რუსეთის საკალათბურთო ჩემპიონატი დასკვნით ფაზაში გადავიდა, სადაც საპლეიოფო მატჩში თორნიკე შენგელიას “ცსკა” “ნიჟნი ნოვგოროდს” დაუპირისპირდა. “ნიჟნი ნოვგოროდის” კალათბურთელებმა მაქსიმალური სულისკვეთება გამოავლინეს, პირველი წაგებული მატჩის შემდეგ, სერიაში ანგარიში გაათანაბრეს, შემდეგ კი VTB ლიგის საუკეთესო გუნდთან დრამატულ მატჩში, ანგარიშით – 75:79, დამარცხდნენ. ქართველმა ლეგიონერმა თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 27:21 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულასა და 3 მოხსნას […]