ოფიციალურად: თბილისის გრან პრი კორონავირუსის გამო ჩაიშალა
რამდენიმე წუთის წინ საერთაშორისო ძიუდოს ფედერეციამ ოფიციალური განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნულია, რომ მარტისა და აპრილის თვეში ჩასატარებელი ყველა შეჯიბრი გადაიდო. მიზეზი კი კვლავ კორონავირუსია. შესაბამისად, 13-15 მარტს გასამართი ეკატერინბურგის გრანდ სლემი, 27-29 მარტს ჩასატარებელი თბილისის გრან პრი და 3-5 აპრილს ჩასატარებელი ანტალიის გრან პრი ჩაიშალა. ეს ინფორმაცია უკვე დაადასტურა საერთაშორისო ძიუდოს ფედერაციამაც:
ტედი რინერი თბილისის გრან პრიზე დარეგისტრირდა!
27-29 მარტს თბილისის გრან პრი გაიმართება, რომელსაც ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს. რამდენიმე წუთის წინ კი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის საიტზე აიტვირთა იმ ძიუდოისტების სია, რომლებიც თბილისის გრან პრიზზე დარეგისტრირდნენ. ამ სიაში არის მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ძიუდოისტი, ფრანგი – ტედი რინერი, ასევე ჩეხი – ლუკაშ კრპალეკი. ტედი რინერს 27 მარტამდე ნებისმიერ დროს შეუძლია თავისი კანდიდატურის […]
თბილისის გრან პრიზის საფინალო დღე: ოქრო, ვერცხლი და 2 ბრინჯაო
თბილისში დასრულდა ძიუდოში ყოველწლიური გრან პრი. ბოლო დღეს საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა. -90 კგ -90 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზეს ბექა ღვინიაშვილმა, გიორგი პაპუნაშვილმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა და უშანგი მარგიანმა. სამწუხაროდ პირველივე ბრძოლაში დამარცხდნენ ავთანდილ ჭრიკიშვილი და უშანგი მარგიანი, ხოლო ბექა ღვინიაშვილი და გიორგი პაპუნაშვილმა პირველი ბრძოლები წარმატებით იასპარეზეს და ერთმანეთს 1/2 ფინალში შეხვდნენ, სადაც გიორგი […]