ფრანგ ევროპის ჩემპიონ, ძიუდოისტ, მარგო პინოზე პარტნიორმა და მწვრთნელმა, ალან შმიტმა იძალადა. 28 წლის სპორტსმენმა ამის შესახებ პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. განთავსებულ განცხადებას პინომ ფოტოც დაურთო, სადაც საშინლად ნაცემი გამოიყურება. “კვირას, ღამით, თავს დამესხა პარტნიორი და მწვრთნელი, რომელმაც რამდენჯერმე დამარტყა სახეში, იატაკზე თავი დამარტყმევინა და ჩემი დახრჩობა სცადა. მეგონა, რომ მკვდარი ვიყავი, მოვახერხე გაქცევა და […]