საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ვერის ბაღში, ჭადრაკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ჭადრაკის საერათაშორისო ფედერაცია 1924 წელს საფრანგეთის დედაქლაქ პარიზში დაფუძნდა, 1961 წლიდან კი ჭადრაკის საერთაშორისო დღე მთელს მსოფლიოში აღინიშნება. ღონისძიებას ესწრებოდნენ საჭადრაკო საერთაშორისო ფედერაციის (ფიდეს) ვიცე-პრეზიდენტი და ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელები და ლეგენდარული მოჭადრაკეები. ამავე დროს, ღონისძიებაზე საგანგებოდ ლიონელ მესისთვის დამზადებული საჩუქარი წარადგინეს. „ბარსელონასა“ და არგენტინის […]