ეროვნული ლიგა: VIII ტურის სიმბოლური გუნდი 

ეროვნული ლიგის მერვე ტურში საინტერესო შეხვედრები გაიმართა, წრის დასრულებამდე 1 ტურით ადრე კი, პირველობას გორის “დილა” არავის უთმობს.

ეს მას შემდეგ, რაც გიორგი ნემსაძის 10-კაციანმა გუნდმა ექს-ჩემპიონსაბურთალოსთან” სტუმრად არ წააგო და მორიგი ქულა მოიპოვა.

თუმცა, გორელების უპირატესობა უახლოეს მდევართან 3-ქულიანი აღარ არის, რადგან “დინამო თბილისმა” საჩხერის “ჩიხურას” საშინაო არენაზე მოუგო – 1:0.

იმარჯვა ჩემპიონობის კიდევ ერთმა პრეტენდენტმა ბათუმის “დინამომაც”, რომელმაც საშინაო კედლებში “სამტრედიას” მარტივად აჯობა – 2:0. 

შინ წაუგებლის სტატუსს ინარჩუნებს “თელავიც“, რომელმაც “მერანს” კახეთში უგოლო ფრე ეთამაშა. 

მეორე ტურის შემდეგ კვლავაც მოგების მოლოდინშია “ლოკომოტივი” – “რკინიგზელებმა” თბილისში, ქუთაისის “ტორპედოსთან” დრამატულ შეხვედრაში – 1:2 წააგეს. 

ამრიგად, ლიდერთა შორის კონკურენცია უკიდურესად დაძაბულია. პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე ადგილზე მყოფ გუნდებს: გორის “დილას”, “დინამო თბილისს”, “დინამო ბათუმს” და “საბურთალოს”, შესაბამისად, 16, 15, 14 და 13 ქულა აქვთ.

ეროვნული ლიგა: VIII ტურის სიმბოლური გუნდი  1

გიორგი არჯევანიძე/საბურთალო

მერვე ტურის შედეგები: 

“თელავი” – “მერანი” 0:0

“დინამო თბილისი” – “ჩიხურა” 1:0

“ლოკომოტივი” – “ტორპედო” 1:2

“საბურთალო” – “დილა” 1:1

“დინამო ბათუმი” – “სამტრედია” 2:0

სატურნირო მდგომარეობა მერვე ტურის შემდეგ: 

ეროვნული ლიგა: VIII ტურის სიმბოლური გუნდი  2

მერვე ტურის დასრულების შემდეგ, იმ 11 ფეხბურთელისგან და მწვრთნელისგან შედგენილ სიმბოლურ გუნდს წარმოგიდგენთ, რომლებმაც Live.ge-ს ვერსიით, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს.

მეკარე: გოგი კულუა (“სამტრედია”).

მცველები: საიმონ ბენიო (“დინამო თბილისი”), ანტონ თოლორდავა (“თელავი”),  დავით ხურცილავა (“დილა”), გიორგი გაფრინდაშვილი (“მერანი”).

ნახევარმცველები: ირაკლი ბუღრიძე (“დინამო თბილისი”), ამოს ნონდი (“დილა”), სანდრო ალთუნაშვილი (“საბურთალო”).

თავდამსხმელები: ვაგნერ გონსალვეში (“დინამო ბათუმი”), გიორგი ფანცულაია (“ტორპედო”), ნუგზარ სპანდერაშვილი (“დილა”).

მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე (“დილა”).

ეროვნული ლიგა: VIII ტურის სიმბოლური გუნდი  3

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VII ტურის სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VI ტურის სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: V ტურის სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IV ტურის სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: III ტურის სიმბოლური გუნდი 

ეროვნული ლიგა: VIII ტურის სიმბოლური გუნდი 

სტატიის ავტორი
-