ჩელსიმ ტრანსფერებში €600 მილიონზე მეტი დახარჯა | რაზე აკეთებს გუნდი აქცენტს?
უკრაინელი ამომავალი ვარსკვლავის, მიხაილო მუდრიკის ლონდონის “არსენალში” გადასვლა თითქოს გადაწყვეტილი იყო. ბრიტანეთში იმაზეც საუბრობდნენ, რომ 22 წლის ფორვარდთან ერთად, არტეტას გუნდი პრემიერ ლიგას უთუოდ მოიგებდა, მაგრამ მოულოდნელად, “ჩელსიმ” უფრო სწრაფი და ფინანსურად მომგებიანი შეტევა განახორციელა. “ჩელსის” ახალი მფლობელი ჰყავს – ჯერჯერობით, რომან აბრამოვიჩივით პოპულარული არ გახლავთ, თუმცა ტოდ ბოელის სახელი უფრო და უფრო ხშირად ისმის. […]
All Star ფეხბურთში | ჩელსის თანამფლობელმა საინტერესო იდეა წამოაყენა
შესაძლოა, მალე პრემიერ ლიგის საუკეთესო მოთამაშეებისა და ესპანეთის, გერმანიის და იტალიის გამორჩეული ფეხბურთელების დაპირისპირება ვიხილოთ. All-Star-ის იდეა რამდენიმე კვირი წინ “ჩელსის” თანამფლობელმა ტოდ ბოელიმ წამოაყენა. ამის გარდა, მან პრემიერ ლიგის კლუბებს შესთავაზა, რომ ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორისაც შემდგარიყო ყველა ვარსკვლავის დაპირისპირება. თუმცა, ამ აზრმა დიდი კრიტიკა დაიმსახურა. ამის შესახებ აზრი იურგენ კლოპს, გადატვირთული საფეხბურთო კალენდრის […]
ახალმა ხელმძღვანელობამ ჩელსიდან პეტრ ჩეხიც გაუშვა
ლონდონის “ჩელსის” ახალმა ხელმძღვანელობამ კლუბში საკადრო წმენდა დაიწყო და მნიშვნელოვან თანამდებობებზე დასაქმებული პირები გაათავისუფლა. მას შემდეგ, რაც კლუბი გენერალურმა დირექტორმა, მარინა გრანოვსკაიამ დატოვა, ახალი მმართველის პირობებში, “არისტოკრატებს” ასევე გუნდის ლეგენდარული მეკარე, პეტრ ჩეხიც დაემშვიდობა, რომელიც ბოლოს კლუბის ტექნიკური მრჩეველის თანამდებობას იკავებდა. “ბოლო სამი წლის განმავლობაში “ჩელსიში” ამ როლის შესრულება დიდი პრივილეგია იყო. როდესაც კლუბი ახალ მფლობელობაშია, ვგრძნობ, […]
ლონდონის ჩელსიში ცვლილებები იწყება: რუსმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა
ლონდონის “ჩელსიში” ახალი ეპოქა იწყება. თითქმის 20-წლიანი მმართველობისა და მფლობელობის შემდეგ, რუსმა ბიზნესმენმა, რომან აბრამოვიჩმა კლუბი სანქციების შემდეგ დატოვა. ახალი მფლობელი ტოდ ბოელი იქნება, რომელიც ამერიკელი ბიზნესმენი და ინვესტრორი გახლავთ და ცნობილია როგორც ფილანტროპი. ცხადია, მთავარი მმართველის შეცვლას, ხელმძღვანელობაში და სხვადასხვა რგოლებში ცვლილებებიც მოჰყვება. პირველი სტრატეგიული პოზიცია, რომელზეც უკვე ცვლილება განხორციელდა, გენერალური დირექტორის თანამდებობაა. ეროვნებით რუსმა მარინა […]
დიდი ბრიტანეთის მთავრობის თანხმობის შედეგად, ლონდონის “ჩელსის” ახალი მფლობელი ჰყავს – რომან აბრამოვიჩის ყოფილ კლუბს ტოდ ბოელის კონსორციუმი უხელმძღვანელებს. რუსეთის უკრაინაში უკანონოდ შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციათა პაკეტი შეიმუშავა, რომელიც რომან აბრამოვიჩზეც გავრცელდა. შედეგად, ჩუკოტკის ყოფილ გუბერნატორსა და ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ აბრამოვიჩს, გუნდის გაყიდვა მოუწია. ლონდონური კლუბის შეძენა არაერთ […]