ევროლიგის 25-ე ტურში ,,ვირტუს ბოლონიამ” ,,ბასკონიას” უმასპინძლა და 5-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 88:83 დაამარცხა. იტალიური გუნდის შემადგენლობაში 19 წუთამდე ითამაშა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 12 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 3 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. თორნიკეს მარგი ქმედების კოეფიციენტმა 18 შეადგინა, რითაც საკუთარ გუნდში მხოლოდ მილოშ […]