უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე თავისუფალი ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების სახელით, მეორე საშეჯიბრო დღეს, 5 სპორტსმენი იასპარეზებს. ქართველი მოჭიდავეები 61;74;86;92 და 125 კგ წონით კატეგორიებში იასპარეზებენ. 61 კგ 61 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას თეიმურაზ ვანიშვილი დაიცავს, რომელიც ასპარეზობაში 1/8 ფინალიდან ჩაერთვება. ქართველ ფალავანს უნგრელი მეტოქე – გამჟატაჟი ხალიდოვი ეყოლება. გამარჯვების შემთხვევაში კი თეიმურაზ […]