‘მადლობა კაპიტანო’ – პსჟ ტიაგო სილვას დაემშვიდობა
“პარის სენ-ჟერმენის” და ტიაგო სილვას გზები საბოლოოდ გაიყარა. საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი კაპიტანმა თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. ბრაზილიელ ცენტრალურ მცველს კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა და მისი კარიერას მომდევნო კლუბი ცნობილი მალე გახდება. უდიდესი ალბათობით, 34 წლის ფეხბურთელო ლონდონის “ჩელსის” შეუერთდება. “მადლობა კაპიტანო. შენ ამ კლუბის ისტორია შექმენი. ლურჯი და წითელი სიცოცხლის ბოლომდე”, – ამ სიტყვებით დაემშვიდობა პარიზული […]
20 ცენტრალური მცველი, რომლებიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ყველაზე მეტჯერ დასახელდნენ
GiveMeSport-მა დაასახელა 20 ცენტრალური მცველი, რომლებიც 2009 წლის შემდეგ, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ყველაზე მეტჯერ დაასახელეს: ,,ცენტრალური მცველები ჩვეულებრივ არ იღებენ ისეთ ქებას, როგორსაც იმსახურებენ. მცველს შეუძლია დიდი მატჩი ჩაატაროს და კარი სუფთად შეინახოს, მაგრამ უფრო ხშირად თავდამსხმელებს აფასებენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, მათ მატჩის საუკეთესოდ ხანდახან მაინც ასახელებენ,” – წერს GiveMeSport-ი. 20 ცენტრალური მცველი, რომლებიც მატჩის […]
ედერსონი, ფაბინიო, ფირმინო, ტიაგო სილვა | FIFA-მ ბრაზილიელი ფეხბურთელები დასაჯა
11-13 სექტემბერს გასამართი პრემიერ ლიგის მე-4 ტურის მატჩები ბრაზილიელი ვარსკვლავების გარეშე ჩაივლის. გავრცელებული ინფორმაციით, FIFA-მ ის ბრაზილიელი ფეხბურთელები დასაჯა, რომლებიც ინგლისურმა კლუბებმა ბრაზილიაში სათამაშოდ არ გაუშვეს. გაბრიელ ჟესუსი, ედერსონი, ალისონი, ფაბინიო, რობერტო ფირმინო, რაფინია, ფრედი და ტიაგო სილვა პრემიერ ლიგის მე-4 ტურის მატჩებში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებენ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რაულ ხიმენესი “ვულვზს” ვერ […]
კლოპი ჩელსის ტრანსფერებზე: “საქმე მხოლოდ ხარისხში არ არის, ჩვენ გვაქვს ის, რაც დანარჩენებს აკლიათ”
ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა სატრანსფერო ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. ”ჩვენ ვცხოვრობთ გაურკვევლობის სამყაროში. ზოგიერთი გუნდისთვის მნიშვნელობა არ აქვს რამდენად გაურკვეველია მომავალი. ეს არის კლუბებისა და ქვეყნების ოლიგარქების მდგომარეობაზე დამოკიდებული. ჩვენ სხვა კლუბი ვართ. ჩვენ არ შეგვიძლია ყველაფრის შეცვლა ერთ ღამეში და იმის თქმა, რომ ახლა “ჩელსისავით” ვიქცევით. ისინი უამრავ ფეხბურთელს ყიდულობენ. ეს შეიძლება […]
ლამპარდმა დაადასტურა: 3 ახალწვეული პრემიერლიგის სტარტს გამოტოვებს
პრემიერლიგის ახალი სეზონის პირველ მატჩს “ჩელსი” დანაკლისით ხვდება. ლონდონელთა ზაფხულის ახალწვეულები: ტიაგო სილვა, ბენ ჩილველი და ჰაკიმ ზიეჩი “ბრაიტონთან” ვერ ითამაშებენ. ფრენკ ლამპარდმა ამის შესახებ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ისაუბრა. “ზიეჩმა 10 დღის წინ ამხანაგურ მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო და თამაშისთვის მზად არ იქნება. საბედნიეროდ, რამდენიმე კვირის ამბავია, რათა მაროკოელი საქმეში ვიხილოთ. “იგივე პრობლემა აქვს ჩილველს, რომელიც […]
მუნდიალი 2022 | ტიაგო სილვა მსოფლიოს ჩემპიონატის რეკორდსმენი გახდა
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა, ბრაზილიის ნაკრებმა 1/8-ფინალურ ეტაპზე იოლი გამარჯვება მოიპოვა და სამხრეთ კორეასთან (4:1) მოგებით შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა. მერვედფინალური ეტაპის მატჩი გამორჩეული მაღალი დონის საფეხბურთო სანახაობით და არაერთი საინტერესო ფაქტით იყო, მათ შორის კი ერთ-ერთი რეკორდის ავტორი ბრაზილიელთა კაპიტანი, ტიაგო სილვა გახლავთ. საქმე ისაა, რომ 38 წლის ცენტრალურმა მცველმა, თავისი […]
ნადირობა ტიაგო სილვაზე – ევროპული გრანდები ბრაზილიელით ინტერესდებიან
გუშინ ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე ზაფხულში ტიაგო სილვა “პსჟ-ს” დატოვებს. ბრაზილიელი ფეხბურთელი ასაკის მიუხედავად შესანიშნავ ფიზიკურ კონდიციებშია და რამდენიმე წელი კიდევ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში. აქედან გამომდინარე, სილვათი რამდენიმე ევროპული გრანდი ინტერესდება. საუბარია “ნიუკასლზე”, “არსენალზე” და “ევერტონზე” როგორც ცნობილია “ნიუკასლის” ახალი მფლობელი, საკმაოდ ძლიერი კლუბის გაკეთებას აპირებს და დასაწყისისთვის ტიაგო სილვას კანდიდატურა მათთვის იდეალურია. რაც […]
ოფიციალურად: ტიაგო სილვა ჩელსის ფეხბურთელია
ტიაგო სილვა ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელია – ბოლო დღეებში მედიაში გავრცელებული ინფორმაცია “არისტოკრატებმა” ოფიციალურად დაადასტურეს. “ლურჯებბის” ვებ-გვერდის მეშვეობით ვიგებთ, რომ ცენტრალურმა მცველმა, რომელიც გუნდში ფრენკ ლამპარდის ავტორიტეტის დამსახურებით მივიდა და რომელიც ინგლისელის მეხუთე ტრანსფერია, კლუბთან 1+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტიაგო სილვა “პსჟ-ში” 2012 წელს, “მილანიდან” გადაბარგდა და გუნდის მაისურით ჩატარებულ 315 შეხვედრაში 17 გოლის გატანა მოახერხა. მან […]
ტიაგო სილვა ყოველწლიურად მაღალ ანაზღაურებას მოითხოვს
სატრანსფერო პერიოდის მოახლოვებასთან ერთად ფრანგული გრანდი “პსჟ” საკუთარი შემადგენლობის გადახალისებას აქტიურად გეგმავს. ფრანგების რიგებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება გახლავთ ის, რომ გუნდს 35 წლის გამოცდილი, აწ უკვე ვეტერანი ტიაგო სილვა დატოვებს, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტის სტატუსი მიენიჭება. სილვას შეძენით ამჟამად ორი ევროპული კლუბი – “ფიორენტინა” და “ევერტონი” ინტერესდებიან, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბრაზილიელმა […]
ტიაგო სილვა შესაძლოა საჩუქრის ჩუქების გამო დასაჯონ
ლონდონის “ჩელსის” ცენტრალურ მცველ ტიაგო სილვას შესაძლოა პრემიერლიგის ხელმძღვანელობასთან პრობლემები შექმნას, ამის მიზეზი კი ერთი შეხედვით უწყინარი საჩუქარი და კეთილი ქმედებაც კი გახდეს. ფრენკ ლამპარდის გუნდმა 16 იანვარს, “ფულემს“, მეისონ მაუნტის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით მოუგო (1:0) და ამით “ლურჯები” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მეშვიდე პოზიციაზე გადავიდნენ. შეხვედრის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ მოხდა, […]
ტიაგო სილვა: “როდესაც მსაჯი მესის გუნდს ეხმარებოდა, მაშინ არაფერს ამბობდა”
ლიონელ მესიმ ჩილესთან მიღებული წითელი ბარათის შემდეგ სკანდალური განცხადება გააკეთა: “მათ ფინალში თამაშის უფლება არ მოგვცეს. კორუფცია და მსაჯები არის ის პრობლემა, რომელიც ფეხბურთს ანგრევს და სიამოვნებას კლავს, სიმართლე უნდა ითქვას,” განაცხადა არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა. მესის განცხადებას ბრაზილიის ნაკრებისა და “პარი სენ-ჟერმენის” ცენტრალური მცველი, ტიაგო სილვა გამოეხმაურა: გავიხსენოთ თამაში, სადაც “ბარსელონამ” “პარი სენ-ჟერმენი” ანგარიშით 6:1 დაამარცხა […]
ტიაგო სილვა: ,,რამოსის პსჟ-ში გადასვლამ დამამწუხრა”
ლონდონის ,,ჩელსის” მცველმა, ტიაგო სილვამ, სერხიო რამოსის ,,პარი სენ ჟერმენში” გადასვლაზე ისაუბრა: ,,სერხიო რამოსის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ როცა ,,პარი სენ ჟერმენმა” მას 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, ის იმავე ასაკში იყო, რომელშიც მე გასულ სეზონში. ამის შესახებ ჯერჯერობით არავისთან მისაუბრია, მაგრამ ამ ყველაფერმა ძალიან დამამწუხრა, ისეთი განცდა მაქვს, თითქოს, გუნდისთვის არაფერი გამიკეთებია. ჩემი წასვლა უკვე წარსულია, […]