მინსკის მე-2 ევროპულ თამაშებზე ასპარეზობა დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა დაიწყეს. ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა ქართველმა სპორტსმენმა, გივი მაჭარაშვილმა (125კგ). ახალგაზრდა მოჭიდავემ ჯერ 1/8-ფინალში ფინელი ჰეინო ჯერე 10:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი რუმინელ, ჩინტოან რარესს 14:3 აჯობა. გივი მაჭარაშვილი ნახევარფინალში აზერბაიჯანელ, ჯამალუდინ მაგომედოვს შეხვდება. 1/2-ფინალები 19:00-ზე დაიწყება. რაც შეეხება ავთო კენჭაძესა (74კგ) და სანდრო ამინაშვილს (86კგ), ორივე […]