-თან ბრძოლის ფონდს 10 მილიონი ევრო გადაურიცხა. ბოლო დღეებში, პანდემიამ ფეხბურთს კიდევ ერთხელ შეუტია. სხვა შემთხვევებთან ერთად, ცნობილი გახდა, რომ ინფიცირება […]
კაკა, ზლატანი, ბალოტელი – ბერლუსკონის ამბიციური პროექტი
სილვიო ბერლუსკონი მეგაპროექტის განხორციელებას და სამი ვარსკვლავის გაფორმებას ცდილობს. გავრცელებული ინფორმაციით, ბერლუსკონის ახალ კლუბში მისთვის კარგად ნაცნობი სამი ვარსკვლავის მიყვანა სურს – კაკა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და მარიო ბალოტელი “მილანის” ყოფილი პრეზიდენტის ფავორიტთა შორის არიან. 2018 წელს, “როსონერის” გაყიდვიდან 1 წლის შემდეგ, იტალიის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა სერია ც-ს ბინადარი “მონცა” შეიძინა. ბერლუსკონის ახალმა კლუბმა სერია ც-ში […]
ბერლუსკონი: “ძველი დიდების დასაბრუნებლად, მილანი უნდა დამიბრუნდეს”
“მილანის” ყოფილმა მფლობელმა სილვიო ბერლუსკონიმ კლუბის ძველებურად მაღალ დონეზე დაბრუნების გზაზე ისაუბრა. “არსებობს რაღაცები, რაზეც თქვენ თავთან მხოლოდ მაშინ ისაუბრებთ, როცა საპირფარეშოში მარტო დარჩებით. ყველაფერი მარტივია, თუმცა ამავე დროს ძალიან რთული – “მილანისთვის” ძველი დიდების დასაბრუნებლად, კლუბი მე უნდა დამიბრუნდეს”,-თქვა იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა. ბერლუსკონი “მილანს” 1986-2016 წლებში ფლობდა. მის ხელში “როსონერის” ოქროს ხანა ედგა.
რა დაემართა ლეგენდარულ მილანს? – გუნდის დაღმასვლის მიზეზები (ვიდეო)
ბერლუსკონი და გალიანი სერია C-ს კლუბს ყიდულობენ
იტალიური მედიის თანახმად, “მილანის” ყოფილი პრეზიდენტი, სილვიო ბერლუსკონი, სერია C-ს კლუბ “მონცას” 95%-იან პაკეტს ყიდულობს. Football Italia-ს ცნობით, ბერლუსკონისთან ერთად კლუბის მფლობელი მილანის ყოფილი გენერალური დირექტორი, ადრიანო გალიანიც იქნება. ცნობილია, რომ გალიანის დაბადების ადგილი სწორედ მონცაა – პატარა ქალაქი ლომბარდიის რეგიონში, ხოლო ბერლუსკონი კი ახლოს მდებარე ქალაქ არკორეში ცხოვრობს. იტალიური მედია ბერლუსკონისა და გალიანის “მონცათი” […]