ეროვნული ლიგა: XIV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
ეროვნული ლიგის მე-14 ტური გამორჩეული იმით გამოდგა, რომ ფრედ არცერთი შეხვედრა დასრულებულა და ხუთმა გუნდმა აქტივში 3 ქულის ჩაწერა მოახერხა. მეთოთხმეტე სათამაშო კვირა უმაღლეს ლიგაში მიმდინარე სეზონში დაწინაურებულ ორ გუნდს შორის გამართული შეხვედრით გაიხსნა და მაში წყალტუბოს “სამგურალმა” ქობულეთის “შუქურას” სერგო კუხიანიძის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის მეშვეობით – 1:0 აჯობა. ანალოგიური ანგარიშით მოიგო კიდევ ერთმა […]
ეროვნული ლიგა: VIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
11-12 აპრილს, საქართველოს ეროვნული ლიგის მერვე ტურის შეხვედრები გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს მეტწილად, ცხრილის ზედა და ქვედა ნახევარში მყოფი გუნდები დაუპირისპირდნენ და ლოგიკური შედეგები დააფიქსირეს. სამი ქულის მოპოვება შეძლო “დინამო თბილისმა”, რომელმაც “სამტრედიას” უმასპინძლა და გიორგი გაბედავასა და ბაქარ ქარდავას გოლებით – 2:1 იმარჯვა. გამარჯვების მოპოვება კიდევ ერთმა თბილისურმა კლუბმა მოახერხა – “ლოკომოტივმა” ქუთაისში, “ტორპედოს” – 3:1 […]
ეროვნული ლიგა: VII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მეშვიდე ტური იმერული დერბით გაიხსნა, რომელშიც ერთმანეთს სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტები, “სამტრედია” და “ტორპედო” დაუპირისპირდნენ და უგოლოდ დასცილდნენ. სამაგიეროდ გამარჯვება და საკმაოდ დიდი სენსაციის მოხდენა მოახერხა ეროვნული ლიგის მესამე იმერულმა კლუბმა, წყალტუბოს “სამგურალმა“, რომელმაც თბილისში, “ლოკომოტივს” – 3:2 აჯობა. სანაცვლოდ, თავიანთი შეხვედრები მოიგეს დარჩენილმა ორმა თბილისურმა კლუბმა: “საბურთალომ” გორში “დილას” – 2:1 აჯობა, […]
ეროვნული ლიგა: IV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
ეროვნული ლიგის მეოთხე ტური უხვგოლიანი და დაძაბული გამოვიდა. წინა ტურში ნაჩვენები დაბალი შედეგისა და ხუთ მატჩში გასული მხოლოდ 2 გოლის შემდეგ, 19-გოლიანი სათამაშო კვირა ვიხილეთ და მხოლოდ ერთი ისეთი გუნდი, რომელმაც კარის მშრალად შენახვა მოახერხა. ეს გუნდი ბათუმის “დინამო” გახლდათ, რომელმაც გორში, “სამტრედიას” ორი გოლი გაუტანა და თავად რომ არ გაუშვა, მეტწილად, ლაზარე კუპატაძის დამსახურება […]
ეროვნული ლიგა: IX ტურის სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნულ ლიგაში პირველი წრე დასრულდა. მეცხრე ტურის შემდეგ ცხრილის სათავეში მოქმედი ჩემპიონი მოექცა. “დინამო თბილისმა” “მერანს” 2:1 აჯობა და 18 ქულით პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ქვეყნის უტიტულოვანეს კლუბს ხელი იმანაც შეუწყო, რომ აქამდე ერთპიროვნული ლიდერი გორის “დილა” სეზონში პირველად, თანაც საშინაო კედლებში, “ლოკომოტოვთან” დამარცხდა. ერთადერთი გუნდი, რომელმაც წრე წაუგებლად დაასრულა, “დინამო ბათუმია”. ვიცე-ჩემპიონმა აუტსაიდერ “ჩიხურას” […]
ეროვნული ლიგა: I წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები
ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონის ნახევარი დასრულდა. პირველი წრის გამარჯვებული “დინამო თბილისი” გახდა. მოქმედმა ჩემპიონმა 5 მატჩი მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, მხოლოდ ერთხელ დამარცხდა და 18 ქულით პირველ პოზიციაზე განთავსდა. თბილისელებმა ვიცე-ჩემპიონს ერთი ქულით გაუსწრეს – “დინამო ბათუმს” 5 გამარჯვება და 4 ფრე აქვს, გია გეგუჩაძის გუნდი ჩემპიონატში ერთადერთი დაუმარცხებელია. ლიდერთა სამეულს გორის “დილა” ასრულებს. […]
ეროვნული ლიგა: VIII ტურის სიმბოლური გუნდი
ეროვნული ლიგის მერვე ტურში საინტერესო შეხვედრები გაიმართა, წრის დასრულებამდე 1 ტურით ადრე კი, პირველობას გორის “დილა” არავის უთმობს. ეს მას შემდეგ, რაც გიორგი ნემსაძის 10-კაციანმა გუნდმა ექს-ჩემპიონ “საბურთალოსთან” სტუმრად არ წააგო და მორიგი ქულა მოიპოვა. თუმცა, გორელების უპირატესობა უახლოეს მდევართან 3-ქულიანი აღარ არის, რადგან “დინამო თბილისმა” საჩხერის “ჩიხურას” საშინაო არენაზე მოუგო – 1:0. იმარჯვა ჩემპიონობის […]
ეროვნული ლიგა: VII ტურის სიმბოლური გუნდი
ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში, სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა საჩხერის “ჩიხურამ”, რომელმაც თბილისის “მერანს” – 3:0 აჯობა და ამ უკანასკნელს ერთადერთი მოუგებელი გუნდის სტატუსი გადააბარა. მცირე მოუგებელი სერია დაასრულა “დინამო თბილისმაც”, რომელმაც “სამტრედიას” სტუმრად, 4 უპასუხო გოლი გაუტანა. სეზონში ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება შეძლო “საბურთალომ” – თბილისურმა კლუბმა ქუთაისში, “ტორპედოს” კარი 4-ჯერ აიღო. ელიგის დებიუტანტი “თელავი” […]
ეროვნული ლიგა: VI ტურის სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის შემდეგ, გათამაშებას ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს, რომლის ცხრილის სათავეში ყოფნაც ცოტა არ იყოს მოულოდნელია. გიორგი ნემსაძის გუნდმა ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგო, ბოლო მათგანში კი, მოედანზე 10 ფეხბურთელით მყოფმა, მოქმედ ჩემპიონ “დინამო თბილისს” “ბორის პაიჭაძეზე” აჯობა -1:2. გორის “დილას” ამ გამარჯვების შემდეგ, მეორე პოზიციაზე ვიცე-ჩემპიონი ამაღლდა. ბათუმის “დინამომ” “ტორპედოსთან” (2:0) მოგებით თავი […]
ეროვნული ლიგა: V ტურის სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნულ ლიგას 5 ტურის შემდეგ ახალი ლიდერი ჰყავს. გორის “დილამ” ზედიზედ მეორე გამარჯვების შემდეგ (შინ, “მერანთან” 4:0) 11 ქულა მოაგროვა და პირველი პოზიცია ერთპიროვნულად დაიბევა. ეს იმის დამსახურებაც გახლდათ, რომ ქუთაისში, “რამაზ შენგელიაზე”, ქართული დერბი უგოლოდ დასრულდა, “დინამო თბილისმა” 3 ქულა მიჯრით მესამედ ვეღარ მოიპოვა და მეორე ადგილზე ჩამოიწია. ტურის ბოლო მატჩის მსგავსად, გოლი […]
ეროვნული ლიგა: IV ტურის სიმბოლური გუნდი
ეროვნული ლიგის მეოთხე ტური საკმაოდ საინტერესო გამოდგა. გასული კვირა საქართველოს საფეხბურთო პირველობაზე გამორჩეული რამდენიმე ფაქტით გახლდათ. სატურნირო ცხრილში ლიდერი შეიცვალა სეზონის პირველი მატჩის მოგება შეძლო ქუთაისის “ტორპედომ” დებიუტანტმა “თელავმა” ისტორიაში პირველი 3 ქულა მოიპოვა ვიცე-ჩემპიონი ბათუმელები კი კვლავაც მოგების გარეშე არიან. მეოთხე ტურის შედეგები: ბათუმის “დინამო” – “საბურთალო” 1:1 “დინამო თბილისი” – “ლოკომოტივი” 4:0 “თელავი” […]
ეროვნული ლიგა: III ტურის სიმბოლური გუნდი
ქართულ ფეხბურთში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სამთვიანი პაუზა დასრულდა. ეროვნული ლიგა მესამე ტურის შეხვედრებით დაგვიბრუნდა და საკმაოდ საინტერესო შეხვედრებიც შედგა. ტურის ცენტრალური დაპირისპირება თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის არენაზე შედგა: ბოლო 2 სეზონის ჩემპიონის მონაწილეობით გამართულ თბილისურ დერბიში “დინამო თბილისმა” 3:0 იმარჯვა. “საბურთალოსთან” მატჩში აქტიური იყო ირაკლი ბუღრიძე, ვინც გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, გამორჩეული იყო ბრაზილიელი […]