ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თსუ-ს მეტოქე ცნობილია
5-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკალათბურთო კლუბი ევროსარბიელზე ბრუნდება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, რომელიც ამ სეზონში საქართველოს ჩემპიონი გახდა, FIBA-ს ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად იბრძოლებს. თსუ მონაწილეობას მიიღებს FIBA-ს უმაღლესი რანგის ევროტუნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე და წარმატების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება. თსუ-მ გასულ სეზონში დუბლი შეასრულა. ლექსო ლაფანაშვილის ხელმძღვანელობით უნივერსიტეტის გუნდმა საქართველოს თასიც მოიგო და სეზონი […]
სუპერლიგის ჩემპიონს სუპერფინალური მატჩი გამოავლენს. რუსთავისა და თსუ-ის დაპირისპირებაში 4 მატჩის თავზე გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. ორივე გუნდმა 2-2 მატჩი მოიგო, ფინალური სერია თანაბარია და გადამწყვეტ შეხვედრაში გუნდები ერთმანეთს საჩემპიონოდ შეერკინებიან. სუპერფინალური დაპირისპირება 28 მაისს, რუსთავის ქიმიკოსთა დარბაზში, 19:00 საათზე გაიმართება. ფინალური სერიის მე-4 მატჩი, რომლის მოგებაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს ჩემპიონობას უნაღდებდა, თბილისი არენაზე გაიმართა. […]
ლექსო ლაფანაშვილი თსუ-ს მწვრთნელად დაინიშნა
საკალათბურთო სუპერლიგაში მონაწილე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს ლექსო ლაფანაშვილი გაწვრთნის. ახალგაზრდა სპეციალისტთან თსუ-ს ხელმძღვანელობამ კონტრაქტი გააფორმა. სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი სლოვენიელ დეიან პროკიჩს უნდა გაეწვრთნა, თუმცა ის მანამდე დაშორდა გუნდს, სანამ თბილისში ჩამოვიდოდა და გუნდს ჩაიბარებდა. თსუ-ს ხელმძღვანელბამ ღირსეული შემცვლელი მონახა და კონტრაქტი საქართველოს სუპერლიგის მოქმედ ჩემპიონ მწვრთნელს გაუფორმა. ლაფანაშვილი ერთადერთი სპეციალისტია საქართველოში, რომელსაც როგორც სუპერლიგა, […]