ტაურანგაში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად, 25 წლის ახალ ზელანდიელი მორაგბე – შონ ვაინუი დაიღუპა. სამართალდამცავების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომელსაც შონ ვაინუი მართავდა ხეს შეეჯახა. U-20 ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრების ყოფილ წევრმა, “მაორი ოლ ბლექსის” კვართი 10 დაპირისპირებაში მოირგო და სუპერ რაგბის ბინადარი “ჩიფსის” ღირსება 44 შეხვედრაში დაიცვა. ვაინუის წარმატებული საკლუბო კარიერა ჰქონდა – მის სახელს […]