ძიუდოისტთა ნაკრებმა ამ წელს ბევრი კრიზისი და სკანდალი გადაიტანა. ჯერ იყო და ევროპის ჩემპიონატი ჩავაგდეთ და ამ მოვლენას მთავარი მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძე გადაჰყვა. შემდეგ ნაკრებმა ლოკაუტი გამოაცხადა ფედერაციის პრეზიდენტის – დავით ქევხიშვილის გადადგომამდე. ხმაურიანი და სისხლიანი გარჩევების შემდეგ პრეზიდენტი გადადგა, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ ნაკრებს დალაგებული არაფერი ეტყობა, მთავარი მწვრთნელის და ფედერაციის ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტურია, რეალური […]