,,პატრიოტი შენგელია – 3 თამაში 72 საათში” – Marca საქართველოს ნაკრების კაპიტანზე წერს
,,თორნიკე შენგელიას ვერავინ დაადანაშაულებს იმაში, რომ საქართველოს ნაკრებისთვის ყველაფერი არ გაიღო,” – წერს ესპანური გამოცემა – მარკა. საქმე ისაა, რომ ამ კვირაში ეროვნული გუნდის კაპიტანი 72 საათში, სამ სხვადასხვა ქვეყანაში, სამ მატჩს ჩაატარებს – 23 თებერვალს სტუმრად ნიდერლანდების წინააღმდეგ ითამაშებს, 24-ში იტალიაში დაბრუნდება, სადაც ,,ბასკონიასთან” ევროლიგის შეხვედრა ელის, 26-ში კი თბილისში ისლანდიის ნაკრებთან უმნიშვნელოვანეს მატჩში […]
თორნიკე შენგელია ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა
საქართველოს ეროვნული ნაკრები სრული შემადგენლობით ვარჯიშობს. გუნდის კაპიტანი, თორნიკე შენგელია ნაკრებს 21 თებერვალს, საღამოს ვარჯიშზე, ალმერეს არენა Topsportcentrum-ში შემოუერთდა. ეროვნული ნაკრების ექიმთან, თემურ ხვედელიძესთან ერთად კაპიტანი ამსტერდამის აეროპორტიდან პირდაპირ დარბაზში მივიდა, სადაც ილიას ზუროსის ხელმძღვანელობით საღამოს ვარჯიში მიმდინარეობდა. შენგელია ჯერ ნაკრებისა და კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას მიესალმა, შემდეგ კი, სავარჯიშო შესვენებისას, ყველა მოთამაშეს სათითაოდ. შენგელიამ, ცხადია, […]
იტალიის თასის ფინალში ბრეშამ თორნიკე შენგელიას ვირტუსი სენსაციურად დაამარცხა
ეს ყველაფერი კონკიას ამბავს ჰგავს. იტალიის თასს რიგითი გამარჯვებული ჰყავს. ბრეშამ მეოთხედფინალში მილანს სძლია, ნახევარფინალში – პეზაროს, ფინალში კი თორნიკე შენგელიას ვირტუსს 84:76 მოუგო და ბოლონიელები ტიტულის გარეშე დატოვა. აღსანიშნავია, ბრეშა თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერობდა და მართალია, ბოლო მეოთხედში მათი უპირატესობიდან მხოლოდ ქულა დარჩა, გამარჯვებამდე მაინც მივიდა. შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 28 […]
შენგელიამ იტალიის თასზე გაიბრწყინა – ვირტუსი ფინალში ითამაშებს
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბოლონიის “ვირტუსის” კალათბურთელმა – თორნიკე შენგელიამ, იტალიის თასის ნახევარფინალში ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და კლუბის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. იტალიის თასის ნახევარფინალში, “ვირტუს ბოლონიამ” “ტორტონას” უმასპინძლა და 25 ქულიანი სხვაობით 90:65 გაანადგურა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა – თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 19 წუთი გაატარა, რა დროშიც მისი მონაგარი: 18 ქულა, 2 მოხსნა, 3 შედეგიანი […]
ვირტუსი იტალიის თასის 1/2-ფინალში გავიდა – შენგელია მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო
იტალიის თასის 1/4-ფინალში ,,ვირტუს ბოლონიამ” ,,ვენეციას” უმასპინძლა და 14-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 82:68 დაამარცხა. შედეგად სკარიოლოს გუნდი თასის ნახევარფინალში გავიდა. ბოლონიელთა რიგებში 19 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა თორნიკე შენგელიამ, რომელიც ქულების რაოდენობით მხოლოდ მარკო ბელინელის (21 ქულა) ჩამორჩა. ქართველმა ფორვარდმა 2-დან 1 სამქულიანი, 10-დან 6 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. იტალიის […]
ვირტუსმა ლიონი დაამარცხა – შენგელია გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო
ევროლიგის 23-ე ტურში ,,ლიონ ვილერბანმა” ,,ვირტუს ბოლონიას” უმასპინძლა და 13-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 64:77 დამარცხდა. ,,ვირტუსის” შემადგენლობაში 24 წუთი ითამაშა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 10 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 3-დან 2 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა 17 შეადგინა, რითაც ბოლონიელთა რიგებში მხოლოდ იზაია კორდინიერს (18) ჩამორჩა. […]
ვირტუსმა ცრვენა ზვეზდას მოუგო – შენგელიამ საკუთარ გუნდს ულიდერა
ევროლიგის 22-ე ტურში ,,ვირტუს ბოლონიამ” ,,ცრვენა ზვეზდას” უმასპინძლა და 12-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 84:72 დაამარცხა. იტალიური გუნდის შემადგენლობაში 26 წუთი ითამაშა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 15 ქულა, 4 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 8-დან 5 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტმა 19 შეადგინა, რაც ბოლონიელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელია. ,,ვირტუსი” 10 […]
ევროლიგის ტურის 10 საუკეთესო მომენტში შენგელიას დაფარება მოხვდა | VIDEO
შენგელია და ვირტუსი ოლიმპიაკოსთან ბრძოლაში დამარცხდნენ
ევროლიგის უპრინციპულეს შეხვედრაში, “ვირტუსისა” და “ოლიმპიაკოსის” დაპირისპირება შედგა. ბოლონიაში, “Segafredo Arena”-ზე გამართული დრამატული მატჩი მასპინძელთა მარცხით 83:85 დასრულდა. “ვირტუსის” შემადგენლობაში თორნიკე შენგელიამ იასპარეზა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 24:21 წუთში 11 ქულის, 5 მოხსნისა და 5 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. სამწუხაროდ, შენგელიას გარჯა ამაო აღმოჩნდა და “ვირტუსმა” ევროლიგაში ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა. ევროლიგის 19 ტურის შემდეგ, “ვირტუსს” […]
შენგელიას ვირტუსმა სტუმრად ბარსელონა დაამარცხა
ევროლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში, “ბარსელონასა” და “ვირტუს ბოლონიას” დაპირისპირება შედგა. ბარსელონაში, “Palau Blaugrana”-ზე გამართული მატჩი, მასპინძელთა მარცხით 75:83 დასრულდა. “ბარსელონას” წინააღმდეგ მოპოვებულ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაში, თორნიკე შენგელიამ საკუთარი წვლილი შეიტანა. პარკეტზე გატარებულ 20:09 წუთში, ქართველმა ვარსკვლავმა 5 ქულის, 2 მოხსნის, 6 შედეგიანი გადაცემისა და 2 ჩაჭრის დაგროვება შეძლო. 20 ქულითა და 2 შედეგიანი გადაცემით “ვირტუსს” გაბრიელ […]
თორნიკე შენგელიას ევროლიგაში 1000 მოხსნა დაუგროვდა
ევროლიგის მე-16 ტურში ,,ვირტუს ბოლონიამ” ,,ფენერბახჩეს” უმასპინძლა და 4-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 92:88 დაამარცხა. იტალიური გუნდის შემადგენლობაში 22:31 წუთი ითამაშა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 11 ქულას, 3 ასისტსა და 2 მოხსნას მოუყარა თავი. შედეგად, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს ევროლიგაში 1000 მოხსნა დაუგროვდა. ,,ვირტუსი” 7 მოგებითა და 9 მარცხით ევროლიგის მე-13 პოზიციაზეა. სკარიოლოს გუნდი ევროტურნირის მომავალ შეხვედრას 5 […]
თორნიკე შენგელია ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
იტალიის Lega A-ს მე-12 ტურის შეხვედრაში, “პესაროსა” და “ვირტუს ბოლონიას” დაპირისპირება შედგა. დაძაბულ მატჩში გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო. საბოლოოდ, დაპირისპირება მასპინძელთა მარცხით, 82:87 დასრულდა. “ვირტუსის” გამარჯვებაში ლომის წილი თორნიკე შენგელიამ დაიდო, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 38 წუთში, 19 ქულის, 10 მოხსნისა და 4 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა 34 შეადგინა. […]