იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის 29-ე ტურის შეხვედრაში ,,ვირტუსმა” ,,ტრევიზო” სტუმრად 37-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 76:113 დაამარცხა. შედეგად, სერია A-ს რეგულარული სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, სკარიოლოს გუნდმა პირველი ადგილი გაინაღდა. ბოლონიელთა ძირითად ხუთეულში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, რომელმაც 22 წუთში 11 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. თოკომ 7-დან 4 ორქულიანი და […]