ბრიტანული Sky Sports-ის ინფორმაციით, ლონდონის “ტოტენჰემმა” ფრანგული “ლიონის” ცენტრალური ნახევარმცველი რეკორდულ თანხად, £65 მილიონად შეიძინა. 22 წლის ტანგი ნდომბელე “ტოტენჰემში” 5 წლის განმავლობაში ითამაშებს. კონტრაქტის თანახმად, ორივე მხარის თანხმობის შემთხვევაში, შეთანხმება დამატებით 1 წლის შეიძლება გახანგრძლივდეს. თავის მხრივ, ფრანგულმა “ლიონმა” ახალგაზრდა ფეხბურთელის გაყიდვით სოლიდური ფინანსური მოგება ნახა, ვინაიდან სულ რაღაც 1 წლის წინ, “ამიენს” ნდომბელეს […]