“100 %-ით მზად ვარ, რომ ნიდერლანდებთან შეხვედრაში მონაწილეობა მივიღო” – გურამ გიორბელიძე მოახლოებული მატჩის წინ საუბრობს
ნიდერლანდების ნაკრებთან გასამართი ამხანაგური შეხვედრის წინ, საქართველოს ეროვნული გუნდის მარცხენა მცველმა, გურამ გიორბელიძემ, რომელიც გუნდს 31 მაისს შეუერთდა, მოახლოებულ დაპირისპირებასა და მიმდინარე შეკრებაზე ისაუბრა. “კლუბში საკმაოდ მძიმე სეზონი გამოგვივიდა, ძალიან დასანანი ქულები დავკარგეთ, ევროპა ლიგაზე მოსახვედრად რამდენიმე ქულა დაგვაკლდა. ასევე ვითამაშეთ კონფერენციის ლიგის პლეი-ოფში და სამწუხაროდ ორმატჩიან დაპირისპირებაში დავმარცხდით. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, გუნდს მოგვიანებით შევუერთდი, ძალები აღვიდგინე და უკვე 100 […]
“სტადიონის კარის დაკეტვა გამოსავალი არ არის” – სფფ-ს პრეზიდენტი კორონავირუსს გამოეხმაურა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. სფფ-ს მმართველმა სოციალურ ქსელებში ქართულ და ინგლისურ ენაზე დაწერა, რომ მაყურებლის გარეშე საერთაშორისო მატჩების გამართვა პრობლემიდან გამოსავალი არ არის. “მაშინ, როდესაც მსოფლიოში ყოველდღიურად იზრდება ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, მაყურებლის გარეშე საერთაშორისო მატჩების გამართვა გამოსავალი არ არის, რადგან ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მგზავრობით საკუთარი ჯანმრთელობის […]
“შთამბეჭდავია თქვენი ენთუზიაზმი” – უეფას პრეზიდენტმა სფფ-ს იუბილე მიულოცა
დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთი 30 წლის გახდა. სიმბოლურია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაარსებიდან 30 წლის თავს, ქვეყნის ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის ბილეთების გაყიდვის დაწყება დაემთხვა. 26 მარტს, ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსის ნაკრებს უმასპინძლებს, უმნიშვნელოვანეს მატჩამდე მზადების პროცესში, უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინიმ სფფ-ს იუბილე მიულოცა. “ლევან კობიაშვილს, ძვირფასო ლევან, ძვირფასო მეგობრებო, უეფა-ს სახელით ვულოცავ საქართველოს […]
18 წლის წინ: ჩამქრალი შუქი, პოლიტიზირებული ფეხბურთი და გამარჯვება პრინციპულ მეტოქესთან
ზუსტად 18 წლის წინ, 2003 წლის 30 აპრილს, ქართულმა ფეხბურთმა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვება იზეიმა. 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი საქართველოს ნაკრებმა პრინციპულ მეტოქესთან გამართა. თუმცა, რუსეთის ეროვნულ გუნდთან დაპირისპირება 1 წლით ადრე უნდა შემდგარიყო. ასეც მოხდა, 2002 წელს თბილისში დაწყებული შეხვედრა პირველი ტაიმის ბოლოს იმ მიზეზით შეწყდა, რაც იმდროინდელ საქართველოში არცისე […]
2021 წლის სეზონი: ეროვნულ ლიგაში ცვლილებები იქნება
25 იანვარს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის წლის პირველი შეხვედრა გაიმართა და რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლეც გაჟღერდა. ინფორმაციას სფფ-ს ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. “აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 2021 წლის სეზონის შესახებ იმსჯელეს. ძირითადი ცვლილება ლიგა 3-ს და ლიგა 4-ს შეეხო, აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით ლიგა 3-ში ახალი სეზონიდან 14 გუნდი იასპარეზებს, ლიგა 4-ში კი, 20. ეროვნულ […]
2022 წლიდან ეროვნულ ლიგაში VAR სისტემის დანერგვა იგეგმება
საქართველოს ეროვნულ ლიგაში 2022 წლიდან ვიდეო ასისტენტ რეფერის სისტემა დაინერგება. ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა. VAR-ის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით, საქართველოში ფიფას წარმომადგენლების ორდღიანი ვიზიტი დაიწყო. “ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ფიფა-ს სპეციალისტებთან ერთად სფფ-ის სპეციალურ ჯგუფთან ერთად იმ სამუშაოების შესახებ იმსჯელებენ, რომელიც VAR-ის ტექნოლოგიის საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში დასანერგადაა საჭირო. მსაჯის ვიდეო ასისტენტის სისტემის დასანერგად შექმნილია […]
ალექსანდრე იაშვილი: “გვინდა ბელარუსთან მატჩს ვაისთან ერთად შევხვდეთ”
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა და გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა სოციალური ქსელის პორდაპირ ეთერში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეკითხვებს უპასუხეს. სფფ-ს ხელმძღვანელებმა რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრეს, მათ შორის ვლადიმირ ვაისის კონტრაქტსა და გიორგი მელქაძის მოქალაქეობაზე. “ვლადიმირ ვაისს კონტრაქტი მარტის ბოლოს უმთავრდება, მანამდე კი ერთა ლიგის ნახევარფინალი უნდა გვეთამაშა. ჩვენ ყოველთვის ვაფიქსირებთ იმ […]
არველაძე კობიაშვილს პასუხობს: “ასეთ დამოკიდებულებას მინიმუმ არ ვიმსახურებ”
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელებმა, შოთა და აჩი არველაძემ, adjarasport-თან საუბრისას, საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელი ასპარეზობა შეაფასეს და ყურადღება ისეთ სისტემურ პრობლემებზე გაამახვილეს, როგორებიცაა საფეხბურთო აკადემიები, ეროვნული ლიგის ხარისხი, ფეხბურთელთა სელექცია და ა.შ. მათ კრიტიკას, TV Imedi-ის ეთერში სფფ-ის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი მწვავე განცხადებით გამოეხმაურა. ყველაფერი ამით არ დასრულებულა – კობიაშვილის ნათქვამთან დაკავშირებით, შოთა არველაძემ, სოციალურ ქსელში […]
ახალი საფეხბურთო ცენტრი – სფფ დიდ დიღომში მშენებლობას იწყებს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, დიდ დიღომში კიდევ ერთი საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება. დიდი დიღომში, დემეტრე თავდადებულის №14-ის მიმდებარე ტერიტორია სფფ-ს სახელმწიფოსგან საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით გადმოეცა. პროექტის ფარგლებში, ადგილზე დაგეგმილია ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული ზომის მოედნის მშენებლობა, განათებით, ტრიბუნით და ადმინისტრაციული შენობით. პროექტის საერთო ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და FIFA-ს პროგრამა ფორვარდის თანადაფინანსებით […]
გადაწყდა: ეროვნულ ლიგაზე გულშემატკივარი მერვე ტურიდან დაიშვება!
21 ივლისს, საქართველოს მთავრობის საგანგებო სხდომაზე სფფ-ს პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის, მოგვიანებით კი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიერ გაკეთებული განცხადების დეტალები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა – 31 ივლისიდან გულშემატკივარი სტადიონზე დაიშვება. “ეროვნული ლიგის მერვე ტურიდან მაყურებელი სტადიონზე დაიშვება. გულშემატკივარს სტადიონზე შესვლა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლის მიხედვით მოხდება, […]
გამოდი კაპიტანო! დაგველაპარაკე, შეგვაგინე მაინც…
2020 წლის 12 ნოემბერი – კარგად დაიმახსოვრეთ ეს თარიღი. სისტემამ, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ჰქვია, ჩემი, შენი, ჩვენი ოცნებები დაასამარა. 1992 წლის შემდეგ, როდესაც სახელმწიფო სახელად საქართველო ოფიციალურად გახდა UEFA-სა და FIFA-ს წევრი, თითოეული ქართველი ოცნებობს საფეხბურთო ზეიმში (მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატი) მონაწილეობაზე. ისევ UEFA-ს ძალისხმევით, რომ ტურნირი გაფართოებულიყო და თითქმის ნახევარ ევროპას მიეღო მონაწილეობა, […]
გულშემატკივარი ტრიბუნაზე ბრუნდება: ესპანეთთან მატჩს მაყურებელი დაესწრება!
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ესპანეთთან მატჩს ტრიბუნაზე გულშემატკივარი დაესწრება. ქომაგები სტადიონზე 28 მარტს, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციოზე ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაზე დაბრუნდებიან, როცა “ჯვაროსნები” “ფურია როხას” “დინამო არენაზე” უმასპინძლებენ. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშილმაც დაადასტურა, რომელმაც სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა.