France Football-ის ინფორმაციით, ფრანგული “მონაკოს” ხელმძღვანელობა გუნდის გაძლიერებას მნიშვნელოვნად გეგმავს – გუნდი ლიგა 1-ში ჩატარებული 18 შეხვედრის შედეგად მე-19 პოზიციაზეა და სულ რაღაც 13 ქულა აქვს მოპოვებული. ცნობილია, რომ “მონაკოს” სამიზნე პორტუგალიელი მცველი პეპეა, რომელიც “ბეშიქთაშიდან” წასვლის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდა. ასევე, ფრანგული საფეხბურთო გუნდის წევრი შეიძლება გახდეს ესპანელი ნახევარმცველი, დენის სუარესი, რომელსაც “ბარსელონაში” სათამაშო დრო […]