სუპერ თასი | წლის ბოლო საერთაშორისო მატჩში ტიტულს თბილისში დავიცავთ
რაგბი ევროპის სუპერ თასის მფლობელი ‘შავი ლომი’ ტიტულს 17 დეკემბერს თბილისში, „ავჭალაზე“ ისრაელის ‘თელავივ ჰითთან’ დაიცავს. ფინალური შეხვედრა 16 საათზე დაიწყება. პირველმა პროფესიულმა ქართულმა ფრენჩაიზმა სუპერ თასის პირველი გათამაშება მოიგო. მაშინ ‘შავმა ლომმა’ გადამწყვეტ შეხვედრაში პორტუგალიური ‘ლუზიტანუში’ ლისაბონში 17:14 დაამარცხა. ‘შავმა ლომმა’ აღმოსავლეთ კონფერენცია წელსაც პირველ ადგილზე დაასრულა, ნახევარფინალში კი ესპანური ‘იბერიანსი’ უშანსოდ, 41:9 დაამარცხა. […]
შავი ლომი მომავალ შეხვედრას 4 დეკემბერს გამართავს
როგორც მოგეხსენებათ, “სუპერ თასის” აღმოსავლეთ კონფერენციის ჯგუფის გამარჯვებული “შავი ლომი” გახდა. დასავლეთ დივიზიონის ტრიუმფატორად კი, პორტუგალიური “ლუზიტანუში” მოგვევლინა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა თუ როდის გაიმართება ნახევარფინალური შეხვედრები, სადაც ქართული გუნდი ესპანურ “იბერიანსს” დაუპირისპირდება. “შავი ლომი” ავჭალის სტადიონზე 4 დეკემბერს, 16:00 საათზე მიიღებს მეტოქეს და ფინალის საგზურის მოპოვებას შეეცდება, რომელიც 17 დეკემბერს არის ჩანიშნული. როგორც […]
სუპერ თასი | შავი ლომი აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებულია!
რაგბი ევროპის სუპერ თასის მიმდინარე სეზონის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. გასაკვირი არაა, რომ აღმოსავლეთ კონფერენციის ჯგუფის გამარჯვებულად კვლავ “შავი ლომი” მოგვევლინა. ქართულ დერბიში ლევან მაისაშვილის გაწვრთნილი “შავი ლომისა” და “ბათუმის” დაპირისპირება შედგა. “ავჭალის სარაგბო სტადიონზე” უთანასწორო ბრძოლა გაიმართა, რომელიც “შავი ლომის” გამარჯვებით, 37:0 დასრულდა. სუპერ თასის დასავლეთ დივიზიონის გამარჯვებული პორტუგალიური “ლუზიტანუში” გახდა, რომელიც გასულ წელს “შავმა […]
ესპანეთის სუპერ თასზე რეალისა და ბარსელონას მეტოქეები გაირკვა
ცნობილია , რომ 2020 წლიდან ესპანეთის სუპერ თასის გათამაშებას ახალი ფორმატით ვიხილავთ. იქნება მხოლოდ ორი ნახევარფინალური დაპირისპირება და შემდეგ ფინალი. 8 იანვარს მადრიდის რეალი “ღამურებს” ეწვევა , ხოლო კატალონიელები 9 იანვარს “როხი ბლანკოს” “კამპ ნოუზე” დაუპირისპირდებიან. ფინალი 12 იანვარს გაიმართება და არის შანსი , რომ გულშემატკივარმა კიდევ ერთი “ელ კლასიკო” იხილოს.