გერმანიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, ტიმო ვერნერი მსოფლიო ჩემპიონატს ტრავმის გამო გამოტოვებს. 26 წლის ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაზე, ,,შახტართან” სტუმრად გამართულ შეხვედრაში, კოჭი დაიზიანა და მოედანი მე-19 წუთზე დატოვა. გამოკვლევების შემდეგ დადასტურდა, რომ ვერნერი თამაშს 2022 წლის ბოლომდე ვერ შეძლებს. გადაწყვეტილებას კი მკურნალობასთან დაკავშირებით ექიმები რამდენიმე დღეში მიიღებენ. მიმდინარე სეზონში ვერნერის ანგარიშზე ,,ლაიპციგის” მაისურით ჩატარებულ 16 შეხვედრაში […]