რამდენიმე დღეში საქართველოში პირველი გრანდ სლემი გაიმართება. თბილისი ძიუდოს მსოფლიო ტურს 26-28 მარტს უმასპინძლებს. თავდაპირველად მიღებული გადაწყვეტილებით, ტურნირს გულშემატკივრის გარკვეული რაოდენობა დაესწრებოდა. ბილეთების ონლაინ გაყიდვა უკვე დაწყებული იყო კიდეც, თუმცა, სულ ახლახანს, საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ განცხადება გაავრცელა. “მიუხედავად ჩვენი დიდი მონდომებისა, რომ საქართველოში პირველი გრან სლემი ქართველი გულშემატკივრების თანდასწრებით ჩატარებულიყო, რისთვისაც ფაქტობრივად, ყველაფერი იყო გაკეთებული […]