თბილისის გრანდ სლემი გადაიდო
25-27 მარტს გასამართი თბილისის გრანდ სლემი ძიუდოში, აღარ ჩატარდება. ამის მიზეზი უკრაინა-რუსეთის ომია. საქართველოში ჩამოსასვლელად 19 ქვეყნის 145 ძიუდოისტი ემზადებოდა, თუმცა დღეს ტურნირის გადადების გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც ცნობილია, გრანდ სლემს თბილისი ზაფხულში, 3-5 ივნისს უმასპინძლებს.
გიორგი ათაბეგაშვილი – გვიხარია, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გრანდ-სლემის მასპინძლობა შემოგვთავაზა
რამდენიმე საათის წინ გავრცელებული საკმაოდ საინტერესო ინფორმაციის თანახმად, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია საქართველოს სთავაზობს თბილისის ტურნირის სტატუსის ამაღლებას და გრან-პრის ნაცვლად გრან-სლემის ჩატარებას. აღსანიშნავია, რომ შემოთავაზებით საქართველოს უპრეცედენტო შანსი ეძლევა. შემოთავაზება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის ფონზეც, რომ მსგავსი თხოვნით თავად ქვეყნები მიმართავენ ხოლმე IJF-ს, ახლა კი სურვილი თავად საერთაშორისო ფედერაციამ გამოთქვა. IJF-ის შემოთავაზებისა და ტურნირის სტატუსის ამაღლების […]
უპრეცედენტო შანსი ქართულ სპორტს
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია საქართველოს სთავაზობს თბილისის ტურნირის სტატუსის ამაღლებას და გრან-პრის ნაცვლად გრან-სლემის ჩატარებას. შემოთავაზება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის ფონზეც, რომ მსგავსი თხოვნით თავად ქვეყნები მიმართავენ ხოლმე IJF-ს, ახლა კი სურვილი თავად საერთაშორისო ფედერაციამ გამოთქვა. იმისთვის, რომ თბილისის გრან-პრი გრან-სლემამდე ამაღლდეს, ყველა ხარჯის გათვალისწინებით საჭიროა დაახლოებით 400 ათასი ევრო. ქართული ძიუდო მსოფლიო რუკაზე თავისი შედეგებითა და […]